გიყვართ ჯინსები? გაიგეთ როგორი სტილის ჯინსი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

გიყვართ ჯინსები? გაიგეთ როგორი სტილის ჯინსი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ასტროლოგიაში არსებობს სხვადასხვა მიმართულება, მათ შორისაა ჯანმრთელობის, ფინანსური და ქვეყნების (მუნდანური) ასტროლოგია. თუმცა არის კიდევ ერთი, შედარებით ახალი მიმართულება, რომელიც ადამიანების მოდურ მიდრეკილებებსა და გემოვნებას იკვლევს. ევროპაში ამ მიმდინარეობას ე.წ. Fashion Astrology ეწოდება და წამყვანი, მოდური ჟურნალების რედაქტორები ხშირად სარგებლობენ ასტროლოგიური კონსულტაციებით ამა თუ იმ სეზონზე მოსალოდნელი ტენდენციების გასათვლელად. ამჯერად, ზუსტად ამ სპეციფიკურ განხრას გვინდა შევეხოთ ჩვენც და იმის შესახებ მოგითხროთ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს როგორი ტიპის ჯინსის ტარებას ურჩევენ ასტროლოგები...

ასე მაგალითად, ვერძის ნიშნით დაბადებულ ქალებს ექსპერიმენტების მიმართ გააჩნიათ მიდრეკილება, მათი სტილია ე.წ. "ბოიფრენდ" ჯინსი, თამამი ნახევებით.

კუროს სხეულის სავსე ფორმებით გამოარჩევთ, მათ უმეტესობას ასევე ლამაზი ფორმის მკერდი აქვს, ამიტომ ასტროლოგები კუროს ურჩევენ მაღალწელიანი ჯინსი ატაროს, კლასიკური მელნისფერი.

ტყუპის ზოდიაქოს ნიშანი ცვალებადი და ბავშვურია, მათთვის საუკეთესო არჩევნად ასტროლოგებს ფერადი ჯინსი მიაჩნიათ. ეს ყველაზე კარგად ასახავს ტყუპის ცვალებადობას.

კირჩხიბის ნიშანი ქალური და იდუმალია. მათთვის ასტროლოგები ე.წ. "ჯინსი კაბა-შარვალის" ან "შლაქსის" ფორმის ჯინსებს ანიჭებენ უპირატესობას.

ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქალებს ყველაფერში პომპეზურობა უყვართ. მათთვის ასტროლოგები ყველაზე შესაფერისად თვლებით ან ტყავის ელემენტებით გაწყობილ ჯინსს მიიჩნევენ.

ქალწულის ზოდიაქოს სხვებისგან სისადავე და მინიმალიზმის სიყვარული გამოარჩევს. ამიტომ ჯინსიც ქალწულმა კლასიკური ფორმის, სწორი და ყოველგვარი ზედმეტი ელემენტების გარეშე უნდა ატაროს.

Astrologia

სასწორის ნიშნით დაბადებული ქალები საოცრად ქალურები და მომხიბვლელები არიან. მათთვის ასტროლოგები ე.წ."დაპრინტულ" ჯინსს მიიჩნევენ იდეალურად.

რაც შეეხება ქალ მორიელს, რომელიც ნებისმიერ სამოსში აფრქვევს სექსუალურ ენერგეტიკას, ასტროლოგები "მამაკაცური სტილის" ჯინსის ტარებას ურჩევენ. ამიტომ მორიელს თამამად შეუძლია უბოდიშოდ მიისაკუთროს კიდეც პარტნიორის სამოსი.

მშვილდოსნის ზოდიაქოს პრაქტიკულობა მოსწონს. შესაბამისად, მათთვის იდეალური ჯინსი ე.წ. "სქინი" ანუ ვიწრო ფორმის ჯინსი იქნება.

რაც შეეხება თხის რქას, იგი კლასიკის მოყვარული ნიშანია და ხშირად სულაც არ სწყალობს ჯინსის შარვლებს. თუმცა მაინცდამაინც თხის რქისთვის მისაღები შავი ან მუქი მელნისფერი ჯინსი იქნება.

მერწყული კრეატიული და ორიგინალური ნიშანია, მისთვის ნებისმიერი ტიპის ჯინსია მისაღები, რომელსაც საკუთარი ხელით გააფორმებს ნაქარგებით ან ლამაზი კომპოზიციებით თვლებისგან.

დაბოლოს, თევზების ზოდიაქოს ნიშანი ნაზი და ჰაეროვანია, მისთვის ასტროლოგები ე.წ. "მოთეთრო-მოცისფრო" ფერის ჯინსებს ანიჭებენ უპირატესობას; "მოხარშულის" ეფექტით.

7 რამ, რაც ბავშვებს მშობლებზე ემახსოვრებათ, როდესაც გაიზრდებიან

რა ცვლილებებს უმზადებს ივლისი ზოდიაქოს ნიშნებს - ტაროს კარტების პროგნოზი

რატომ არ ახსოვს ადამიანს წინა ინკარნაციებში განვლილი ცხოვრება და რა არის ასტრალური პარალელური სამყარო