ავტორი:

რას მოგვიტანს ახალმთვარეობა მშვილდოსანში, პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

რას მოგვიტანს ახალმთვარეობა მშვილდოსანში, პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

13 დეკემბერს, 3:32-ზე, ახალმთვარეობას ველოდებით მშვილდოსნის 21-ე გრადუსში. მოიმატებს სიახლეები უცხოეთთან, უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით. ადამიანებს მოუნდებათ მეტი სულიერების გამოვლენა. თუ საზღვარგარეთ გსურდათ გამგზავრება მიიღებთ საჭირო დოკუმენტაციას. ადამიანებში მოიმატებს ოპტიმიზმი, განწყობაც გაუმჯობესდება. თუმცა, ამავე დღეს მერკური რეტროგრადული ხდება და უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსწორებას დაუთმოთ. რეტროგრადული მერკურის შესახებ სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ, ახლა კი ახალმთვარეობის პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:

ვერძი

ნუ შეგეშინდებათ თქვენი საზღვრების გაფართოების, ეს საშუალებას მოგცემთ უფრო თავდაჯერებულად წახვიდეთ წინ. უფრო მეტიც, თქვენ გაქვთ დიდი გამოცდილება თქვენს საქმიანობაში, ასე რომ არ გჭირდებათ ფიქრი წარუმატებლობებზე. ბევრს მოუნდება რადიკალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება, მაგრამ ეს მოითხოვს ახალ ცოდნას, ინიციატივას და მონდომებას. ასეთი თვისებების გარეშე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ. ცხოვრება განსხვავებული, აზრიანი და სრულყოფილი მოგეჩვენებათ. და ეს ნაწილობრივ თქვენი დამსახურებაა.

კურო

გაგიჩნდებათ ბევრი კითხვა, რომელიც დაკავშირებულია სახიფათო სიტუაციებთან, სხვა ადამიანების ფინანსებთან და ინტიმურ სფეროსთან. მოძებნეთ ახალი სექსუალური პარტნიორი, რომელთანაც მუდმივად გექნებათ კომუნიკაცია და რომელთანაც ერთად შეძლებთ მიაღწიოთ ყველაფერს, რაზეც ოცნებობთ. შესაფერისი დროა ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად. დახურეთ სესხი, გადაიხადეთ დავალიანება და გადასახადები. მცირე მოგება შესაძლებელია. აგრეთვე, შესაძლებელია მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში.

ტყუპი

ეს არის მშფოთვარე და ნაყოფიერი კომუნიკაციის პერიოდი. თქვენ უნდა დაუახლოვდეთ მათ, ვინც გიყვართ. იყავით მეტად თავაზიანი კოლეგებთან. ზოგიერთ ადამიანს რთული ბრძოლა ექმნება კონკურენტებთან. დიპლომატია და კომპრომისი არის თქვენი ნამდვილი “იარაღი“ ნებისმიერ ურთიერთობაში. გირჩევთ, სხვანაირად შეხედოთ საკუთარ თავს და იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ცხოვრობთ ან მუშაობთ. კარგი იქნება ბალანსის პოვნა და პირადი და პროფესიული საკითხების გონივრულად შეთავსება. იყავით გულწრფელი და უფრო ენდეთ ადამიანებს, ისინიც იმგვარად მოგექცევიან.

კირჩხიბი

კარგი პერიოდია ცვლილებებისთვის. ისინი შეიძლება ეხებოდეს დასვენებას, სამუშაო განრიგს და რუტინებს. დაიცავით ბალანსი სამუშაოსა და დასვენებას შორის. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, დოკუმენტაციას და პროექტის განხორციელებას. ხელსაყრელი დროა გამოკვლევისთვის. გამოვლენილი დაავადებები შეიძლება სწრაფად განიკურნოს.

ლომი

შეგიძლიათ საკუთარ თავს უფლება მისცეთ გააკეთოთ ის, რაც ადრე აკრძალული იყო. დაუთმეთ მეტი დრო ბავშვებს, დაკავდით ჰობით ან შემოქმედებითი საქმიანობით. უბრალოდ დაისვენეთ და გაერთეთ, სანამ ეს ყველაფერი სიხარულს განიჭებთ. მარტოობა თქვენთვის უკუნაჩვენებია. ჯობია საყვარელ ადამიანთან ერთად იყოთ, რომანტიკულ და მყუდრო გარემოში. მოუმზადეთ რჩეულს სასიამოვნო სიურპრიზი, რომანტიკული უქმეები.

ქალწული

კონცენტრირება მოახდინეთ ოჯახზე, ბავშვებზე და საოჯახო საქმეებზე. იზრუნეთ საკუთარ თავზე და დარწმუნდით, რომ თქვენი ცხოვრება დაცულია. ამისათვის უნდა განსაზღვროთ პრიორიტეტები და ფოკუსირება მოახდინოთ პირად სურვილებზე. რა გსურთ მიიღოთ ან იცოდეთ? ყურადღებით დააკვირდით თქვენს გარემოს. კომფორტულად ხარ ყველასთან? თუ არა, მაშინ დაემშვიდობეთ ზოგიერთს. ახალი მთვარე შესაფერისია თქვენი აზრების მოწესრიგებისთვის, გეგმის შესადგენად და თქვენს სახლში ცვლილებების შესატანად.

სასწორი

გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა გადაიდება საჭირო ინფორმაციის ნაკლებობის გამო. სასწავლო პროცესი წარმატებული იქნება. ზოგს მოუნდება საკუთარი იდეების ქაღალდზე გადატანა, სტატიის ან თუნდაც წიგნის დაწერა; სხვები დაიწყებენ საკუთარი ბლოგის ან სვეტის წერას ინტერნეტში. მოსალოდნელია მოკლევადიანი საინტერესო მოგზაურობები.

მორიელი

გაგიჩნდებათ თქვენი შემოსავლის გაზრდის სურვილი და ამის შესაძლებლობებიც გამოჩნდება. თუ ძვირად ღირებული ნივთის შეძენას გეგმავთ, მაშინ გამოთვალეთ კარგი დღეები და, რაც მთავარია, დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა იგი. შესაძლოა მალე ინანოთ თქვენი ახალი შენაძენის გამო. ასევე ამ დღეებში სასარგებლოა ძველი ფინანსური დოკუმენტების დალაგება, ყველა გადასახადისა და ჯარიმის გადახდა და მომავალი ბიუჯეტის დაგეგმვა.

მშვილდოსანი

კარგი პერიოდია საკუთარ თავზე და გარეგნობაზე ზრუნვისთვის. გაუფრთხილდით სახის და სხეულის კანს, დანიშნეთ შეხვედრა კოსმეტოლოგთან და პარიკმახერთან. და იყიდეთ ტანსაცმელი, რადგან ეს გაგიუმჯობესებთ განწყობას. გარდა ამისა, გარდერობის განახლება დადებითად იმოქმედებს თქვენს თვითშეფასებაზე. სასიამოვნო გარეგნობა და თავდაჯერებული ქცევა დიდ გავლენას მოახდენს ცხოვრების ყველა სფეროზე. ახალ მთვარეზე მეტი ენერგია გექნებათ, რაც ნიშნავს, რომ შეძლებთ ყველა დაგეგმილი ამოცანის შესრულებას. შეგიძლიათ ცოტა გარისკოთ და გააკეთოთ ის, რაც ოდესღაც შეუძლებელი გეჩვენებოდათ. ეს საშუალებას მოგცემთ დააგროვოთ გამოცდილება და ცოდნა, რომელიც გამოგადგებათ უახლოეს მომავალში.

თხის რქა

კარგია ნეგატივისგან გაწმენდა და ენერგიის მარაგების შევსება. მოგიწევთ ბევრი მოგზაურობა; პოლიციაში, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანებთან ურთიერთობა. აგრეთვე შეიძლება დაუკავშირდეთ დაცვის ორგანოებს და სოციალურ სამსახურებს. თუ მარტოობას აირჩევთ, ის დაგეხმარებათ გააანალიზოთ მიმდინარე მოვლენები. ასე რომ, ნუ გეშინიათ მარტოობის, ეს სიკეთეს მოგიტანთ. დააკვირდი თქვენს სიტყვებს, სხვის ან საკუთარ საიდუმლოს ნუ გაახმაურებთ. არ არის გამორიცხული, სხვებმა გაგიმხილონ თქვენი საიდუმლო.

მერწყული

კონტაქტები ნაყოფიერი იქნება. მით უმეტეს, თუ ისინი დაკავშირებულია სამუშაოსთან და სოციალურ აქტიურობასთან. ბევრი დაფიქრდება თავის დანიშნულებაზე. რა როლს თამაშობთ სხვა ადამიანების ბედში? სად გრძნობთ თავს უფრო კომფორტულად – ჯგუფში თუ მარტოობაში? თუ თქვენს სამომავლო გეგმაში არის მიზნები, რომლებიც დაგეხმარებათ განვითარებასა და წინსვლაში, მაშინ დაიწყეთ მათი განხორციელება. განსაკუთრებით, თუ მათზე თქვენი კარიერა და წინსვლაა დამოკიდებული.

თევზები

მოემზადეთ მაღალი მიღწევებისთვის, როგორც კარიერაში, ასევე სოციალურ საქმიანობაში. პროფესიული გამარჯვებების დრო დაგიდგებათ. არ არის გამორიცხული, დაგნიშნონ დეპარტამენტისა და პროექტის უფროსად და ხელფასიც საგრძნობლად გაგიზარდონ. გირჩევთ გამოავლინოთ თქვენი გამორჩეული თვისებები. მაგრამ რაღაც მაინც გაგიფუჭებთ განწყობას. მაგალითად, ჭორები თქვენს ზურგს უკან. თუმცა, ნუ მიაქცევთ მათ ყურადღებას, ისედაც ბევრი გადაუდებელი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი და მათზე გაამახვილეთ ყურადღება.