თებერვალი მერწყულის ნიშანში ახალმთვარეობით დაიწყო. სწორედ ამ დღეს, ჩინური კალენდრის მიხედვით დაიწყო ახალი წელი და მისი მმართველი გახდა წყლის შავი ვეფხვი. მერწყულში ახალმთვარეობა მოგვიტანს სიახლეებს, რადგან თავად ეს ნიშანი არის უნიკალური, ორიგინალური, თავისუფლების მოყვარე. მეგობრები და თანამოაზრეები მისთვის მნიშვნელოვანია. მოსწონს და კარგად გამოსდის გუნდში მუშაობა. ამასთან, არის ჯიუტიც და ხშირად გამოდის არსებული წესების წინააღმდეგ, ანგრევს მოძველებულს, რევოლუციონერია. თებერვლის მნიშვნელოვან მოვლენებზე სტატია უკვე მზადაა და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახალ კი გაეცანით თქვენს პროგნოზს მზისა და ასცენდენტის მიხედვით.
ვერძი
სიახლეები, ცვლილებები გსურთ და დაფიქრდით, რისი მიღება გინდათ მომავალში, ან რას გინდათ, რომ მიაღწიოთ. როგორ უნდა შეძლოთ თქვენი თავის რეალიზება. იყავით დიპლომატიური მეგობრებთან, თანამოაზრეებთან. მოერიდეთ კამათს და კავშირის გაწყვეტას მათთან. ზოგმა კი შეიძლება მიიზიდოთ ის ადამიანები, ვისთანაც საერთო მიზნები, ინტერესები გაკავშირებთ. კარგი იქნება, თუ განახორციელებთ ინტერნეტპროექტებს. გააქტიურდებით სოციალურად.
კურო
უნდა გააქტიურდეთ, რომ დაწინაურდეთ, გააფართოოთ ბიზნესი, გახდეთ მეტად წარმატებული, აიმაღლოთ სტატუსი. დაისახეთ კონკრეტული მიზანი. ზოგმა შეიძლება მიიღოთ საინტერესო შემოთავაზება. გამოიყენეთ ყველა შანსი და საშუალება, რომ მიაღწიოთ მწვერვალებს; გაიუმჯობესოთ ცხოვრებისეული პირობები.
ტყუპი
იზრუნეთ საკუთარი ბრენდის გაფართოებაზე, გარშემო მყოფებში პოპულარობის მოპოვებაზე, ავტორიტეტის ამაღლებაზე. შეიძლება მიიღოთ დიპლომი, ხარისხი. კარგ შედეგს მოგიტანთ ურთიერთობის გაუმჯობესება უცხოელ პარტნიორებთან, ზოგიერთი გამგზავრება კიდეც საზღვარგარეთ. მოაგვარეთ იურიდიული საკითხები.
კირჩხიბი
უნდა მიაქცით ყურადღება იმ ქონებას, რასაც პარტნიორთან (საქმიან და სასიყვარულო) ერთად ფლობთ, საერთო ფინანსებს. ზოგიერმა შეიძლება მოინდომოთ ინვესტირება. მთავარია, კარგად გათვალოთ დეტალები. შეიძლება შეიცვალოს რაღაც დეტალი. გადახედეთ კრედიებს, გადასახადებს. ნუ მოიტოვებთ ვალებს. ზოგიერთი მეტად დაინტერესდებით ეზოტერიკით, ფსიქოლოგიით. შეიძლება დაიწყოთ ამ სფეროების შესწავლა.
ლომი
პარტნიორული (საქმიან და სასიყვარულო) ურთიერთობები ითხოვს დაკვირვებით მოგვარებას. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ მოთმენა გიჭირთ, ურთიერთობის გაწყვეტა და საბოლოო წერტილის დასმა გირჩევნიათ. გახსოვდეთ, რომ მომავალში ურთიერთობის აღდგენა უფრო გაგიჭირდებათ. უმჯობესია, ერთად და შეთანხმებულად დაგეგმოთ მომავალი, რომ მეტი სარგებელი მიიღოთ.
ქალწული
სამსახურის თემა იქნება აქტუალური, მაგრამ ეს თქვენთვის უცხო თემა არაა, ისედაც შრომისმოყვარეობით გამოირჩევით. უბრალოდ, მოგიწევთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის, ვალდებულებების აღება. გამორიცხული არაა, დაიწყოთ ახალი სამსახური, თუ მაძიებელი ხართ. გახსოვდეთ დასვენებაც, სტრესულ სიტუაციებს მშვიდად რომ გაუმკლავდეთ, ისწავლეთ ძალების აღდგენა. კარგ შედეგს მოგიტანთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამასთან, მიჩვეული ხართ ყველაფრის დამოუკიდებლად, მარტოს კეთება, მაგრამ თუ გამოგიჩნდებიან დამხმარეები, - სახლში ან სამსახურში, უარი არ თქვათ.
სასწორი
მიაქციეთ ყურადღება შემოქმედებით იდეებს, მიზნებს და დაიწყეთ მათი განხორციელება. იყავით საკუთარი ცხოვრების მთავარი მოქმედი გმირი. მეტად გამოდით სცენაზე, გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. კარგი თვეა საკუთარი ნიჭის გამოსავლენად. გამონახეთ დრო რომანტიკული გატაცებებისთვისაც. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს სიურპრიზები, რომანტიკული საღამო. კარგი იქნება, თუ მოიწყობთ თაფლობის თვეს. იყავით ბავშვური და მეტი დრო გაატარეთ შვილებთან, მოუწყვეთ მათ დღესასწაული.
მორიელი
უნდა იზრუნოთ მშობლებთან, ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ხშირად შეკრიბეთ ისინი შინ, - მოაწყვეთ ოჯახური წვეულებები. დაახალოეთ ერთმანეთს სხვადასხვა თაობის ნათესავები ან თუ მათ შორის მუდმივი კამათია, შეარიგეთ. იზრუნეთ საოჯახო პირობების გაუმჯობესებაზე. კარგი იქნება, თუ გამოცვლით ელსადენებს, ელექტრონივთებს. გადაიფორმეთ უძრავი ქონება (იყავით დაკვირვებული დოკუმენტების შედგენისას). გამოიკვლიეთ თქვენი გვარის ისტორია.
მშვილდოსანი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ახლო გარემოცვასთან, და-ძმებთან, მეზობლებთან. მათთან ურთიერთობამ შეიძლება საინტერესო იდეები მოგიტანოთ ან მიიღოთ საჭირო ინფორმაცია. ზოგადად, გამონახეთ დრო საჭირო ცოდნის (ჩაეწერეთ თქვენთვის საინტერესო სასწავლო კურსებზე), ინფორმაციის მისაღებად; ადამიანების მოსაძებნად. გახშირდება შეხვედრები, კომუნიკაცია, მიმოსვლა. არ გირჩევთ ახალი მანქანის შეძენას. აი, არსებულს კი უნდა მიაქციოთ ყურადღება. დაკვირვებული იყავით დოკუმენტების შესდგენისას.
თხის რქა
ფინანსური და მატერიალური თემები უნდა მოაგვაროთ. ჩამოწერეთ იმ ნივთების სია, რომელთა შეძენასაც აპირებთ. თუმცა, საყიდლებზე უმჯობესია, 4 თებერვლის შემდეგ წახვიდეთ. როგორც წესი, საკუთარი თავის მიმართ დიდი მოთხოვნები გაქვთ და დაფიქრდით, რა მატერიალური სარგებლობა შეგიძლიათ მოუტანოთ საკუთარ თავს. უნდა შეძლოთ საკუთარი ცოდნის, გამოცდილების მონეტიზირება. იყავით მომართული დამატებითი შემოსავლის მოძიებაზე. კარგი იქნება, თუ ფულს დააბანდებთ ძვირად ღირებულ ნივთებში, ან საქმეში, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტ ფულს მოგიტანთ. ან შეგიძლიათ, ფული საკუთარ ცოდნაში დააბანდოთ.
მერწყული
მერწყულებო, გილოცავთ, ახალმთვარეობა თქვენს ნიშანშია და მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარ თავს. საკუთარი თავის პოპულარობას. თქვენ გიყვართ გუნდურობა, ხართ მეგობრული და როგორც წესი, სხვის ინტერესებს საკუთარზე წინ აყენებთ. მაგრამ ახლა მარტო უნდა გამობრწყინდეთ. გაინებივრეთ თავი, შეიცვალეთ იმიჯი, გარეგნობა. გამოდით სცენაზე სრულიად განსხვავებული. იყავით მომართული ახალი პროექტების, იდეების განხორციელებაზე. იყავით მზად სიახლეებისთვის, სპონტანურობისთვის, ნურაფრის შეგეშინდებათ, თქვენ ყველაფერი საუკეთესოდ და ორიგინალურად გამოგივათ.
თევზები
რადგან მომავალი ახალმთვარეობა თქვენს ნიშანში იქნება, ახლა უნდა დაისვენოთ. მეტად მოგინდებათ განმარტოება, დასვენება, გამოძინება, საკუთარ შინაგან სამყაროში ჩაღრმავება. კარგი იქნება მედიტაცია, ოცნებობა. მოინახულეთ წმინდა ადგილები. თუ შესაძლებლობა გაქვთ, ხშირად ისეირნეთ წყლის ნაპირზე. ისეთი გარემო შეიქმენით, რომ თავი მშვიდად, ჰარმონიულად იგრძნოთ. მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას. თუ საშუალება გაქვთ, დაეხმარეთ გაჭირვებულებს (სამოსით ან პროდუქტებით) კარგ შედეგს მოგიტანთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება.