სპილო ითვლებოდა აფრიკისა და ინდოეთის ხალხებს შორის საკულტო ცხოველად. უძველეს ინდოელებს სწამდათ, რომ სპილოს არამარტო ბარაქა და სიმშვიდე, ზომიერების განცდაც მოაქვს ადამიანებისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ზომიერება ფულის ხარჯვასაც ეხება. სპილოს სტატუეტი დღემდე ითვლება ფულად ამულეტად ოჯახისთვის.
არსებობს საინტერესო ლეგენდა სპოლოზე - ერთ გლეხს ძალზე მფლანგველი ცოლი ჰყავდა, რის გამოც ოჯახში გაუთავებელი ჩხუბი და შეხლაშემოხლა არ თავდებოდა მეუღლეებს შორის. ბოლოს და ბოლოს ქმარმა გადაწყვიტა რჩევის საკითხავად სოფლის უხუცესისთვის მიემართა. ამ უკანასკნელმა კი მას სპილოს ქანდაკების ყიდვა ურჩია, რომლისთვისაც სახლში განსაკუთრებული ადგილი უნდა მიეჩინა. მოკლე დროში გლეხის ცოლმა უთავბოლოდ ფულის ფლანგვას უკლო, ოჯახშიც დოვლათმა და ბარაქამ იწყო შემოდინება.
სპილო სიმდიდრის გარდა, წარმატებისა და კარიერული ზრდის სიმბოლოც გახლავთ. იმიტომ რომ ცოცხალი სპილო ხშირად იწვევს ადამიანების გაოცებას საკუთარი გაბარიტების გამო. ამ საკულტო ცხოველს მეფური ხასიათი აქვს, გამოირჩევა სიდინჯითა და სიბრძნით. არის მშვიდობის მოყვარე და მომთმენი. სპილოს ხორთუმი კი მის ყველაზე მნიშვნელოვან "ატრიბუტად" ითვლება.
ამიტომ თუკი გსურთ, რომ ოჯახში ბარაქა იქონიოთ, შეიძინეთ სპილოს ქანდაკება ზემოთ აწეული ხორთუმით, პირიქით ქუჩისკენ. იმ შემთხვევაში კი თუკი თქვენს ოჯახში მატერიალურმა კეთილდღეობამ დაისადგურა, აუცილებლად შეიძინეთ სპილოს ხორთუმდაშვებული ქანდაკება საიმისოდ, რომ არსებული შემოსავლები დიდი ხნით შენარჩუნდეს თქვენთან.
სპილოს ქანდაკება შეიძლება სხვადასხვა მასალისგან იყოს დამზადებული - შუშის ან კერამიკული. საუკეთესო ვარიანტია თუკი ერთბაშად შეიძენთ სპილოს შვიდ ქანდაკებას. უძველეს ხალხებს სწამდათ, რომ ასე თქვენი წარმატება შვიდგზის გაიზრდება. შვიდიანი ხომ მაგიური ციფრია, რომელიც თავის მხრივ სტაბილურობასა და სიმშვიდეს უკავშირდება.
წყარო - http://vpotokedeneg.me