ავტორი:

ვის რაში მოემართება ხელი წლის ბოლომდე - პროგნოზი "მფარველი ანგელოზის" მიხედვით

ვის რაში მოემართება ხელი წლის ბოლომდე - პროგნოზი "მფარველი ანგელოზის" მიხედვით

16 მაისს თეთრი მთვარე, მას სელენასაც უწოდებენ, მორიელის ზოდიაქოში გადავიდა და იქ დარჩება წლის ბოლომდე, 16 დეკემბრამდე. ეს არის ფიქტიური წერტილი, მას მფარველ ანგელოზსაც ეძახიან, მაგრამ საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ჩვენზე და გვიცავს იმ სფეროში, სადაც იმყოფება.

სელენა მორიელში ჰყავთ ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ შემდეგ პერიოდებში: 18 მაისიდან 16 დეკემბრამდე 1936, 1943, 1950 წლებში და 16 მაისიდან 15 დეკემბრამდე 1957, 1964, 1971, 1978, 1985, 1992, 1999, 2006 და 2013 წლებში. აგრეთვე ისინი, ვინც დაიბადებიან 2020 წლის 16 მაისიდან 16 დეკემბრამდე .

მორიელი, რომელ ნიშანსაც სელენა ესტუმრება, რთული ნიშანია, სხვისი რესურსების (სხვისი ფული, რომლითაც შეგვიძლია ვისარგებლოთ), ტრანსფორმაციის, გარდაცვალების. გარდა ამისა, ეს ნიშანი პასუხისმგებელია ინტიმსა და ინტიმურ ურთიერთობაზე. იმისათვის, რომ მიიღოთ სელენას მფარველობა და კეთილგანწყობა სასურველია, უარი თქვათ შავი მაგიის გამოყენებაზე, რაზეც აგრეთვე პასუხისმგებელია მორიელის სახლი. გარდა ამისა, სელენას მორიელში სტუმრობის დროს მოერიდეთ სხვა ადამიანებით მანიპულირებას, აგრესიის გამოხატვას, არ გამოავლინოთ ფიზიკური ძალა და ძალაუფლება. იყავით სამართლიანი, როცა საქმე ფულსა და გრძნობებს ეხება. ამ პერიოდში შეიძლება გაიხსნას ადრე ჩადენილი დანაშაულები და სამართლიანობამ იზეიმოს. გარდა ამისა, მორიელის სახლი კრიტიკული სიტუაციების სახლიცაა და სელენას აქ გადასვლით დაცულები ვიქნებით კრიტიკულ მომენტებში. ზოგიერთი კი შეძლებს გათავისუფლდეს ვალებისგან.

  • ვერძი

სელენა მოხვდა თქვენი ტრანსფორმაციის, მოულოდნელი შემთხვევების ზონაში. ამიტომ, მფარველი ანგელოზი დაგიფარავთ ყველა უსიამოვნო და რთულ სიტუაციაში, მაგრამ ზედმეტს ნუ მოინდომებთ, უაზრო რისკს მოერიდეთ. ზომიერება გმართებთ მემკვიდრეობის, ალიმენტის, კომპენსაციის, დაზღვევის მიღების საკითხებში. ბოროტად ნუ გამოიყენებთ პარტნიორის ფულებს, მის რესურს. მოერიდეთ სარისკო ქმედებებსა და თავს ნუ ჩაიგდებთ საფრთხეში.

  • კურო

თქვენი ყურადღება უნდა მიმართოთ პარტნიორებისკენ (საქმიანიც და სასიყვარულოც), შეიძლება ისინი მოგევლინონ "მფარველ ანგელოზებად". თქვენი მიზანია, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება არსებულ პარტნიორთან, ნუ ეცდებით მის მოტყუებას და მოერიდეთ მისით მანიპულირებას. ხოლო თუ ძიებაში ხართ, ამ პერიოდში აუცილებლად გამოგიჩნდებათ მეწყვილე. რაც შეეხება საქმიან პარტნიორებს, მფარველი ანგელოზი აქაც დაგეხმარებათ. შეიძლება გამოჩნდეს ახალი ადამიანი, რომლეთან ერთადაც შეძლებთ იდეების რეალიზებას, ბიზნესის გაფართოებას.

