ავტორი:

სელენა ვერძში გადავიდა: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

სელენა ვერძში გადავიდა: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

თეთრი მთვარე, სელენა - ჩვენი მფარველი ანგელოზი - ვერძის ზოდიაქოშია, სადაც დარჩება 7 თვე, 2023 წლის 15 ნოემბრამდე. ვრცელი სტატია ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი გთავაზობთ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, რათა უკეთ გაერკვიოთ, რას მოგიტანთ და რა სფეროებში გექნებათ სელენას მფარველობა მომდევნო 7 თვის განმავლობაში.

ვერძი

გილოცავთ, სელენა თქვენს ნიშანშია და მისგან განსაკუთრებული მფარველობა გელოდებათ, როგორც პირად ცხოვრებაში ასე პროფესიულ საქმიანობაში. გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები. იყავით მზად ზრდისა და განვითარებისთვის. მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერის თვისებები, უნდა იზრუნოთ ახლობლებზე. თქვენ უნდა იყოთ მოტივატორი საკუთარი თავისთვისაც და ახლობლებისთვისაც. ნუ გაგიკვირდებათ თუ ახლობლები მოგმართავენ რჩევის, დახმარებისთვის და უარს ნუ ეტყვით. იყავით მომართული საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე. მეტად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები.

კურო

თუ ემიგრაციაში აპირებთ წასვლას, მომდევნო 7 თვე საუკეთესო დროა, სადაც დასახლდებით თავს კომფორტულად იგრძნობთ. საუკეთესო დროა საკუთარი თავის გასაცნობად, სურვილებში გასარკვევად; შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. უნდა გათავისუფლდეთ ყველა იმ უსარგებლო კავშირებისგან, ტვირთისა და შიშებისგან, რაც არ გაძლევთ წინსვლის, განვითარების შანსს. გამონახეთ დრო სულიერი ცხოვრებისთვის, მოინახულეთ წმინდა ადგილები, დაკავდით ქველმოქმედებით. აპატიეთ საკუთარ თავს და სხვებსაც. ამ პერიოდში გაგიმძაფრდებათ ინტუიცია და დააკვირდით რას გიკარნახებთ იგი; მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები შეიძლება მოვიდეს მოულოდნელად, სიზმრებში. გაგიმძაფრდებათ მონატრება დიდი ხნის უნახავი ადამიანების მიმართ. დაბოლოს, ეს საუკეთესო პერიოდია მავნე ჩვევებისგან გასათავიუფლებლად.

ტყუპი

წარმატება გელოდებათ კოლექტიურ საქმიანობაში, მეგობრებთან ერთად განხორციელებულ პროექტებში. მეტი დრო გაატარეთ ბავშვების გვერდით. მათ თქვენი მეგობრობა და მხარდაჭერა სჭირდებათ. თუ ახლობლები შვილის მონათვლას მოგთხოვენ, უარი არ თქვათ. აგრეთვე, კარგი იქნება, თუ დაეხმარებით ბავშვებს. ზოგიერთი შეიძლება მესამედ დაქორწინდეთ. ზოგადად, მომდევნო 7 თვის განმავლობაში მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ გაიუმჯობესოთ რომანტიკული ურთიერთობები, პირადი ცხოვრება. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში. კარგი იქნება ინტერნეტსაქმიანობისა და რომანისთვის. ამასთან, რაც უფრო ხშირად დაეხმარებით სხვებს - მეგობრებს, ახლობლებს, მით მეტ საჩუქარს მიიღებთ სამყაროსგან.

კირჩხიბი

მეტი პატივისცემა უნდა გამოავლინოთ ასაკით ან თანამდებობით უფროსი ადამიანების მიმართ და თუ მათ დახმარება სჭირდებათ, არ უნდა იზარმაცოთ. სტატუსის სფეროში გელოდებათ სელენას მფარველობა. მიიღებთ საინტერესო საქმიან შემოთავაზებას, მოგეცემათ პირადი ბიზნესის დაწყების შანსი. შეიძლება გახდეთ უძრავი ქონების მფლობელი ან ძვირად ღირებული ნივთის. გამორიცხული არაა, დაქორწინდეთ და თქვენი მეუღლე გახდეს თქვენი მფარველი ანგელოზი. ეს კავშირი კი - ბედნიერების მომტანი.

ლომი

ინტელექტუალური შესაძლებლოების გამოვლენის შანსი მოგეცემათ. განსაკუთრებით, თუ ლიტერატურის, პედაგოგიკის ან პიარის სფეროში საქმიანობთ, აგრეთვე თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიული საკითხები. მოგეცემათ იდეების განხორციელების შესაძლელობა, გააფორმებთ თქვენთვის ხელსაყრელ ხელშეკრულებებს. წარმატება გელოდებათ უცხოეთში საქმიანობისთვის - სწავლა, მუშაობა ან ემიგრაცია. შეიძლება რომანი გააბათ უცხოელთან.

ქალწული

სამყარო დაგაჯილოებთ, თუ დაეხმარებით იმ ახლობლებს, ვინც კრიზისულ სიტუაციაშია. თავად მიიღებთ ფულად დახმარებას. გაგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. მატერიალური მდგომარეობა გაუუმჯობესდება თქვენს პარტნიორს. შეძლებთ ვალებისა და კრედიტების გადახდა. ერთი სიტყვით, გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა, ფული შეიძლება მოვიდეს სრულიად მოულოდნელად. მფარველი ანგელოზი დაგეხმარებათ, გათავისუფლდეთ შიშებისა და კომპლექსებისგან. თუ მარტოხელა ხართ და მომდევნო 7 თვის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება საინტერესო ადამიანი და იცოდეთ, რომ ის თქვენი საბედოა, თქვენი კარმული პარტნიორი.

სასწორი

დახმარება მოვა პარტნიორების, ახლო მეგობრებისგან. ეს შეიძლება იყოს ფინანსური მხარდაჭერა ან პროექტების განხორციელება. თქვენი მეგობრები და პარტნიორები - სასიყვარულოს ან საქმიანიც - გახდებიან თქვენი მფარველი ანგელოზები. თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ, გამოგიჩნდებიან ახალი კლიენტები. საუკეთესო დროა პარტნიორული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მარტოხელები კი უნდა გააქტიურდეთ, რომ დაწყვილდეთ. იყავით ჰარმონიული, მზრუნველი და მოსიყვარულე ახლობლების მიმართ და სამყარო დაგაჯილოებთ.

მორიელი

მფარველი ანგელოზი დაგეხმარებათ იშოვოთ თქვენი შესაფერის სამსახური. ეცადეთ, არსებულში გააუმჯობესოთ დამოკიდებულება კოლეგებთან, არ გირჩევთ ჭორაობას, ინტრიგებს. გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობა; თუ მკურნალობა გესაჭიროებათ, გამოჩნდება სპეციალისტი, რომელიც სწორ მკურნალობას დაგინიშნავთ. შეიძლება გამოგიჩნდეთ დამხმარე (თანამშრომელი, ძიძა, დიასახლისი, მძღოლი), რომელიც თქვენი მფარველი ანგელოზი გახდება. გამორიცხული არაა, რომანი გააბათ კოლეგასთან. მომდევნო 7 თვის განმავლობაში წესრიგი უნდა გქონდეთ სახლში, სამსახურში, დღის რეჟიმში. სამყაროსგან მხარდაჭარეს მიიღებთ, თუ იზრუნებთ ნათესავებზე, დაეხმარებთ კოლეგებს საქმეების შესრულებაში. იყავით მათ მიმართ ყურადღებიანი.

მშვილდოსანი

თეთრი მთვარე საუკეთესო სიახლეებს გპირდებათ. მიეცით საკუთარ თავს სიხარულის, ბედნიერების შეგრძნება. გაგიუმჯობესდებათ რომანტიკული ურთიერთობები. მარტოხელები შეძლებთ დაწყვილდეთ, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ცხოვრებას გაგიფერადებთ. თუ შვილის გაჩენას აპირებთ, მომდევნო 7 თვის განმავლობაში გაიგებთ, რომ გახდებით მშობელი. გამონახეთ დრო შვილებისთვის. მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული. საუკეთესო დროა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ჰობი შეიძლება შემოსავლის წყაროდ აქციოთ. თუ მონაწილეობის აპირებთ შეჯიბრებებსა და კონკურსებში, გამარჯვების შანსი დიდია.

თხის რქა

სასიკეთო ცვლილებები გელოდებათ ოჯახში. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების, მშობლების მიმართ. თუ ფიქრობთ უძრავი ქონების შეძენას, საუკეთესო შანსი მოგეცემათ. იზრუნეთ ბინის კეთილმოწყობაზე. თუ უძრავი ქონების სფეროში საქმიანობთ, კარგ შედეგებს მიიღებთ. საუკეთესო დროა დაოჯახებისთვის, ქორწინებისთვის; გააცანით თქვენი შეყვარებული მშობლებს. გამონახეთ დრო ოჯახური შეკრებებისთვის. აგრეთვე, გაბუტულ ნათესავებთან შერიგებისთვის.

მერწყული

გახშირდება შეხვედრები, მიმოსვლა. დაგებადებათ ახლი იდეები და ზოგიერთის განხორციელება სიხარულს მოგანიჭებთ. გაიჩენთ ახალ მეგობრებს. თუ დახმარება დაგჭირდებათ, გქონდეთ მეგობრების და მეზობლების იმედი. აკონტროლეთ მეტყველება; მოერიდეთ ჭორებს, ინტრიგებს, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ეცადეთ, ილაპარაკოთ ის, რაც გინდათ, რომ მოხდეს, რადგან სელენას გავლენით თქვენს სიტყვებს ჯადოსნური ეფექტი მიენიჭება. სიამოვნებას მოგანიჭებთ ექსკურსიები და პიკნიკები. საუკეთესო დროა რაღაცის (უცხო ენების, ავტომობილის მართვის) შესასწავლად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. თუ გსურდათ ავტომობილის შეძენა, ახლა საუკეთესო დროა. თუ და-ძმებთან დაძაბული ურთიერთობა გქონდათ, მომდევნო 7 თვის განმავლობაში მისი დარეგულირების შესაძლებლობა მოგეცემათ.

თევზები

სელენა დაგეხმარებათ, აიმაღლოთ თვითშეფასება, მეტად დააფასოთ საკუთარი თავი, ცოდნა. მოგეცემათ ცოდნის მონეტიზირების შესაძლებლობა. შეძლებთ ფულის დაბანდებას საკუთარ ჯანმრთელობაში, განათლებაში, კომფორტში; არ გირჩევთ საკუთარ თავზე ეკონომიის გაკეთებას, პირიქით, ხშირად გაინებივრეთ თავი ძვირად ღირებული, ლამაზი ნივთებით, ჯანსაღი საკვებით, სპა და სალონური მომსახურებით. გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი ან დამატებითი წყარო. იყავით მომართული წინსვლაზე, გამარჯვებაზე. დაისახეთ მიზანი და გააქტიურდით. საუკეთესო დროა მუშაობის დასაწყებად ან დაწინაურებისთვის. თუ უკვე მუშაობთ, დაფასდებით, მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი.