ესაჭიროება. ჩვენი საიტი ამიერიდან გაძლევთ შანსს დასვათ თქვენთვის საჭირბოტო ნებისმიერი კითხვა საიტის ფორუმზე, კონკრეტულ "კვირის თემაში" და მიიღოს მასზე ამომწურავი პასუხი.
astrologi.ge-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შაბათი დღის ფრომატი იცვლება. ამიერიდან, ყოველი კვირის დასაწყისში ჩვენ დავასახელებთ ფორუმზე "კვირის აქტიურ თემას" და მასში დასმულ უახლეს 10-15 კითხვაზე პასუხს, თქვენ შაბათ დღეს საიტზე სტატიის სახით იხილავთ.
თუ ჯერაც არ ხართ ფორუმზე დარეგისტრირებული, დარეგისტრირდით სასწრაფოდ და დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვა "კვირის აქტუალური თემის" ფარგლებში. თუმცა, აქვე მინდა მარტივი ინსტრუქციაც გაგაცნოთ საიმისოდ, რომ სამომავლოდ გარკვეული სახის გაუგებრობები ავიცილოთ თავიდან. შეკითხვა აუცილებლად ქართული შრიფტით და კარგად უნდა იყოს ფორმირებული. გარდა ამისა, აუცილებლად მიუთითეთ მასში თქვენი ზუსტი მონაცემები (დაბადების წელი, თვე, რიცხვი, ზუსტი საათი, ქალაქი სადაც დაიბადეთ და სქესი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შეკითხვა საიტის ადმინისტრაციის მიერ ვერ განიხილება.
nacara65
გამარჯობა, ჩემი მონაცემები ნახეთ გთხოვთ... 20.07.1986 დილის 8:30, გოგო ვარ.
პასუხი
- სავარაუდოდ გვიანი შვილი გეყოლებათ, დიდი ალბათობით საკეისრო კვეთით გაჩენილი.
miranda
12 ივლისი. 2009. 18:00. თბილისი
პასუხი -
არ ვიცი ამ ასაკის ადამიანს რატომ აინტერესებს შვილის ყოლა-არყოლის საკითხი. ალბათ თქვენი შვილია და მის შესახებ მეკითხებით. ამ ადამიანს მრავალშვილიანობის ასპექტი აქვს, თუმცა, ერთ-ერთ შვილთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ექნება მომავალში.
natka
12.12.1991 საღამოს 19:30 ზუგდიდში (გოგო) მეყოლება თუ არა შვილები? გთხოვთ მიპასუხოთ.
პასუხი -
თქვენი რუკა (თუ დაბადების საათი აბსოლუტურად ზუსტია) აფიქსირებს ერთი ან ორი შვილის ყოლის ალბათობას. თუმცა, ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობა შეიძლება საფრხის ქვეშ იყოს. იზრუნეთ მასზე.
studenti
1994 წლის 8 სექტემბერი 19:30 დან 20:00–მდე თბილისი
პასუხი - თავს შევიკავებ პასუხისგან სანამ დროს არ დააზუსტებთ. მაჩვენებლები ძალიან იცვლება.
khatula
1994 წლის 13 ნოემბერს 18 საათისკენ დავიბადე. მაინტერესებს რამდენი შვილი მეყოლება და ოდესმე რაიმე პრობლემა თუ მექნება ამ საკითხთან დაკავშირებით?
პასუხი - პრობლემა ნაკლებად ჩანს თქვენ რუკაზე შვილის ყოლის კუთხით. შესაძლოა, ბევრი შვილი არ იყოლიოთ, ერთი ან მაქსიმუმ ორი.
salo111
27.06.1995. გამთენიის 6 საათზე ,ქ. რუსთავი ამ თემასთან დაკავშირებით მაინტერესებს ყველაფერი, გმადლობ.
პასუხი - შვილის და ზოგადად ბავშვების, მათთან ურთიერთობის თემა საკმაოდ აქტუალური იქნება თქვენ ცხოვრებაში. შესაძლოა გვიანი შვილი გყავდეთ. არის ასევე მუცლის მოშლის ალბათობაც, ძირითადად ტრავმების (დაცემა, დარტყმა) გამო. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდეთ ამ საკითხს და ზოგადად, შვილთან ურთიერთობაში სამომავლოდ ეცადეთ იყოთ ძალიან ლოიალური.
marikela
გამარჯობა, დავიბადე 1995 წლის 17 სექტემბერს ქალაქ თბილისში, 05.00 საათზე, გოგო ვარ მაინტერესებს რამდენი შვილი მეყოლება ))))))
პასუხი -
დიდი ალბათობით ერთი შვილი გეყოლებათ, მაქსიმუმ ორი.
makine25
აქაც მოგესალმებით, დავიბადე 1984 წლის 16 იანვარს, დილის 7-8 საათზე. რამდენი შვილის ყოლის ალბათობა მაქვს? ან საერთოდ არის ალბათობა,რომ დედა გავხდე? მადლობა წინასწააააარ :)
პასუხი - სამწუხაროდ დრო უნდა დააკონკრეტოთ, იმიტომ რომ ერთი საათის მანძილზე მაჩვენებლები ძალიან იცვლება ამიტომ ვერ გცემთ კონკრეტულ პასუხს.
lela91
გამარჯობათ, დავიბადე 1991 წლის 13 ნოემბერს ქუთაისში,დილის 12 ის ნახევარზე
პასუხი - შვილი სავარაუდოდ ერთი გეყოლებათ. მაქსიმუმ ორი. არ ჩანს თქვენ რუკაზე ბევრი შვილის ყოლის ალბათობა.
Senpai
დავიბადე 12 ივლისს, 1994. დილის 06:15, ქალაქ ქუთაისში, ბიჭი. მაინტერესებს შვილების ყოლის ალბათობა.
პასუხი - თქვენ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის საკუთარ შვილთან ერთად, ნაშვილები ბავშვი ან არა თქვენი შვილი (მაგ. გერი) გაზარდოთ.