ავტორი:

ამაღამ ახალმთვარეობაა - რა რიტუალი უნდა შეასრულონ ზოდიაქოს ნიშნებმა და რას უნდა ელოდეთ მთვარის ამ თვეში?

ამაღამ ახალმთვარეობაა - რა რიტუალი უნდა შეასრულონ ზოდიაქოს ნიშნებმა და რას უნდა ელოდეთ მთვარის ამ თვეში?

17 სექტემბერს, ქალწულის ზოდიაქოში, ახალმთვარეობას ველოდებით. ახალმთვარეობა თვეში ერთხელ დგება და გვაძლევს საშუალებას, შევადგინოთ ახალი სამოქმედო გეგმა, ახლებურად წარვმართოთ ჩვენი საქმეები და აზრებიც კი. როგორც უკვე იცით, ახალმთვარეობაზე მზე და მთვარე ერთ ნიშანში ერთდება , ამჯერად - ქალწულში. სექტემბრის ახალმთვარეობა 16 ოქტომბრამდე გასტანს. 2 ოქტომბერს გველოდება სავსემთვარეობა . ამიტომ, უმჯობესია, ყველა ახალი საქმე ამ რიცხვამდე დაიწყოთ. ორი ოქტომბრის მერე კი ენერგიის ნაკლებობა შეინიშნება და უმჯობესია, უკვე დაწყებული პროექტების დასრულებას დაუთმოთ დრო.

17 სექტემბერს შეიძლება განმეორდეს 2020 წლის იანვრის ან ივნისის მოვლენები. ან შეიძლება მიიღოთ პასუხი იმ კითხვებზე, რაც მაშინ დასვით, ან დაასრულოთ მაშინ დაწყებული საქმეები. შეხვდეთ იანვარსა და ივნისში გაცნობილ ადამიანებს და ა.შ. ერთი სიტყვით, ეს ახალმთვარეობა საკმაოდ პოზიტიურია და ყველა მიმართულება უკეთ განვითარდება/დასრულდება, მაგრამ წარსულის გარკვეული გამოძახილიც აუცილებლად ექნება.

ახალმთვარეობა ქალწულის ზოდიაქოში მიგვითითებს, რომ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ეკოლოგიას, სისუფთავეს, პირად ჯანმრთელობას, ჩვენს შინაურ ცხოველებს, ჩვენს სამსახურებრივ საქმეებს და ჩვენს ყოველდღიურ ვალდებულებებს. ქალწული მიწის ნიშანია, მატერიალური, სტაბილური, დეტალებისადმი დაკვირვებული და ჩვენგანაც მოითხოვს, რომ ისეთი საქმეები შევასრულოთ, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგვიტანს, ენერგიას არ გაგვიფლანგავს და არც ღრუბლებში ფრენის საშუალებას მოგვცემს. უმეტესობა მიხვდება, რომ მისი ქმედება მეტად მიზანმიმართული გახდა, საუბრობს ფაქტებზე დაყრდნობით, კონკრეტულ თემებზე. არის რაციონალური, მეტ ყურადღებას აქცევს დეტალებს საქმეებშიც და ადამიანებშიც. მეტად მოგინდებათ პრაქტიკული საქმეების შესრულება. აზრების მოწესრიგება. მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ გამოასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომები. გადახედეთ და მოაწესრიგეთ თქვენი ფინანსური სფერო. იქით მიმართეთ თქვენი ყურადღება, საიდანაც მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. კარგი პერიოდი დაუდგებათ ვაჭრობის სფეროში მომუშავეებს. ანალიტიკოსებს, მკვლევრებს, ბუღალტრებს, ბიზნესმენებს, მედიკოსებს, ჟურნალისტებს . თუ მოგინდებათ, გამოიკვლევთ და დეტალებში გაერკვევით თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებში... რთულშიც კი.

ახალმთვარეობაზე, ენერგიები იცვლება და არასტაბილური მდგომარეობაა. მას განსაკუთრებით მამაკაცები გრძნობენ. ამიტომ, თუ მათთვის რაღაცის თხოვნა გსურთ, ან ახალი საქმეების დაწყება გინდათ, უმჯობესია, მოიცადოთ და ახალმთვარეობამდე +/- 2 დღე არაფერი წამოიწყოთ. სასურველია, ამ დღეს დაისვენოთ. კონკრეტულად ახალმთვარეობაზე, მომატებულია თავის ტკივილები, ზოგიერთი შეიძლება ქრონიკულმა დაავადებებმა შეაწუხოს. ამ დღეს არ გირჩევთ ალკოჰოლის მიღებას (+/- 2 დღე), აგრეთვე, მოერიდეთ ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებას, შემწვარი და ცხარე კერძების ჭამას. ნურც ფიზიკურად გადაიტვირთებით. კარგი იქნება, თუ ახალმთვარეობამდე დაალაგებთ თქვენს გარემოს, მოაწესრიგებთ დოკუმენტებს (კომპიუტერშიც), ფინანსურ საბუთებს. მიუჩინეთ ყველაფერს საკუთარი ადგილი. ეცადეთ, არ ჩაერიოთ სხვის საქმეებში არც გარშემო მყოფების კრიტიკა მოგიტანთ სიკეთეს. არ გაართულოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. გახსოვდეთ, თუ არ გთხოვენ რჩევას ან დახმარებას, არ ჩაერიოთ სხვის საქმეში, ცხოვრებაში. უმჯობესია, საკუთარი თავი, საკუთარი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები მოაწესრიგოთ. უფრო მეტიც, გირჩევთ, დაიწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. მსუბუქი ვარჯიში, დაბალანსებული და ზომიერი საკვები კარგი იქნება თქვენთვის. ზოგიერთმა შეიძლება განაახლოს მკურნალობის, მასაჟის კურსი.

ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეადგინეთ იმ საქმეების სია, რაც მთვარის ამ თვეში გინდათ, რომ განახორციელოთ. შეგიძლიათ ხმამაღლა წარმოთქვათ, გონებაში გადაამუშაოთ, მაგრამ უმჯობესია, ფურცელზე ჩამოწერეთ. ახალმთვარეობამდე 10-15 წუთით ადრე აანთეთ სანთელი და მადლობა გადაუხადეთ ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო თქვენ გვერდით, დაგეხმარათ ან გაწყენინათ, ყველას შეუნდეთ, სიყვარული და ეკოლოგიური ჯანმრთელობა გაუგზავნეთ მთელ სამყაროს. ახალმთვარეობის დადგომას შეიქმენით პოზიტიური განწყობა, რათა მთელი თვე ასევე გაატაროთ.

  • ახალმთვარეობის პროგნოზი ზოდიაქის თითოეული ნიშნისთვის

ახალმთვარეობა ქალწულის ნიშანში თქვენი ცხოვრების კონკრეტულ სფეროს გააქტიურებს. სასურველია, თუ იცით, პროგნოზს გაეცნოთ თქვენი ასცენდენტის მიხედვით, მერე უკვე მზის მიხედვით და ქალბატონებმა მთვარის ნიშნის (მთვარე რომელ ნიშანშიც გყავთ) პროგნოზიც წაიკითხოთ. რადგან მთვარე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მანდილოსნებზე.

  • ვერძი

მთვარის ამ თვეში თქვენი ძირითადი საზრუნავი იქნება სამსახურის საქმეები, ჯანმრთელობა და შინაური ცხოველები, თუ ასეთები გყავთ, რა თქმა უნდა. გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ სამივე სფეროსადმი. რადგან თქვენი მმართველი პლანეტა მარსი ახლა თავისთვის კარგ პოზიციაში არაა. მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან, უფროსთან, ზოგს მოულოდნელი ცვლილებები ელის სამსახურში. შეიძლება იყოთ ძალიან დატვირთული საქმეებით ან მიუბრუნდეთ ძველ პროექტებს, ვალდებულებებს. შეიძლება თავად მოგინდეთ სამსახურის ან სპეციალობის შეცვლა. ზოგიერთს შეიძლება სთხოვონ ძველ სამსახურში დაბრუნება. დოკუმენტები ყურადღებით შეადგინეთ. გამორიცხული არაა, მიუბრუნდეთ მკურნალობის ძველ მეთოდს, შეიცვალოთ ექიმი ან სრული სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება გადაწყვიტოთ. ზოგიერთს მოუწევს ახლობელზე ან შინაურ ცხოველზე გადამეტებული მზრუნველობის გამოჩენა.

  • კურო

სიამოვნების მიღება, შემოქმედებითი იდეების განხორციელება, ბავშვები და რომანტიკული სიყვარული - აი, ის თემები, რაც სექტემბრის ახალმთავრეობაზე მიიქცევს თქვენს ყურადღებას. გადახდეთ თქვენს შემოქმედებით იდეებს, შეიძლება სურვილი გაგიჩნდეთ მიტოვებულებთან მიბრუნება და მათი განახლება ან დასრულება. ეს ეხება ჰობისაც. შეიძლება მოგიწიოთ ბავშვებთან მუშაობამ, ან მიუბრუნდეთ თქვენი შვილების პრობლემებს, რომლებიც ადრე დაიწყეთ და მოუგვარებელი დაგრჩათ. კარგი თვეა დასვენების, შვებულებისთვის. გაგიჩნდებათ სურვილი, მოინახულოთ ის ადგილები, სადაც ადრე საყვარელ ადამიანთან ან შვილებთან ერთად იყავით. მოგეძალებათ ნოსტალგია ძველი სიყვარულის ან შეყვარებულის მიმართ. მოგინდებათ, თქვენს ცხოვრებაში მეტად იყოს დღესასწაული. ან თქვენი საყვარელი ადამიანის ან შვილების ცხოვრებაში მოხდება სასიამოვნო ცვლილებები და თავადაც მოგინდებათ მათში აქტიურად მონაწილეობის მიღება. ახალმთვარეობა საკმაოდ პოზიტიურა თქვენთვის, ეცადეთ დღესასწაულივით შეხვდეთ მას. ზოგიერთი მიიღებს დასტურს იმ საკითხზე, რაზეც ადრე უარი მიიღო.

  • ტყუპი

თქვენი ყურადღება გამახვილებული იქნება უძრავ ქონებაზე, ნათესავების (ფესვების) თემაზე (ეს შეიძლება იყოს საოჯახო ბიზნესიც) და მშობლების მიმართ. ახალმთვარეობა მოგიტანთ სიახლეებს. შეიძლება ნათესავები გესტუმრონ ან თქვენ ესტუმროთ მათ. უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმოთ. სახლში მოგინდებათ რაღაცის გადაკეთება, რემონტის გაკეთება. თუნდაც, იყიდით ან გაყიდით უძრავ ქონებას. ზოგიერთმა შეიძლება სახლიდან, დისტანციურად დაიწყოს მუშაობა. თქვენს სახლში შეიძლება შეიცვალოს ოჯახების წევრების რაოდენობა (გაგიჩნდეთ შვილი, გათხოვდეს თქვენი დედმამიშვილი ან სულაც თქვენი უფროსი შვილი სასწავლებლად გაემგზავროს, ცალკე ცხოვრება დაიწყოს) და ამის გამო მოგიწიოთ სახლში გადადგილებამ, ცვლილებება. ან თუნდაც მიიღოთ მემკვიდრეობა და დაიწყოთ საბუთების გადაფორმება, უძრავი ქონების თქვენს ჭკუაზე მოყვანა.

