ავტორი:

"მომდევნო 9 თვე სამყარო ცვლილებებითა და მოულოდნელობებით აღსავსე იქნება" - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები

"მომდევნო 9 თვე სამყარო ცვლილებებითა და მოულოდნელობებით აღსავსე იქნება" - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო 9 თვის ასტროლოგიური ასპექტების შესახებ წერს და რეკომენდაციებს გვთავაზობს:

"20 იანვარს მზე მერწყულის ზოდიაქოში გადავიდა. გილოცავთ, მერწყულებო, მომავალ დაბადების დღეებს და წარმატებულ სოლარულ წელიწადს გისურვებთ.

მერწყულებისთვისაც და არა მხოლოდ მათთვის, 20 იანვრიდან მოყოლებული 1 თვე სამყარო ცვლილებებით, სიახლეებით და ასევე მოულოდნელობებით აღსავსე იქნება. ეს პერიოდი საზოგადოებაში თანამოზრეების მოძიების, ახალი მეგობრების შეძენის, ძველებთან კი უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარების დროა. ამ დროს კოსმოსი იძლევა ახალ შესაძლებლობებს, ვიყოთ ჩართული საერთო შორსმიმავალ პროექტებში, ვიპოვოთ მიზანი, მოვიპოვოთ სულიერი თავისუფლება. ეს ის დროა, როდესაც ადამიანები ბევრად უფრო მეგობრულები ხდებიან, უფრო ადვილად ამყარებენ კონტაქტებს, იზრდება ინტელექტუალური ურთიერთობის მოთხოვნილება, და ადამიანები ცდილობენ თანამოაზრეების პოვნას.

ამიტომაც ამ პერიოდში კარგია ჯგუფურ აქტიობებში ჩართვა, საქმის გუნდურად გადაწყვეტა. შესანიშნავი დროა საზოგადოებრივ ასპარეზზე პირველი ნაბიჯების გადადგმისათვის - ოღონდ იმოქმედეთ შაბლონების გარეშე, შემოქმედებითად. თუ საჭიროა, დაიხმარეთ მეგობრული კავშირებიც. ასეთ შემთხვევაში, წარმატება თქვენთან იქნება!

27 იანვარს დილის 11 საათსა და 36 წუთზე ლილიტი დატოვებს თევზების ნიშანს და მომდევნო 9 თვის მანძილზე (21 ოქტომბრამდე) ვერძების დაუპატიჟებელ სტუმრად იქცევა. თუმცა სიურპრიზები არა მხოლოდ მზით ვერძებს ერგებათ, ასევე ''გაგვახარებს '' ლილიტი ყველას, ვისაც ამ ნიშანში ASC , MC, DSC, IC ან რაიმე პლანეტა გვყავს.ლილიტი, მოგეხსენებათ ალბათ - ცდუნებებს მართავს, ხოლო ვერძი კი პირველობის სურვილია. ამ შავი ქალბატონის მიერ მიწოდებულ მრუდე სარკეში ასახული რეალობა მუდამ არასწორ სურათს გვიჩვენებს და შესაძლოა ბევრ ჩვენგანს უბიძგოს სრულიად უადგილო კონფლიქტებისაკენ, მოგვეჩვენოს, რომ ვიღაცეები უსამართლოდ გვექცევიან, ცდილობენ დაგვჩაგრონ, ჩვენს ფონზე უკეთესები გამოჩნდნენ და ამ მიზნით გვეკონკურენტებიან, გვეცილებიან პირველობას... სიფიცხე, მოუთმენლობა, ემოციებზე აყოლა, უფროსების თუ უფროსობის არ მოსმენა, კანონის, წესრიგის უპატივცემულობა, ფეთქებადობა - ეს ვერძისეული ნეგატიური თვისებების არასრული ჩამონათვალია , რომელსაც მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ ამ 9 თვის მანძილზე .

სასწორი ვერძის ოპოზიციური ნიშანია და მხოლოდ მის საუკეთესო ნიშან-თვისებებზე სწორებას თუ შეუძლია ჩვენი პრობლემებიდან ხსნა. რაში გამოიხატება სასწორის დადებითი მხარე? რა თქმა უნდა, დიპლომატიაში, მოვლენების დინჯად აწონ-დაწონვაში, აუჩქარებლობაში, კანონების პატივისცემაში . ამასთან, ერიდეთ იარაღს, როგორც ცივს, ისე ცეცხლსასროლს, თუ ტრანსპორტს მართავთ, ან გინდ ფეხით მოსიარულე ხართ, მოუფრთხილდით დიდ, მასიურ მანქანებს, ნუ ივლით კრიმინოგენურ უბებში მარტო და შებინდებულზე, ფრთხილად იყავით ქუჩის ძაღლებთან მიმართებაში, არ გატოვოთ უყურადღებოდ ველური ცხოველების და მწერების ნაკბენები...

ძალიან მაღალი იქნება ცეცხლის კერების გაჩენის ალბათობები, ხანძრები, შინ და გარეთ, ნუ დატოვებთ ჩაუმქრალ კოცონებს ბუნებაში, მოკლედ იყავით ფხიზლად... ვითარება არა მხოლოდ ადამიანურ ურთიერთობებში შეიძლება დაიძაბოს, არამედ ყველა იმ სფეროში სადაც ხვდება თქვენს პირად რუკაში ვერძი, მარსი და თავად ლილიტი...მთელი მიმდინარე პერიოდი, სამწუხაროდ, ყველანი დენთის კასრებზე ვისხდებით და ძალიან დიდი გონიერება გვმართებს, რომ ნებით თუ უნებლიედ ჰაერში არ ავიწიოთ...

სახელმწიფოები, რომლებიც ვერძის ნიშნით არიან გამოკვეთილნი, ან ქვეყნის მეთაური ჰყავს ამ ნიშნის მმართველობის ქვეშ, ან ლილიტი ვერძის '' ბედნიერი'' მფლობელები არიან, თუ კიდევ მეტი არა, ნაკლები საშიშროებების წინაშე არ დგანან, ვიდრე რიგითი ადამიანები, რადგან ასეთმა განლაგებამ მათ რუკებში, ომის პროვოცირებაც კი შეიძლება გამოიწვიოს. ამასობაში კი თხის რქის ნიშანში თავმოყრილი პლანეტების უმეტესობა სერიოზულობისკენ, კონტროლისა და თვით დისციპლინისაკენ მოგვიწოდებს ყველას. და მინდა შეგახსენოთ, რომ ლილიტი მხოლოდ და მხოლოდ ფიქტიური, გამოთვლითი წერტილია მთვარის ორბიტაზე, მას შეუძლია გვაცდუნოს, მაგრამ მოვლენებს ის ვერ ქმნის. ესე იგი ყველაფერი ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, რამდენად ავყვებით ამ მაცდური შავი დედოფლის თამაშს და მივცემთ უფლებას მის ჭკუაზე გვატრიალოს! მოდით, ვიყოთ ძლიერები და მომთმენები და ვიდრე ერთხელ გავჭრით, ასჯერ გავზომოთ! მაშინ სანერვიულოც აღარაფერი გვექნება, არც მზით ვერძებს, არც ლილიტ ვერძებს და არც სხვებს".

ვის უმზადებს თებერვალი გრანდიოზულ ცვლილებებს კარიერაში - თვის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

"სამყაროსაგან 19-ში მწვანე შუქი გვაქვს ანთებული" - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

როგორი იქნება 2020 ტახის წელიწადში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით