ტესტი - ხართ თუ არა ენერგოვამპირი და როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ენერგიას გპარავენ

ტესტი - ხართ თუ არა ენერგოვამპირი და როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ენერგიას გპარავენ

პრაქტიკულად ყველა ჩვენგანში სხვადასხვა დროს პატარა ენერგეტიკული ვამპირი იღვიძებს. როგორ გავიგოთ, სხვა ადამიანის სასიცოცხლო ენერგიას ართმევთ თუ არა და სხვების ემოციებს საკუთარი მიზნისთვის თუ იყენებთ?

ეს სწრაფი ტესტი ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ.

შემდეგ 10 კითხვას "კი" ან "არა" უპასუხეთ. ეცადეთ გულწრფელად გასცეთ პასუხები! ყველა კი 1 ქულა, ყველა არა 0 ქულა.

ტესტი: ხართ თუ არა ენერგოვამპირი?

1. თვლით თუ არა, რომ სხვები თქვენ და თქვენს პრობლემებს ვერ გებულობენ?

2. გეჩვენებათ თუ არა, რომ თქვენს ცხოვრებაში იმდენი დაბრკოლებაა რომ მათთან გამკლავების ძალა არ გაქვთ?

3. ხშირად ითხოვთ დახმარებას და გეჩვენებათ რომ თქვენ თხოვნაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი რეაგირებს?

4. ფიქრობთ თუ არა, რომ სხვები სათანადო ყურადღებას არ გაქცევენ და სათანადოდ არ გაღიარებენ?

5. სხვები ჩივიან თუ არა, რომ მათ არ უსმენთ, ამ დროს კი თქვენ გეჩვენებათ რომ თავად არ გისმენენ?

6. თვლით თუ არა რომ სხვებს უფრო ადვილი ცხოვრება აქვთ, ვიდრე თქვენ?

7. მეგობრებთან და ახლობლებთან ხშირად ჩხუბობთ?

8. თუ კი, თვლით რომ ეს მათი ბრალია?

9. ხდება თუ არა ისე, რომ ადამიანები თქვენთან ურთიერთობის ყოველგვარი ახსნის გარეშე წყვეტენ და თქვენთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ?

10. ხშირად გრძნობთ თავს უმწეოდ და გეჩვენებათ რომ ცხოვრების შეცვლა არ შეგიძლიათ?

Astrologia

შედეგები

0-2 ქულა - გილოცავთ! თქვენ ენერგო ვამპირის ნიშნები არ გაქვთ.

3-5 ქულა - თქვენ ენერგოვამპირისკენ მიდრეკილება გაქვთ. დროა თქვენ ქცევას გადახედოთ და რაღაც შეცვალოთ. თუ საკუთარ თავზე კონცენტრირებული ხართ, სხვა ადამიანების მიმართ ინტერესი გამოიჩინეთ. საკუთარი თავი არ დაიდანაშაულოთ, თქვენ საკუთარ თავთან გულწრფელი იყავით, ანუ პოზიტიური ცვლილებების გზაზე ხართ.

6-8 ქულა - თქვენ ენერგო ვამპირი ხართ. შესაძლოა, თქვენი ახლობლები თავს ამოწურულად გრძნობენ, როცა თქვენ გარკვეული ქცევის დემონსტრირებას ახდენთ - მაგ., სევდიანი ხართ, მაგრამ დახმარებაზე უარს აცხადებთ. შესაძლოა, ასეთი ქცევა წარსული ტრამვით არის გამოწვეული. საკუთარი თავის მიმართ შემწყნარებელი იყავით და მცირე ცვლილებებით დაიწყეთ.

9-10 ქულა - თქვენ ძლიერი ენერგო ვამპირი ხართ, რომელიც სხვა ადამიანებს ენერგიას ართმევს. რატომ იქცევით ასე? შიში? ბრაზი? დახმარების თხოვნის არ შეგეშინდეს. ადამიანები თქვენს მისწრაფებას დააფასებენ.

Astrologia

ვინ არიან ენერგოვამპირები?

ვამპირებს ხშირად საშინელებათა ფილმებიდან მისტიურ არსებებს უწოდებენ. სინამდვილეში ისინი ჩვენ შორის ცხოვრობენ, თუმცა არა ისე როგორც წარმოგვიდგენია.

თავისი არსით ენერგოვამპირი არის ადამიანი, რომელიც მეორე ადამიანს სასიცოცხლო ძალას ართმევს. იცნობთ ადამიანს, რომელსაც მხოლოდ თავისი არსებობით უარყოფითი ენერგია შემოაქვს? მასთან საუბრის შემდეგ თავს გამოფიტულად გრძნობთ? თუ ამ პასუხზე დადებითად გაეცით, თქვენს ცხოვრებაში ენერგოვამპირი არსებობს.

ყველა ენერგოვამპირი დაბალი თვითშეფასებით იტანჯება, მაგრამ ყველა დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი ენერგოვამპირი არა:

Astrologia

ემოციური ენერგოვამპირისთვის დამახასიათებელია 3 თვისება:

1. აღიარების და ყურადღების გადაჭარბებული საჭიროება;

2. რწმენა, რომ ყველაფერი რაც მათ გარშემო ხდება, მათი ბრალი არაა;

3. თავდაცვის მექანიზმების საკუთარ თავში გარკვევის უუნარობა;

თანამედროვე ვამპირი სისხლს არ წოვს, არამედ თქვენ ბედნიერებას, ენერგიას და ცხოვრების სურვილს გართმევს. ისინი ნეგატიური ემოციებით იკვებებიან და გაცნობიერებულად ან ქვეცნობიერად თავს ბედნიერად გრძნობენ, როცა თქვენ უბედური ხართ.

Astrologia

როგორ გამოვიცნოთ ენერგოვამპირი:

1. კონკრეტულ ადამიანთან ახლოს თავს ემოციურად გამოფიტულად გრძნობთ;

2. ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ (ტელეფონზე საუბრის დროსაც) კი თავბრუსხვევას და სისუსტეს გრძნობთ;

3. ენერგოვამპირთან ურთიერთობის შემდეგ თავის ტკივილი გაწუხებთ და დაღლილი ხართ;

4. ენერგოვამპირთან თავს მძიმე გრძნობთ;

5. ენერგოვამპირთან ურთიერთობის შემდეგ ქუთუთოები გიმძიმდებათ და ძილის სურვილი გიჩნდებათ;

6. ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ თავს პესიმისტურად, დეპრესიულად და მოტივაციის გარეშე გრძნობთ.

წყარო "ინტერმედია"

რა ჩავიცავთ 2020 წლის შესახვედრად - ვირთხის წელიწადის  ტრენდული ფერები, სამოსი და აქსესუარები

10 "ნახვრეტი სულში", საიდანაც მთელ სასიცოცხლო ენერგიას ვკარგავთ და როგორ აღვიდგინოთ ძალები

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის