16 თებერვალს სავსემთვარეობა გვქონდა. ამის შესახებ ვრცელი სტატია უკვე მოგიმზადეთ და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი გადახედეთ სავსემთვარეობის პროგნოზს და გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში თქვენი მზის ნიშნის მიხედვით. სასურველია, თუ იცით თქვენი ასცენდენტის ნიშანი, მისი პროგნოზიც წაიკითხოთ.
ვერძი
საკუთარი ნიჭის გამოვლენა უნდა შეძლოთ; პოპულარობა შეიძლება ჰობიმ მოგიტანოთ. გამოავლინეთ თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობა. განახორციელეთ იდეები. გამონახეთ დრო შვილებისთვის. შეგიძლიათ ერთად გაემგზავროთ დასასვენებლად. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. კარგი იქნება, თუ შინ ოჯახურ დღესასწაულებს მოაწყობთ. განავითარეთ, გააუმჯობესეთ რომანტიკული ურთიერთობა; იყავით ფლირტის, რომანტიკის განწყობაზე.
კურო
მომდევნო ორი კვირა ოჯახს უნდა დაუთმოთ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გვერდით. იზრუნეთ, რომ თქვენს შვილებს კარგი გამოკიდებულება ჰქონდეთ ბებია-ბაბუასთან. კარგი იქნება, თუ ერთად მოინახულებთ წინაპრების საფლავებს, შვილებს მოუყვებით მათზე. ამასთან, შინ უნდა შექმნათ ჰარმონიული გარემო და იზრუნოთ, რომ ყველა გემრიელად გამოკვებილი გყავდეთ. თუმცა, ნუ გაუშვებთ ხელიდან შანსს, რომ დაწინაურდეთ, მიაღწიოთ კარიერულ წინსვლას.
ტყუპი
შეხვედრების, ზარების, მიმოწერების დრო გელოდებათ. გახშირდება ახლო მანძილზე მიმოსვლა. ჩაეწერებით თქვენთვის საინტერესო კურსებზე. მოიპოვებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. ხშირად შეხვდით მეგობრებს, გაემგზავრეთ ქალაქგარეთ. ზოგიერთი შეიძლება სხვისი მასწავლებელი, გურუ გახდეთ. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, იპოვით ყველა საჭირო დოკუმენტს.
კირჩხიბი
ყურადღება უნდა მიაქციოთ ფულისა და რესურსების თემას. რა მატერიალური საკითხები უნდა მოაგვაროთ: გამონახოთ შემოსავლის დამატებითი წყარო, მოახდინოთ თქვენი ცოდნის მონეტიზირება. აიმაღლეთ თქვენი თვითღირებულება სამსახურშიც, ოჯახშიც, მეგობრებშიც. ფულის დაბანდებას თუ გადაწყვეტთ, დაკვირვებულად იმოქმედეთ. მეუღლესთან ერთად შეადგინეთ ყველა ხარჯის სია.
ლომი
სავსემთვარეობა თქვენს ნიშანში იყო და ახლა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, მთავარი როლი უნდა მოირგოთ. საკუთარი თავის, ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა მოგეცემათ. განახორციელეთ დიდი ხნის ოცნებას, მიაღწევთ მიზანს. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. უნდა მოახდინოთ გარშემო მყოფებზე წარუშლელი შთაბეჭდილება. ამასთან, ნუ დაივიწებთ პარტნიორებს, იმ ადამიანს, ვინც განვითარებაში, წინსვლაში შეგიწყოთ ხელი. შეიძლება შეიცვალოთ იმიჯი, გარეგნობა.
ქალწული
გადახედეთ თქვენს სურვილებს, გამონახეთ მათი განხორციელების შესაძლებლოა. დაგაინტერესებთ ეზოტერიკული თემები. შეიძლება მოგინდეთ წმინდა ადგილების მონახულება, სიმშვიდეში განმარტოება და შემოქმედებით საქმიანობაში ჩართვა. მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. მოუსმინეთ მშვიდ, რელაქსაციურ მუსიკას, დაკავდით არტთერაპიით. იზრუნეთ სულიერი სიმშვიდის მოპოვებაზე. პარალელურად - საკუთარ ჯანმრთელობაზე.
