ავტორი:

"სამყაროსაგან 19-ში მწვანე შუქი გვაქვს ანთებული" - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

"სამყაროსაგან 19-ში მწვანე შუქი გვაქვს ანთებული" - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში კვირის ასტროლოგიურ მიმოხილვას აქვეყნებს:

"13-01 - 17:40-18:05

15-01 - 16:10-19:45

17-01 - 17:00-22:20 - ეს ამ კვირის უკურსო მთვარის პერიოდებია. ამ დროს გახსოვთ ალბათ, ახალს არაფერს ვიწყებთ, რადგან უკურსო მთვარეზე წამოწყებული საქმეები ურეზულტატოდ რჩება ხოლმე. 13 იანვარი, მზისა და პლუტონის ზუსტი შეერთება გვაძლევს ენერგიას და გარშემო წარმოქმნილი სიტუაციების კონტროლის შესაძლებლობებს. მაგრამ ამავდროულად ეს ყველაფერი ჩვენგან დიდ ძალისხმევასაც ითხოვს და, ზოგ შემთხვევაში, საოცრად დამღლელიცაა, მითუმეტეს, რომ ამავე დღეს მზეს შეერთება ექნება სატურნთანაც, რაც თვითდისციპლინის აუცილებლობას იძლევა. ნუ ჩავარდებით დეპრესიაში, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი წარმავალია და ეს ასპექტიც ხვალიდან უკვე დაშლაზე მიდის. ყველაზე მეტად რთული ეს დღე კირჩხიბებისა და თხის რქებისათვის იქნება. უფრო თუ დავკონკრეტდებით იანვრის და ივლისის 12-14 რიცხვების პერიოდში დაბადებული ადამიანებისათვის. იმავე რიცხვებში დაბადებული თევზები და მორიელები იოლად გაუმკლავდებიან, ხოლო ქალწულებისა და კუროებისათვის შესაძლოა წარმატებული დღეც კი იყოს.

13-სავე იანვარს გვიან საღამოს ვენერა დატოვებს მერწყულის ნიშანს და თევზებში გადაბარგდება. უახლოესი პერიოდის მანძილზე რომანტიულობისა და სენტიმენტალურობის მოთხოვნილება ერთდროულად იჩენს ადამიანთა უმეტესობაში თავს. ამ დროს საკმაოდ იოლია საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლით მოიხიბლო, თავი შეყვარებულად იგრძნო, განსაკუთრებით კი 16-17 იანვარს, როდესაც ვენერას ჰარმონიული ასპექტი აქვს ურანთან, ეს განსაკუთრებით საყურადღებო უნდა იყოს თევზებისა და კუროს ნიშნებისათვის. რადგან ასპექტი სწორედ ამ ნიშნებიდან კეთდება. თუმცა ილუზიებიც არაა გამორიცხული და ნუ იჩქარებთ სასურველის რეალობად მიღებას. თქვენი პოზიციები აქტიურად მხოლოდ მას მერე გამოხატეთ, როდესაც ვენერა ვერძში აღმოჩნდება. ეს კი მხოლოდ 7 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ისევ ამ კვირას, შესაძლოა მიიღოთ მოულოდნელი ფინანსური შემოთავაზება, არაა გამორიცხული ამ მიმართულებით ორიგინალური, არაშაბლონული იდეები თავადაც გწვოთ თავში. შემოქმედებით ადამიანებს შთაგონების პერიოდი ექნებათ. წაიკითხეთ სრულად

როგორი იქნება 2020 ტახის წელიწადში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით

როგორი იქნება 2020 ძაღლის წელიწადში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით

როგორი იქნება 2020 მამლის წელში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით