ავტორი:

ვის ელოდება კარიერაში წინსვლა, რომანტიკული ნაცნობობა და მატერიალური კეთილდღეობა, ივლისის სავსემთვარეობის ასტროპროგნოზი

ვის ელოდება კარიერაში წინსვლა, რომანტიკული ნაცნობობა და მატერიალური კეთილდღეობა, ივლისის სავსემთვარეობის ასტროპროგნოზი

დღეს სავსემთვარეობა გვქონდა თხის რქის ზოდიაქოში, ვრცელი სტატია ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი გთავაზობთ სავსემთვარეობის ასტროლოგიურ პროგნოზს, რათა უკეთ შეძლოთ მომდევნო ორი კვირის დაგეგმარება და ცხოვრების სხვადასხვა სფეროს გაუმჯობესება.

ვერძი

დრო ისე უნდა გადაანაწილოთ, რომ ყურადღება არ ოჯახს და არც სამსახურს არ მოაკლოთ. დაასრულეთ სახლში რემონტი და სამსახურში - ახალი პროექტი. შეიძლება მიიღოთ ის, რისკენაც ისწრაფვოდით: ახალი თანამდებობა, დაწინაურდეთ. ყურადღება გმართებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას. იყავით მზრუნველი ოჯახის წევრების, მშობლების მიმართ.

კურო

მეტი დრო უნდა დაუთმოთ სწავლას, უმაღლესი განათლების მიღებას, კვალიფიკაციის ამაღლებას. შეიძლება მიიღოთ სერტიფიკატი, დიპლომი. გამორიცხული არაა, რომ თავად გადაწყვიტოთ სხვების სწავლა, გახდეთ პედაგოგი, გურუ. არ დაძაბოთ ურთიერთობა მეუღლის ნათესავებთან. გააფორმეთ დოკუმენტები, თუ უცხოეთში აპირებთ გამგზავრებას.

ტყუპი

მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. სასიყვარულო ან საქმიან პარტნიორთან არ იკამათოთ ფულის გამო. გადაიხადეთ გადასახადები, გაისტუმრეთ ვალები. ყურადღება გმართებთ ფულის გადარიცხვისას. არაა გამორიცხული, რომ გაიზარდოს ხარჯი. კარგი იქნება, თუ შეძლებთ თქვენი ცოდნის მონეტიზირებას.

კირჩხიბი

მეტი ყურადღება და მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. არაა გამორიცხული, რომ შეყვარებულებმა მოულოდნელად დაქორწინება გადაწყვიტოთ. თუ სასიყვარულო პარტნიორთან რთული სიტუაცია გაქვთ, ურთიერთობის გარკვევა კვირის ბოლოსთვის გადადეთ, როცა სავსემთვარეობის ემოციები ჩაცხრება. ნუ იქნებით კრიტიკული, მშვიდად მოისმინეთ, რასაც გეუბნებიან. თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ, მოერიდეთ უსიამოვნებას კლიენტებთან.

ლომი

მეტი დრო უნდა დაუთმოთ რუტინული საქმეების შესრულებას და ყურადღება გამოავლინოთ ჯანმრთელობის მიმართ. გამონახეთ დრო დასვენებისა და სიმშვიდეში განმარტოებისთვის. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე; მოინახულეთ წმინდა ადგილები; გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა. სიმშვიდეს მოგანიჭებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. კარგია ქველმოქმედება: გაეცით პროდუქტები, ნივთები, სამოსი.

ქალწული

უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი ცხოვრების მთავარი გმირი თქვენ ხართ და საკუთარი თავის განვითარებაზე უნდა იზრუნოთ. გაინებივრეთ თავი დასვენებით, შემოქმედებითი იდეების განხორციელებით, კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებით. მიეცით საკუთარ თავს რომანტიკის, ფლირტის უფლება. თუმცა, ახალგაცნობილებთან სერიოზულ ურთიერთობაზე ნუ იფიქრებთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება შვილებთან; ერთად იმხიარულეთ ხოლმე.

სასწორი

საოჯახო ვალდებულებები საჭიროებს მეტ ყურადღებას. უნდა გამონახოთ დრო და მოალამაზოთ სახლი, გაიტანოთ ზედმეტი ნივთები, დაალაგოთ აგარაკი. იზრუნეთ მშობლებზე, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. გახშირდება ოჯახური შეკრებები. მოგინდებათ მეტი დროის გატარება შინ. მაგრამ ნუ დაივიწყებთ კარიერას. შეიძლება ახალ მოგეცეთ წინსვლის, დაწინაურების შესაძლებლობა.

მორიელი

გახშირდება შეხვედრები, მიმოსვლა, ზარები, ინტერნეტითაც კი. ზოგიერთს მოგინდებათ ახალი ცოდნის მიღება. ეს შეიძლება იყოს უცხო ენა, ავტომობილის მართვა ან თუ სწავლობდით, მიიღებთ სერტიფიკატს, დიპლომს. მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, დოკუმენტს, რაც გჭირდებათ; გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან სასურველის მიღწევაში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან. გახშირდება ტურებისა და ექსკურსიების რაოდენობა.

მშვილდოსანი

უნდა გააქტიურდეთ, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. აიმაღლეთ თვითშეფასება; თუ მომსახურების სფეროში მუშაობთ, გააძვირებთ საკუთარ მომსახურებას. ფული შეიძლება მიიღოთ პარტნიორისგან; მას გაუუმჯობესდეთ შემოსავალი. ან ეს შეიძლება იყოს მემკვიდრეობა, ალიმენტი, სოციალური დახმარება. იფიქრეთ, რა მოგიტანთ ფულს, კარგი იქნება თქვენი ცოდნის მონეტიზირება. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში არ გირჩევთ სესხის, ვალის აღებას.

თხის რქა

სავსემთვარეობა თქვენს ნიშანშია. მეტად უნდა იყოთ ორიენტირებული საკუთარ თავზე, კეთილდღეობაზე, ნიჭისა და ტალანტის გამოვლენაზე. ნუ დააყენებთ სხვას თქვენზე წინ. ნუ გაართულებთ და დაძაბავთ დამოკიდებულებას პარტნიორებთან, მაგრამ საკუთარი მოთხოვნები დიპლომატიურად გამოთქვით და დაიცავით საკუთარი პოზიცია. დაფიქრდით, ვინ გჭირდებთ გვერდით, რათა შეძლოთ თქვენი მიზნების განხორციელება.

მერწყული

მეტი დრო უნდა დაუთმოთ სულიერი სიმშვიდის მოპოვებას, დასვენებას და გამოძინებას, სუფთა ჰაერზე ყოფნას. არა გამორიცხული, დაგებადოთ ახალი, ორიგინალური იდეები, მაგრამ მათი განხორციელება მომავლისთვის უნდა გადადოთ. ახლა კარგია ძველის, გამოუსადეგარის მოცილება. ეს შეიძლება იყოს შიშები, ფობიები, მავნე ჩვევები. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, გადაიტანეთ თქვენი ემოციები არტთერაპიაში. ამასთან, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ სამსახურის საქმეებს, საოჯახო ვალდებულებებს. თქვენზე უკეთ მათ ვერავინ შეასრულებს.

თევზები

გახშირდება მეგობრული შეხვედრები, მოგინდებათ მეტი დროის გატარება სოციალურ ქსელებში და არაა გამორიცხული დაიწყოთ ონლაინსაქმიანობა. შეიძლება გამოხვიდეთ იმ ჯგუფიდან, რომელიც აღარ აკმაყოფილებს თქვენს ინტერესებს. ეს აგრეთვე საუკეთესო დროა სხვის შვილებზე ზრუნვისთვის. მარტოხელები შეიძლება თქვენს სიყვარულს შეხვდეთ ან ინტერნეტსივრცეში, ან სამეგობრო წრეში.