  • კირჩხიბი

მთვარის ამ თვეში არ გირჩევთ ავტომობილის ყიდვას, მაგრამ მის გადაკეთებას და გაუმჯობესებას კი. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საუბრები თქვენს დედმამიშვილებთან. ახლო გარემოცვასთან (მეზობლები, კოლეგები). შეიძლება ეს საუბარი ადრე დაიწყო და ახლა თავის ლოგიკურ დასასრულს უნდა მიუახლოვდეს. ან შეიძლება გახშირდეს ერთმანეთთან კონტაქტი, მიმოსვლები. არ არის გამორიცხული, რომ თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდნენ ძველი მეგობრები, ან გადაწყვიტოთ, მონახულოთ ის ადგილები, სადაც ადრე მეგობრებთნ ერთად ერთობოდით. გირჩევთ არ მოგერიდოთ და გაიჩინოთ ახალი მეგობრები, იყოთ თამამი საბუთების მოგვარებისას. მარტივად შეძლებთ დოკუმენტების სათქვენოდ გადაკეთებასაც. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება, საქმეები, რაც ადრე თქვენ წინააღმდეგ იყო მომართული. ზოგიერთს შეიძლება გაგიჩნდეთ სასწავლო კურსებზე ჩაწერის სურვილი (ავტომობილის მართვა, უცხო ენები, ჰენდ მეიდი). ამ პერიოდში გაგიადვილდებათ გამოცდების გადააბარება ან იმ სასწავლო საკითხთან (სადიპლომო, სამეცნიერო თემა) მიბრუნება, რაც ადრე მიატოვეთ.

  • ლომი

მთვარის ამ თვეში მატერიალურ თემასთან დაკავშირებით პრობლემები არ გექნებათ, უფრო მეტიც, შეიძლება ფული მიიღოთ ადრე შესრულებული საქმეებისთვის. აგრეთვე, სარგებელი მიიღოთ შვილებისგან, საყვარელი ადამიანისგან; მათ გაგახარონ თავიანთი მიღწევებით. ზოგიერთმა კი შეიძლება ფული ლატარიაში მოიგოს. ერთი სიტყვით, ამ პერიოდში თქვენთვის მთავარი საკითხია ფული. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარი თავისთვის რაღაც მნიშვნელოვანი, ძვირად ღირებული შეიძინოს, მაგრამ მოერიდეთ ავტომობილის შეძენას. დაიბრუნებთ ძველ ვალებსაც. ან მიიღებთ კრედიტს თქვენთვის სასარგებლო პირობებით. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, იშოვით. უკვე არსებულ სამსახურში კი ან დაწინაურება გელით, ან ხელფასის მომატება. ზოგს გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო, ან შეიძლება ძველ სამსახურს, საქმიანობას მიუბრუნდეთ.

  • ქალწული

თქვენთვის მთავრის ახალი თვე თქვენს ნიშანში ხვდება, ეს რაღაც ახალი წელივითაა და მიანიშნებს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება თქვენს ცხოვრებაში. თავად იქნებით აქტიური, რომ მიიღოთ ცხოვრებისგან საუკეთესო და მაქსიმუმი. ცვლილებები გელოდებათ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და ეცადეთ, ისე მოიქცეთ, რომ ყველგან მოგებული დარჩეთ. შეიძლება თქვენს ცხოვრებაში მოვიდეს ახალი სიყვარული, ან გაიგოთ, რომ მშობელი გახდებით. თუ ელოდებით შემოქმედებით აღიარებას, ამასაც მიიღებთ, შეიძლება გაიმარჯვოთ რაღაც კონკურსში, მოგიწიოთ სცენაზე გამოსვლამ, ანუ საზოგადოება გაგიცნობთ და ეცადეთ, თქვენი თავი ყველგან საუკეთესოდ წარმოაჩინოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ მოლაპარაკება მასთან, ვისთანაც ადრე საერთო ენის გამონახვას გიჭირდათ, შეიძლება დაიბრუნოთ ყოფილი სასიყვარულო პარტნიორი (თუ ამის სურვილი გექნებათ, რა თქმა უნდა). გამონახეთ დრო გადახედოთ, გადაახარისხოთ, გადააფასოთ თქვენი ცხოვრება, ჩვევები, დამოკიდებულებები. გეძლევათ შანსი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოთ და გამოიყენეთ ეს პერიოდი. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოს მნიშვნელოვანი საქმიანი შემოთავაზება, დაიწყოს ახალი რომანტიკული ურთიერთობა. ან სულაც, გადაწყვიტოთ და შეიცვალოთ იმიჯი, გარეგნობა ან დაიწყოთ მკურნალობის კურსი, რამაც ადრე გიშველათ და ახლა გსურთ, რომ გაიმეოროთ.

