ავტორი:

"ძალზე პრობლემური იქნება 9 აპრილი... ბეწვის ხიდზე მოუწევთ ვიღაცეებს გავლა" - რას წერს ასტროლოგი უახლოეს თვეებში მოსალოდნელ მოვლენებზე

"ძალზე პრობლემური იქნება 9 აპრილი... ბეწვის ხიდზე მოუწევთ ვიღაცეებს გავლა" - რას წერს ასტროლოგი უახლოეს თვეებში მოსალოდნელ მოვლენებზე

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი დღეებისა და თვეების განმავლობაში მოსალოდნელი ასტროლოგიური მოვლენების შესახებ გვაფრთხილებს:

"მერკური თევზებიდან ვერძში გადავიდა და 19 აპრილამდე აქ დარჩება. მოგეხსენებათ, მზეც იქაა და ვენერაც (შეერთებულები არიან). ჰოდა, ნამეტანი ვერძული ხასიათები გვექნება და საუბრებიც შესაძლოა აგრესიული გამოგვივიდეს. მეტადრე, თევზებში მერკურის ყოფნის დროს დაშვებულ შეცდომებს რომ აღმოვაჩენთ, ჩვენსას თუ სხვისას - სწორედ, მაშინ. ეს კი სადღაც 6 აპრილს იქნება ყველაზე მოსალოდნელი, როდესაც მერკურს არცერთ პლანეტასთან არ ექნება ასპექტი. და მერე კიდევ აპრილის მეორე ნახევრიდან, (15-19 რიცხვები) პლუტონთან და მარსთან რომ მოვა კავშირში - მაშინაც.

ისე, სხვა დღეებში ძირითადად ჰარმონიული ასპექტები აქვს და მთელი ჩვენი საუბრები უბრალოდ აქტიური და შემართებული იქნება. აგრესიული ნაკლებად, თუმცა, მანდ უკვე პირადი ტრანზიტებიც გასათვალისწინებელია... მოდით ესეც ვთქვათ - საკმაოდ დაძაბულ პერიოდს გადის სამყარო, და ეს არც გუშინ დაწყებულა, არც გუშინწინ და მერკური ვერძის ბრალი სულ არ იქნება. ამიტომ გასაგებია, რომ ნერვები ყველას წკიპზე აქვს. ჰოდა, მოდით ცოტა მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს....

აპრილის თვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფონურ ასპექტად მარსისა და ნეპტუნის კვადრატი შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც დღეს, 1 აპრილს ჩაირთო და 18 რიცხვის ჩათვლით იქნება ძალაში, თუმცა პიკი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვან თარიღზე - 9 აპრილს მოუწევს . კვადრატურები ნეგატიური გამოვლინების, დაძაბულ ასპექტებად ითვლებიან და ცხადია, გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იქნება. ის გვაიძულებს ჩვენი ქმედებები რაღაც ფარული, შემოვლითი გზებით განვახორციელოთ. პირდაპირი აქტივობა ამ პერიოდში არ ჭრის. აქ შესაძლოა წამოიჭრას ისეთი პრობლემები, როგორიცაა ილუზიები, გადასაჭრელი საქმის, პერსპექტივის არასწორი შეფასება, რაც შემდგომში აუცილებლად გამომჟღავნდება, თუმცა დაშვებული შეცდომების გამოსწორება შესაძლოა უკვე დაგვიანებულიც აღმოჩნდეს.

ასეთ დროს კიდევ უფრო არასასურველია არაფხიზელ გონებაზე, ალკოჰოლის თუ სხვა გამაბრუებელი საშალებების ქვეშ მიღებული გადაწყვეტილებები. ახლა არაა დრო რაღაც ეიფორიული შეგრძნებების ძიების, მათ შორის არც სასიყვარულო სფეროში, - თქვენი ავანტიურა, ღალატი და სიცრუე ძალიან მალე გამომჟღავნდება. მაკომპრომენტირებელი ინფორმაცია უსათუოდ გაჟონავს. ამიტომ "სტოპ". უამისოდაც კი შესაძლოა ცილისწამებები და ჭორები, ნუ გაირთულებთ საქმეს უარესად.

არასასურველი პერიოდია ჰოსპიტალიზაციისა და გეგმიური ქირურგიული ჩარევებისათვის, სიფრთხილე გამოიჩინეთ მედიკამენტების მიღებისას, მკაცრად აკონტროლეთ დოზები. ასევე აკონტროლეთ მოჭარბებული ემოციები, რადგან სწორედ მათ შეუძლიათ ახლა ლოგიკურ აზროვნებაში ხელის შეშლა.

ძალზე პრობლემური იქნება 9 აპრილი . წაიკითხეთ სრულად

აპრილის 7 მოვლენა, რომელიც ყველაზე იმოქმედებს - აი, რა უნდა იცოდეთ მათზე

ამაღამ სავსემთვარეობა - რას უნდა ელოდნენ ზოდიაქოს ნიშნები და როგორია ასტროლოგების რეკომენდაციები

"ფარული ამბები, ინტრიგები, სიცრუე... ამოტივტივდება" - რას წერს ასტროლოგი უახლოეს პერიოდზე და ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ურჩევს ფრთხილად ყოფნას