ავტორი:

ზოდიაქოს ნიშნები, ვისთვისაც 20 მარტამზე წარმატებული პერიოდია - "ამ თვეში რამდენიმე ფარულ ამბავს აეხდება ფარდა, ძალიან საინტერსო ამბები გველის"

ზოდიაქოს ნიშნები, ვისთვისაც 20 მარტამზე წარმატებული პერიოდია - "ამ თვეში რამდენიმე ფარულ ამბავს აეხდება ფარდა, ძალიან საინტერსო ამბები გველის"

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მზის პოზიციის ცვლილების მიხედვით მომდევნო ერთი თვის ზოგად ასტროლოგიურ მიმოხილვას გვთავავაზობს:

"დღეს, 18 თებერვალს, 14:44-ზე თბილისის დროით მზე თევზებში გადავიდა. გილოცავთ, თევზებო, და წარმატებებს გისურვებთ - თქვენთვის ხელსაყრელი ერთთვიანი დროც დადგა (20 მარტამდე).

სასიკეთო პერიოდი ექნებათ წყლის სტიქიის დანარჩენ წარმომადგენლებსაც. აგრეთვე თხის რქებს და კუროებს . პრობლემური შეიძლება იყოს მზით ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისა და ქალწულებისათვის.

წარმატებული პერიოდი ექნებათ ხელოვნების და ეზოთერიკის სფეროში დაკავებულ ადამიანებს, ასევე მედიკოსებს (მეტი განკურნებული პაციენტების სახით).

ამ ერთი თვის პერიოდში ადამიანებში მოიმატებს მიდრეკილება სენტიმენტალობისა და გულჩვილობისადმი. აგრეთვე იღვიძებს თანაგრძნობისა და ლმობიერების, სიკეთის კეთების სურვილიც. ამიტომ თუ ვინმეს გულის მოლბობა გჭირდებათ, გამოიყენეთ მზის თევზებში ტრანზიტი, თუმცა მეორეს მხრივ, ეს ის დროა, როცა აქტიურდებიან ხოლმე ფარული მტრები - ვინაიდან და რადგანაც თევზების პერიოდში ჩვენი ინტერესი მიმართული იქნება ყოველივე დაფარულისა და იდუმალისაკენ. ამ გაძლიერებული ცნობისმოყვარეობის გამო შესაძლოა ვიღაცეებს სურვილი გაუჩნდეთ ჩვენი ქმედებების ფარული აზრის გამოსარკვევად... და გამოარკვიონ კიდეც! ამიტომ თუ თქვენ რაიმე საიდუმლო გაქვთ და არ გსურთ სააშკარაოზე გამოგიყვანონ - იფრთხილეთ!! წაიკითხეთ სრულად

10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი დღე ელით ზაოდიაქოს ნიშნებს

მარტის 6 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ - რას უმზადებს მომდევნო თვე ზოდიაქოს ნიშნებს და როდის დგება ნამდვილი 2021 წელი

როგორი იქნება გაზაფხულის 1-ლი თვე ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებისთვის - მარტის ასტროპროგნოზი ვერძის, ლომისა და მშვილდოსნითვის