  • ტყუპი

თქვენი მთავარი თემებია ყოველდღიური საქმეები, ჯანმრთელობა და შინაური ცხოველები. კარგ შედეგს მოგიტანთ მკურნალობა. თუ ავად იყავით, განიკურნებით. მფარველი ანგელოზი გამოგიგზავნით ან გონიერ ექიმს, ან მიგიყვანთ იმ კლინიკაში, სადაც გამოგაჯანმრთელებენ. თავად კი მოგეთხოვებათ დაიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი, დაივიწყოთ მავნე ჩვევები. სამსახურშიც გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან. ზოგიერთი იშოვის ისეთ სამსახურს, სადაც გამოავლენს თავის ნიჭსა და შესაძლებლობებს. ზოგიერთს შინაური ცხოველის გაჩენის სურვილი გაუჩნდება და ის შეიძლება თქვენს თილისმად, თქვენი ცხოვრების გამახალისებლად იქცეს.

  • კირჩხიბი

სელენა სიყვარულს, სიხარულს მოგიტანთ. შეძლებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. ადვილად ან გავლენიანი მფარველების დახმარებით განახორციელებთ იდეებს, შემოქმედებით პროექტებს. გახშირდება და სიამოვნების მომნიჭებელი იქნება პაემნებზე სიარული. გაგახარებენ შვილებიც. თუ სურვილი გაქვთ, რომ მშობელი გახდეთ, ილოცეთ და მფარველი ანგელოზი შეისმენს თქვენს თხოვნას. კარგი პერიოდი დაუდგათ მათ, ვისაც ახალი სასიყვარულო პარტნიორის მიზიდვა სურთ. დაწყვილებულები ურთიერთობის გასერიოზულებას, ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ, შეიძლება ეს ცვლილება იმანაც განაპირობოს, რომ გაიგებთ მალე მშობელი გახდებით.

  • ლომი

მფარველი ანგელოზი დაიცავს თქვენს ბინას, ოჯახს, გვარს და მათ, ვისთან ერთადაც ცხოვრობთ. შეიძლება გაგიუმჯობესდეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. სასიხარულო მომენტებით იქნება აღსავსე თქვენი ოჯახის წევრების ცხოვრება. ეცადეთ, იყოთ კეთილგანწყობილი და სამართლიანი ნათესავების მიმართ, არავინ მოატყუოთ და მოერიდეთ პროვოკაციებს. ზოგიერთი გადაწყვეტს რემონტის გაკეთებას, ბინის კეთილმოწყობას. გათავისუფლდით გატეხილი და გაფუჭებული ნივთებისგან, რათა სახლიდან ნეგატიური ენერგია განიდევნოს, პოზიტიურის შემოსადინებლად.

  • ქალწული

აქტუალური გახდება დამოკიდებულება და-ძმებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან. შეიძლება დაიწყოთ რაღაცის შესწავლა, ეს შეიძლება იყოს ახალი კურსები, რომლისთვისაც ადრე ვერ იცლიდით. ზოგიერთს კი ახლო მანძილზე ელის მიმოსვლა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ახალი ადამიანი და ის თქვენი სულიერი მეგობარი გახდება. გაგიუმჯიბესდებათ დამოკიდებულება ნათესავებთან. თუ ავტომობილის შეძენა ან მანქანის მართვის შესწავლა გსურთ, ამ საქმეშიც ხელი მოგემართებათ.

  • სასწორი

სელენა დაიცავს თქვენს ფინანსებს, უძრავ და მოძრავ ქონებას, თქვენს ღირებულებებს. შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ ან ახალი სამსახური. ზოგიერთი მეტად დააფასებს საკუთარ თავს და თუ მომსახურების სფეროში ხართ, შეიძლება გააძვიროთ თქვენი საქმიანობის საფასური.