  • სასწორი

მოგინდებათ დოკუმენტების გაფორმება, რათა შორს გაემგზავროთ, შეიძლება ემიგრაციაშიც კი. გამორიცხული არაა, შემოგთავაზონ საზღვარგარეთ მუშაობა, სწავლა ან თქვენს ქალაქში, მაგრამ უცხოურ კომანიაში. ამ მთვარის პერიოდში ან მიუბრუნდებით ძველ პროექტებს, ან განმარტოება, სიმშვიდეში ყოფნა და მუშაობა მოგინდებათ. ზოგიერთს ნანატრი შეხვედრა, ნანატრი მგზავრობა ელის, რითიც შეიძლება თქვენი მარტოობა დასრულდეს. მიიღებთ დოკუმენტებს, რასაც დიდხანს ელოდით. კარგ შედეგს მოგიტანთ მშვიდ გარემოში ლოცვა და მედიტაცია.

  • მორიელი

გახშირდება შეხვედრები მეგობრებთან, თანამოაზრეებთან. სურვილებისა და გეგმების განხორციელება გელოდებათ. შეიძლება მოგიწიოთ პრეზენტაციაზე დასწრებამ ან ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლამ (ონლაინაც კი). ზოგიერთი შეიძლება ახალ პროექტებში ჩაერთოს, თუმცა, მიტოვებულ საქმეებაც ნუ მიატოვებთ. შეიძლება გამოჩნდეს დიდი ხნის უნახავი მეგობარი და ერთად კარგად გაერთოთ. ზოგიერთი გადაწყვეტს სწავლის გაგრძელებას... ინტერნეტით ან მუშაობას - ონლაინ. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი შემოთავაზება შეიძლება მიიღოთ ან დიდი ხნის უნახავი მეგობრისგან, ან ძველი სამსახურიდან. ხშირად გამონახეთ დრო, რომ შეხვდეთ და იმხიარულოთ მეგობრებთან ერთად. კარგი იქნება ინტერნეტ კონტაქტების აღდგენა. სხვათა შორის, ზოგს რომანტიკული ნაცნობობაც კი ელის სოციალურ ქსელებში. შეიძლება ინტერნეტით მიიღოთ იმ კითხვაზე პასუხი, რაც დიდი ხანია გაწუხებთ.

  • მშვილდოსანი

აქტუალური გახდება კარიერის მიზნები. მოგინდებათ რეპუტაციის ან სოციალური სტატუსის ამაღლება. მთვარის ამ პერიოდში ხშირად მიიღებთ ინფორმაციებს სამსახურთან დაკავშირებით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უფროსებთან. მოგინდებათ დაწინაურება ან პირადი ბიზნესის დაწყება. ან შეიძლება ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა გადაწყვიტოთ. სამსახურში გელით დაწინაურება, შექება ან თქვენს სამსახურში ხელმძღვანელობა შეიცვლება. ასაკიანი მშვილდოსნები, დიდი პატივით, შეიძლება გავიდნენ პენსიაზე. მიიღებთ ინფორმაციას დაწინაურებასთან ან კარიერასთან დაკავშირებით. უარი არ თქვათ, თუ მიგიწვევენ პრეზენტაციაზე, გთხოვენ სიტყვით გამოსვლას საზოგადოების წინაშე, ამით ავტორიტეტს აიმაღლებთ გარშემო მყოფებში. ზოგიერთი გადაწყვეტს, საკუთარი თავისთვის რაღაც მნიშვნელოვანი შეიძინოს, მაგრამ გირჩევთ, რეტროგრადული მარსის პერიოდში, ავტომობილი (ან გადაადგილების სხვა საშუალებები) არ შეიძინოთ.

