გაითვალისწინეთ სპირიტიზმის ეს 7 კანონი და რჩეულ ადამიანთან  თქვენს დაშორებას ვერავინ შეძლებს

გაითვალისწინეთ სპირიტიზმის ეს 7 კანონი და რჩეულ ადამიანთან  თქვენს დაშორებას ვერავინ შეძლებს

ხშირად ადამიანებს ერთმანეთი ძალიან უყვართ, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ერთად დარჩენას ვერ ახერხებენ, მათ ურთიერთობას ვნებს ფინანსური პრობლემები, ყოველდღიური წვრილმანები და რუტინაც კი, აღარაფერს ვამბობ მესამე ადამიანზე, რომელიც მათ შორის დგება ხოლმე. პრობლემა სულიერი კავშირის სისუსტეშია, ამიტომ გთავაზობთ სპირიტიზმის 7 კანონს, რომელიც დაგეხმარებათ სულიერი კავშირის გაძლიერებაში.

  • პირველი კანონი: მართლა ენდეთ ერთმანეთს

ადამიანებს ჰგონიათ ხოლმე, რომ პარტნიორს ან პოტენციურ შეყვარებულს ენდობიან, სინამდვილეში კი გამუდმებით ამოწმებენ მის სოციალურ ქსელს - ვინ დაიმატა მეგობრებში? ვისი ფოტო მოიწონა? ან პირიქით, ვინ ”დაულაიქა" ან დაუკომენტარა ფოტო? ვის წერს, რას და რატომ? ვინ არიან მობილურში ჩაწერილი კონტაქტები? ვის მიესალმა ქუჩაში? მსგავსი კითხვების ჩამონათვალი შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს. მოერიეთ თავს, დაიჯერეთ, რომ ადამიანი არსად გარბის, არ გატყუებთ, არ გღალატობთ, არ გიმზადებთ შეთქმულებას, მისი განზრახვა კეთილშობილურია... იყავით მაგალითი, დაანახვეთ როგორ უნდა გენდოთ.

  • მეორე კანონი: შეიცანით და მიიღეთ

თავიდან ადამიანი, რომელმაც გაგვიტაცა, უნაკლო გვეჩვენება; მიგვაჩნია, რომ ყოველთვის სწორად იქცევა და მისი მავნე ჩვევებიც კი მოგვწონს, მაგრამ აუცილებლად დადგება მომენტი, როცა ამ მის რეალურად აღქმას დავიწყებთ, ჩამოვიხსნით სათვალეს და დავინახავთ ჩვეულებრივ ადამიანს.

ამაში საგანგაშო არაფერია, არც სიყვარული განელებულა და არც თქვენი რჩეული შეცვლილა. პირიქით, ძალიან საინტერესო ეტაპი გამოიარეთ და უკეთესი წინ გელით. სანამ ადამიანის შეცნობის (ხანგრძლივ) პროცესში ხართ, არ დაგავიწყდეთ, რომ უნაკლო არავინაა, მათ შორის არც თქვენ. ყველამ უნდა დავუშვათ შეცდომები, სხვაგვარად ვერც პიროვნულად გავიზრდებოდით და ვერც უკეთესობისკენ შევიცვლებოდით. ძლიერი სულიერი კავშირის საიდუმლო ადამიანის მიღებაშია - გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის და არ სცადო მისი შეცვლა.

  • მესამე კანონი: მოთმინების სავარჯიშო

ძლიერი სულიერი კავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი მოთმინების უნარია. თუ თქვენ არ შეგიძლიათ გაჩუმდეთ მაშინ, როცა პარტნიორი ჩხუბობს და წამდაუწუმ ეჩრებით; თუ არ შეგიძლიათ მოითმინოთ მისი გამოხდომები, როცა უგუნებოთაა; თუ არ შეგიძლიათ აიტანოთ წუწუნი და ბუზღუნი, როცა ცუდი დღე ჰქონდა; თუ არ შეგიძლიათ მოითმინოთ მისი საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ეჭვიანობა; სულიერ კავშირზე საუბარიც ზედმეტია.

  • მეოთხე კანონი: დაინახეთ სპირიტუალიზმი სექსუალურ კავშირში

თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ სექსსა და სულიერებას საერთო არაფერი აქვთ, ძალიან ცდებით. სინამდვილეში, კარგი სექსი სულიერ შერწყმას მოიცავს. ადამიანებმა ცხოველური ჟინით ფიზიკურ კავშირს მთავარი ფუნქცია გამოაცალეს - წყვილი იქცეს ”ერთ სულ და ერთ ხორც."

  • მეხუთე კანონი: ემოციური თავისუფლება

არ შეზღუდოთ პარტნიორი ფრაზით ”ნუ მიყვირი!" თუ მას ყვირილი სურს, დაე, იყვიროს. ასე უარყოფითი ენერგიისგან თავისუფლება და თან სულში გახედებთ. ასევე, თუ გეტირებათ, იტირეთ. რაც უფრო თავისუფალი იქნებით ერთმანეთთან გრძნობების გამოხატვისას, მით უფრო მეტად დაახლოვდებით სულიერად.

  • მეექვსე კანონი: ისაუბრეთ თქვენს ოცნებებზე

გაუზიარეთ მას თქვენი ყველაზე ღრმა ფიქრები, უფლება მიეცით შეაღწიოს გონებისა და სულის იმ კუნჭულებში, რომლებშიც არავის უშვებთ, გაუზიარეთ ყველაზე არარეალური ოცნებებიც კი და სთხოვეთ, გიამბოთ, თავად რას ნატრობს. შეიყვარეთ მისი ოცნებები და სცადეთ მიზნების მიღწევაში დაეხმაროთ.

  • მეშვიდე კანონი: ისწავლეთ ერთმანეთისგან

ყველა ადამიანს შეუძლია რაღაც ახალი შეგძინოთ, მით უმეტეს პარტნიორს, თქვენ ხომ უინტერესო და უვიც პიროვნებას არ შეარჩევდით?! ისწავლეთ მისგან ის, რითაც მოგხიბლათ. მაქსიმალურად გამოიყენეთ დრო პარტნიორის გვერდით ყოფნისას, რომ ინფორმაციული თვალსაწიერი გაიფართოვოთ. შეუმჩნევლად უბიძგეთ მეორე ნახევარს, რომ მოგბაძოთ.

5 რამ, რასაც ბედნიერი ადამიანები დილით საწოლიდან ადგომამდე აკეთებენ

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

ნუმეროლოგიური გამოთვლები: რას მოიტანს 2020 წელი თქვენს ცხოვრებაში და რა ცვლილებებია გარდაუვალი?