ავტორი:

2021 წლის ყველაზე "ძლიერი" ახალმთვარეობა - ასტროლოგი რამაზ გიგაური განმარტავს, ვისთვის იქნება ურთულესი უახლოესი თვე და ვისთვის შეასრულებენ ვარსკვლავები "ზურგის ქარის" როლს

2021 წლის ყველაზე "ძლიერი" ახალმთვარეობა - ასტროლოგი რამაზ გიგაური განმარტავს, ვისთვის იქნება ურთულესი უახლოესი თვე და ვისთვის შეასრულებენ ვარსკვლავები "ზურგის ქარის" როლს

დღეს ახალმთვარეობაა, ასტროლოგი რამაზ გიგაური უახლოესი ერთი თვის ზოგად მიმოხილვას გვთავაზობს:

"ასტროლოგიური თვალსაზრისით, 2021 წლის ერთ-ერთ ყველაზე „ძლიერი“ ახალმთვარეობაა, რადგან მზე და მთვარე განთავსებულები იქნებიან ვერძის ზოდიაქოში , რაც უკვე მიანიშნებს ენერგიის იმპულსურ, დაუფიქრებელ, წინდაუხედავ გამოვლენაზე. გარდა ამისა, ეს ახალმთვარეობა ხდება ვერძის ზოდიაქოს 23-ე (დამანგრეველ) გრადუსში.

მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მოიმატებს აგრესიის ალბათობა და ეს საგრძნობი იქნება როგორც ინდივიდუალური, ისე სახელმწიფოებრივი მასშტაბით. განსაკუთრებით რთული იქნება ისეთი ტერიტორიები, სადაც შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეები არსებობს. მოსალოდნელია ამ სივრცეში სრულმასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების მომსწრე გავხდეთ.

თუ თბილისის გრძედსა და განედს ავიღებთ, ვნახავთ, რომ ეს ახალმთვარეობა ასცენდენტთან ზუსტ შეერთებაშია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ზემოთ ხსენებულ იმპულსურობასა და აგრესიას. ამას „კლასიკური“ წყობა ეწოდება, როდესაც ერთი და იგივე ნიშანში განთავსებულია ჰოროსკოპის სამი ძირითადი პარამეტრი - მზე, მთვარე და ასცენდენტი. აქედან გამომდინარე, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში საქართველოში მოიმატებს კონფლიქტები და დაპირისპირები. გაიზრდება ტექნიკური ავარიების ალბათობა (მათ შორის ავტოკატასტროფების რიცხვიც). აქედან გამომდინარე, საჭიროა დაფიქრებული და წინდახედული მოქმედებები. ტექნიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობისას, მანქანის მართვისას, ასევე ბასრ და მსხვრევად ნივთებთან ურთიერთობისას საჭირო იქნება სიფრთხილის გამოვლენა.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არა იმპულსურად, არამედ კარგად გააზრების შემდეგ უნდა იქნას მიღებული. ეს რამდენად შეამცირებს ნეგატიური შედეგის მიღებას.

საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა მე-10 სახლშია, ამიტომ უახლესი ერთი თვის განმავლობაში მოსალოდნელია კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამძაფრდეს ხელისუფლებისთვის ბრძოლა. არ არის გამორიცხული ზოგი პოლიტიკოსი დაუფიქრებელი და წინდაუხედავი საუბრის გამო, სერიოზულ სკანდალშიც აღმოჩნდეს ჩათრეული. არ გამოირიცხება გამჟღავნდეს აქამდე დაფარული პოლიტიკური თუ ეკონომიკური საიდუმლოება, რაც ხალხში აგრესიის დონეს კიდევ უფრო გაზრდის.

ეს ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვერძის 22-ე, 23-ე და 24-ე გრადუსებში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორი (მმართველი) იმყოფება.

ვერძები

დაიწყება საშუალოდ ერთთვიანი მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც მათ ცხოვრებაში ახალ იმპულსებს, ახალ ენერგიას შემოიტანს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება ცეცხლის სტიქიის დანარჩენი ნიშნებისთვის - ლომისთვის და მშვილდოსნისთვის . მათთვისაც ეს პერიოდი მნიშვნელოვანი საკითხების დალაგების საშუალებას მოიტანს. მოსალოდნელია ის ნეგატიური ცვლილებებიც კი, რომელიც ამ პერიოდში მოხდება, მთლიანობაში პოზიტიურად შემოუტრიალდეთ. წაიკითხეთ სრულად

"ძალზე პრობლემური იქნება 9 აპრილი... ბეწვის ხიდზე მოუწევთ ვიღაცეებს გავლა" - რას წერს ასტროლოგი უახლოეს თვეებში მოსალოდნელ მოვლენებზე

აპრილის 7 მოვლენა, რომელიც ყველაზე იმოქმედებს - აი, რა უნდა იცოდეთ მათზე

ამაღამ სავსემთვარეობა - რას უნდა ელოდნენ ზოდიაქოს ნიშნები და როგორია ასტროლოგების რეკომენდაციები