  • თხის რქა

გახშირდება კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან. ზოგიერთმა შეიძლება მეორედ დაქორწინება გადაწყვიტოს, წიგნის დაწერა ამ სასამართლოში საქმეების აღძვრა. მარტივად მიიღებთ უცხოეთის ვიზას, ან შეიძლება საზღვარგარეთ მიგიწვიონ სამუშაოდ ან თქვენს ქალაქში, მაგრამ უცხოურ კომპანიაში. ნაცნობობა და შეხვედრა მოსალოდნელია უცხოელ პარტნიორთან, განსაკუთრებით, თუ მეორედ დაქორწინება გსურთ უცხოელზე. აგრეთვე, შეიძლება ინფორმაცია მიიღოთ სასამართლოდან. ზოგიერთს შეიძლება შვილიშვილი ეყოლოს, ან გაიგოს, რომ მალე ეყოლება.

  • მერწყული

დიდ ფულთან, გადასახადებთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები გახდება თქვენთვის აქტუალური. ეცადეთ, იყოთ მაქსიმალურად დაკვირვებული, როცა საქმე ფულს ეხება და განსაკუთრებით, პარტნიორის ფინანსებს. რეტროგრადული მარსის პერიოდში მოსალოდნელია ყოფილი სასიყვარულო პარტნიორების დაბრუნება თქვენს ცხოვრებაში. თუმცა, თუ რომანტიკული ნაცნობობა ახალი დაწყებულია, ის შეიძლება ინტიმურ სფეროში გადაიზარდოს. გირჩევთ, ურთიერთობა დაიწყოთ მასთან, ვისაც უკვე კარგად იცნობთ. ზოგიერთმა შეიძლება დაიწყოს მუშაობა საბანკო სფეროში ან ძალოვან სტრუქტურებში. კარგი იქნება, თუ გააგრძელებთ იოგის ვარჯიშს, რომელიც მიტოვებული გქონდათ, ან მიუბრუნდებით ეზოტერიკულ სფეროებს. ზოგი კი შეიძლება ძველ გამოძიებას დაუბრუნდეს. მთვარის ამ თვეში აუცილებლად მიიღებთ პასუხებს თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

  • თევზები

ყველა სხვა სფერო გვერდზე გადაიწევს და პარტნიორული ურთიერთობა გახდება თქვენთვის მნიშვნელოვანი. აგისრულდებათ სურვილი, რომელიც დიდი ხანია გწადიათ. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს პარტნიორულ ურთიერთობასთან, ან მიგიღონ საოცნებო კომპანიაში სამუშაოდ, ან საყვარელმა ადამიანმა ერთად ცხოვრება, ოფიციალურად დაქორწინება ან შვილის გაჩენა შემოგთავაზოთ. კარგი იქნება, თუ აღადგენთ ურთიერთობას ყოფილ პარტნიორებთან (საქმიანთანაც და თუ სურვილი გექნებათ, სასიყვარულოსთანაც). ან შეიძლება თუ ადრე გიჭირდათ პარტნიორთან საერთო ენის გამონახვა, ეს ახალმთვარეობა დაგეხმარებათ სწორად წარმართოთ შეხვედრა, მოლაპარაკება, გამონახოთ კონსენსუსი. ხოლო, თუ პირიქით, მეუღლესთან კავშირის გაწყვეტა გაქვთ გადაწყვეტილი, სასამართლოდან განქორწინების ამბავს მიიღებთ. თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება ხელშეკრულებებისა და საბუთების გაფორმება. შეიძლება საყვარელმა ადამიანმა საერთო ბიზნესის დაწყება ან საერთო ბინის ყიდვა შემოგთავაზოთ. ზოგიერთი შეიძლება დაუბრუნდეთ მიტოვებულ შემოქმედებით პროექტებს. კარგი იქნება, თუ მთვარის ამ თვეში დიდი ხნის უნახავ მეგობრებსაც შეეხმიანებით.

რას ურჩევს ასტროლოგი მათ, ვისაც 2020 წლის ბოლომდე სურთ ქორწინება - "პლანეტების ანალიზით, სულ ორი ხელსაყრელი დღეა"

7 რამ, რაც ბავშვებს მშობლებზე ემახსოვრებათ, როდესაც გაიზრდებიან

რა ცვლილებებს უმზადებს ივლისი ზოდიაქოს ნიშნებს - ტაროს კარტების პროგნოზი