  • მორიელი

თქვენთვის მნიშვნელოვანი გახდება თქვენი თავი, გარეგნობა, იმიჯი, როგორ ავლენთ თქვენს თავს. აგრეთვე, თქვენი აზრები, ფიქრები, მიზნები. შეიძლება გაგიჩნდეთ ახალი პარტნიორი (საქმიანიც და სასიყვარულოც) ან ახალი იდეა, ცხოვრების შესაცვლელად. რაც უნდა ხდებოდეს, იცოდეთ, რომ ყველაფერი, რაც ახლა მოვა თქვენს ცხოვრებაში "მფარველმა ანგელოზმა" მოგიტანათ. იყავით ჰარმონიული, არავისზე მოახდინოთ თქვენი მენტალური ძალით მანიპულირება.

  • მშვილდოსანი

შეიძლება გამოააშკარავდეს ის, რაც ადრე თქვენთვის დამალული იყო. "მფარველი ანგელოზი" დაგიცავთ ფარული მტრებისა და უსიამოვნო მოვლენებისგან. ეცადეთ გათავისუფლდეთ იმ ნეგატივისგან, რაც დაგიგროვდათ აქამდე. ხშირად ილოცეთ. გადახედეთ წარსულს, შეიძლება დაუბრუნდეთ ძველ საქმეს, გამოჩნდეს ადამიანი წარსულიდან. ან სულაც იპოვოთ ადრე დაკარგული ნივთი. ყოველ შემთხვევაში, დააკვირდით, რა გამოჩნდება წარსულიდან. ზოგჯერ ზოგიერთ საქმეს ან ადამიანს მეორე შანი უნდა მისცეთ.

  • თხის რქა

სოციალურად უნდა გააქტიურდეთ. გამოგიჩნდებიან ახალი თანამოაზრეები, რომელთა დახმარებითაც ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ. შეიძლება გაიჩინოთ ახალი მეგობრებიც. შანსი მოგეცემათ, თქვენი საქმიანობა ინტერნეტით განახორციელოთ. ეს შეიძლება იყოს გაყიდვა ან კონსულტაციები, გახსნათ ონლაინსწავლის კურსი, ვებინარები. ერთი სიტყვით, იდეების განხორციელებაში გემართებათ ხელი და მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეთ, პოპულარობა ინტერნეტიდან გელით.

  • მერწყული

16 მაისიდან თქვენთვის აქტუალური გახდება სტატუსის ამაღლება სოციალურ და კარიერიერულ საფეხურზე. სელენა დაგეხმარებათ, მიაღწიოთ იმას, რისკენაც ისწრაფვით, შეიძლება გაიმარჯვოთ კონკურსში ან შეჯიბრებაში, რომელშიც მიიღებთ მონაწილეობას. შეძლებთ დაწინაურდეთ, მიიღოთ ახალი სამსახური ან თანამდებობა ან დაიწყოთ ახალი პირადი საქმე. ზოგიერთი შეიძლება პრესტიჟულ ბინაში, უბანში გადავიდეს საცხოვრებლად.

  • თევზები

"მფარველი ანგელოზი" დაგეხმარებათ თქვენ სასარგებლოდ მოაგვაროთ შემდეგი საკითხები: უმაღლესი განათლების მიღება, უცხოელებთან ურთიერთობა, იურიდიული საკითხები, მოგზაურობა. შეიძლება დაიწყოთ სწავლა ან თავად ასწავლოთ. ზოგიერთი აიმაღლებს კვალიფიკაციას, ზოგმაც შეიძლება დიპლომი, დისერტაცია, თემა დაიცვას. კარგ შედეგს მოგიტანთ ინტელექტუალური საქმიანობა, სტატიების, წიგნის დაწერა; აგრეთვე, თარგმანები. შეიძლება გამოგიჩნდეთ ახალი კლიენტები, ახალი სასიყვარულო პარტნიორი და ის შეიძლება იყოს უცხოელი, სხვა კულტურის ან რელიგიის.

22 მაისს ახალმთვარეობაა - ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად და რა უნდა იცოდეთ მომდევნო 1 თვის შესახებ

როგორია უხილავი სულიერი სამყაროს სტრუქტურა, სადაც ადამიანთა სულები ცხოვრობენ

თუ ამ რიცხვებში დაიბადეთ: 15-22 იანვარი, 15-22 აპრილი, 17-24 ივლისი და 18-25 ოქტომბერი, მაშინ ეს მოვლენა აუცილებლად შეგეხებათ