ავტორი:

ყოველდღე სათქმელი 10 ფრაზა ასტროლოგისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებას სასწაულებრივად შეცვლის

ყოველდღე სათქმელი 10 ფრაზა ასტროლოგისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებას სასწაულებრივად შეცვლის

პოზიტიური აფირმაციების ხშირი გამეორება ადამიანისთვის ერთგვარი სტიმული და ცხოვრების დადებითი ცვლილებების დაწყების ძლიერი იმპულსი ხდება.

როგორ ჩამოვაყალიბოთ აფირმაცია? აფირმაციის ჩამოყალიბებას თავისი კანონი აქვს:

1. უნდა იწყებოდეს სიტყვით "მე".

2. ზმნა (მოქმედება) უნდა იყოს აწმყო დროში (ვარ, მაქვს, ვაკეთებ, მიხარია).

3. არ უნდა შეიცავდეს უარყოფას და ნეგატიურ სიტყვებს.

4. არ უნდა აღემატებოდეს 8 სიტყვას.

5. უნდა იყოს კონკრეტული.

6. უნდა შეიცავდეს დადებითი ემოციის შემცველ სიტყვებს: სიამოვნებით, სიხარულით, აღტაცებით, სიამაყით, სიმშვიდით, სიყვარულით.

7. აფირმაცია უნდა ეხებოდეს კონკრეტულად იმ პიროვნებას, რომელიც კითხულობს.

გთავაზობთ რამაზ გიგაურის 10 აფირმაციას (წიგნიდან "წარმატების 365 გასაღები"):

1. მე ჩემს მიზნებს იოლად და სწრაფად ვაღწევ!

2. მე ნათლად ვხედავ, რომ სამყარო ჩემი დამხმარეა!

3. მე დღეიდან ვიწყებ ჩემი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას!

4. მე ჩემი წარმოსახვა ყოველთვის მეხმარება წარმატების მიღწევაში.

5. მე თამამად და ეფექტიანად ვურთიერთობ წარმატებულ ადამიანებთან!

6. მე ვიწყებ მოქმედებას და იოლად ვიმარჯვებ!

7. მე ჩემს ცხოვრებაზე პასუხისმეგებლი ვარ!

8. მე მაქვს მომავლის იმედი!

9. მე ყველა ცხოვრებისეული გაკვეთილიდან უმნიშვნელოვანეს ცოდნას ვიღებ!

10. მე პოზიტიურად ვარ განწყობილი!

გაიმეორეთ რამაზ გიგაურის 10 აფრიმაცია ყოველდღიურად და გაოცდებით, როგორ შეუმჩნევლად შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

შეგახსენებთ, რომ რამაზ გიგაურის წიგნი "წარმატების 365 გასაღები" 12 ნაწილად, სამუშაო წიგნის სახით გამოიცემა და მკითხველს მისი შეძენა ჟურნალ "გზასთან" ერთად, 26 სექტემბრიდან შეეძლება.

5 რამ, რასაც ბედნიერი ადამიანები დილით საწოლიდან ადგომამდე აკეთებენ

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

ნუმეროლოგიური გამოთვლები: რას მოიტანს 2020 წელი თქვენს ცხოვრებაში და რა ცვლილებებია გარდაუვალი?