სასწორი
მეგობრებთან და თანამოააზრეებთან შეხვედრების დრო დაგიდგათ. შეიძლება განახორციელოთ ახალი პროექტები ან ადრე დაწყებულ საქმეებს მიუბრუნდეთ მათი დახმარებით. კარგი იქნება, თუ გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში. შეიძლება გაწევრიანდეთ თქვენთვის საინტერესო ჯგუფებში. ამასთან, სოციალურად გააქტიურებული ნუ დაივიწყებთ საყვარელ ადამიანს, შვილებს. შეძლებისდაგვარად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს.
მორიელი
მომართული უნდა იყოთ კარიერულ წინსვლაზე. დაწინაურებაზე. კარგი იქნება, თუ დაასრულებთ ადრე დაწყებულ პროექტებს; გააფართოებთ ბიზნესს. ამასთან, კარიერის გამო უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ოჯახს, მშობლებს. მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები. მიზანსწრაფული ხართ და კარგი პერიოდიც გაქვთ, რომ დასახული მიზნები განახორციელოთ.
მშვილდოსანი
საკუთარი თავის გამოვლენის შესაძლებლობა მოგეცემათ. განავითარებთ თქვენს ბრენდს, თუ ასეთი გაქვთ. დაიმსახურებთ გავლენიანი ადამიანების პატივისცემას. საზღვარგარეთ გაბრწყინების შანსიც მოგეცემათ. შეიძლება დაიწყოთ ლექციების ჩატარება და პარალელურად თავადაც ჩაეწეროთ სასწავლო კურსებზე, ონლაინლექციებზე. მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებთან (და-ძმებთან) ურთიერთობის გაუმჯობესებას.
თხის რქა
უნდა ჩამოყალიბდეთ, პარტნიორებთან ერთად გსურთ მუშაობა და ფულის კეთება ან დაბანდება თუ დამოუკიდებლად. დაკვირვებით მოაგვარეთ საბანკო, საკრედიტო, სამემკვიდრეო საკითხები. იყავით მომართული ფულის დაბანდებაზე სარფიან ბიზნესში. შეიძლება გაგიმძაფრდეთ ინტერესი ყველაფერი ფარულისადმი. მოგინდეთ დეტექტივის როლის შესრულება და არაკეთილსინდისიერი გარშემო მყოფების გამოვლენა. ისწავლეთ საკუთარი თავის დაფასება; გახსოვდეთ, თქვენნაირი შრომისმოყვარე და პროფესიონალი რთული მოსაძებნია.
მერწყული
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან. დაიხმარეთ ისინი თქვენი მიზნების განსახორციელებლად. თქვენ გაქვთ უდიდესი ნიჭი დაიმეგობროთ და ითანამშრომლოთ ნებისმიერ ადამიანთან. გამოიყენეთ ეს თვისება სათქვენოდ. იყავით მომართული გამარჯვებაზე, თქვენთვის სასურველ ადამიანთან ერთად. წარმატება გელით, თუ კონსულტაციებს ატარებთ - კლიენტებიც კმაყოფილები იქნებიან და თავადაც, ბევრ საკითხში უფრო ღრმად გაერკვევით, დახელოვნდებით.
თევზები
რუტინული საქმეები ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, მეტად დაკვირვებული უნდა იყოთ დეტალებისადმი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, ადამიანებთან, ვინც თქვენზეა დაქვემდებარებული. აგრეთვე, ნუ დაივიწყებთ დასვენებას, გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი და ამასთან, კარგი იქნება, თუ ჩაიტარებთ სრულ სამედიცინო გამოკვლევას. უქმეები მშვიდ გარემოში გაატარეთ, სუფთა ჰაერზე ისეირნეთ. ამასთან, ნუ დაივიწყებთ თქვენს იდეებს, განახორციელეთ შემოქმედებითი მიზნები.