რომელი დრაკონი გემორჩილებათ, ძველი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით?

რომელი დრაკონი გემორჩილებათ, ძველი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით?

ძველი ჩინური ლეგენდის თანახმას, ზოდიაქოს თითოეული ნიშანი დრაკონს მართავს. გაინტერესებთ, რომელი დრაკონი გემორჩიელბათ?

ვერძი
ვერძი მართავს დრაკონს, რომელიც სტიქიურ მოვლენებს განაგებს. მას შეუძლია გამოიწვიოს ძლიერი ჭექა-ქუხილი, დასცეს მეხი, მოუხმოს დელგმას, სეტყვასა და ქარს. ეს დრაკონი ცეცხლის ნაცვლად ელექტროენერგიას აფრქვევს და მომენტალურად ანადგურებს ყველაფერს.

Astrologia

კურო

კურო მართავს დრაკონს, რომელიც ქვებს, მეტალებსა და მინერალებს იცავს, სწორედ ამიტომ კუროს ხელეწიფება მიწის წიაღში არსებული ყველა განძის დაპატრონება. ამ დრაკონს შეუძლია ამოიცნოს ყალბი და ნამდვილი ძვირფასი ქვები. მისი გულ-მკერდი მოოქრულია, რაც მტრის თავდასხმისგან იცავს.

Astrologia

ტყუპი

ტყუპი მართავს დრაკონს, რომელიც ადამიანთა ფიქრებს კითხულობს, თუ თვალებში ჩახედავს მას. ამ დრაკონის მოტყუება შეუძლებელია. მეტიც, მან ყოველთვის წინასწარ იცის ხალხის გეგმები და განზრახვები.

Astrologia

კირჩხიბი

კირჩხიბი მართავს დრაკონს, რომელსაც შეუძლია უჩინარი გახდეს და მომავალი იწინასწარმეტყველოს. სწორედ ამიტომ ეს დრაკონებში ერთ-ერთი ყველაზე საშიში და დაუმორჩილებელი ჯიშია. მისი დახმარებით უძველეს დროში კირჩხიბს შეეძლო შეეღწია ყველგან, ისე რომ ვერავის შეეტყო, გაეგო ნებისმიერი ინფორმაცია.

Astrologia

ლომი

ლომი მართავს დრაკონს, რომელიც ყველა ცხოველის მეფეა. მას შეუძლია ფაუნა გააერთიანოს და მისი ძალა პირადი ინტერესებისთვის გამოიყენოს. ეს დრაკონი ბრაკონიერების დაუძინებელი, შურისმაძიებელი მტერია.

Astrologia

ქალწული

ქალწული მართავს დრაკონს, რომელიც ფლორაზე ზრუნავს. მას ემორჩილება დედამიწაზე არსებული ყველა მცენარე, უდაბნოში ამოსული კაქტუსით დაწყებული - ევერესტზე გაფურჩქნილი ედელვაისით დამთავრებული. ამ დრაკონს შეუძლია თვალის დახამხამებაში მიწიდან ამოიყვანოს ალვის ხე, ზამთარშიც კი ააბიბინოს ბალახი. ლეგენდის თანახმად, ის ანადგურებს ყველა სულიერს, რომელიც ბუნებას ვნებს.

Astrologia

სასწორი

სასწორი მართავს ერთ-ერთ ყველზე შემზარავ და სასტიკ დრაკონს, რომელიც დაფარულია შხამიანი, რქოვანი წამონაზარდით. მაშინაც კი თუ დრაკონმა ოდნავ გაკაწრა მსხვერპლი, ის მომენტალურად იღუპება. ამ დრაკონს განვითარებული სმენა, ყნოსვა და ხედვა აქვს, რის გამოც შეუძლებელია ცოცხალი გადაურჩე. ხშირად იყენებდნენ განძის ან მნიშვნელოვანი ნივთების დასაცავად.

Astrologia

მორიელი

მორიელი მართავს დრაკონს, რომელსაც გარდაცვლილთა სამყაროსთან დაკავშირება შეუძლია. ის სულს დროებით ცოცხალთა სამყაროში აბრუნებს, იმისთვის, რომ დაუსრულებელი საქმეები დაამთავროს. დრაკონის ამ სახეობას ფერის შეცვლა შეუძლია.

Astrologia

მშვილდოსანი

მშვილდოსანი მართავს დრაკონს, რომელიც ცეცხლს იმორჩილებს. ბუნებრივია, რომ ის თავადაც ცეცხლისმფრქვეველია, მას ალი ვერაფერს ვნებს, ფაფარიც კი არ ეწვება. ამ დრაკონის ცეცხლს შეუძლია ნებისმიერი მეტალის გადადნობა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სახეობა ვულკანებს განაგებს.

Astrologia

თხის რქა

თხის რქა მართავს დრაკონს, რომელსაც ადამიანად გადაქცევა შეუძლია.

Astrologia

მერწყული

მერწყული მართავს დრაკონს, რომელიც დროს განაგებს. მას შეუძლია წარსულში გადაიხვეწოს ან მომავალში გაფრინდეს. სწორედ ამიტომ ყოველთვის იმაზე მეტი იცის, ვიდრე იმ ეპოქის შვილებმა, რომელშიც დაიბადა. ეს ჯიში მიიჩნევა ყველაზე ამოუცნობად. ლეგენდის თანახმად, დრაკონის ეს სახეობა ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ კარგად იმალება და მერწყულს ელოდება.

Astrologia

თევზები

თევზები მართავს დრაკონს, რომელიც ოკეანეებს, ზღვებს, მდინარეებსა და ტბებს განაგებს. ამ დრაკონს შეეძლო ადამიანები წყურვილით მოეკლა ან პირიქით, დაეტბორა მათი საცხოვრებელი ადგილი, ჩაეძიერა გემები. მისი დამხმარეები ქალთევზები იყვნენ, რომლებიც მრავალ კულტურაში სირინოზთა სახელით დარჩნენ.

Astrologia

11 თებერვალს ახალმთვარეობაა - რატომ არის 12 თებერვალი წლის განსაკუთრებული დღე და რა უნდა ქნან ზოდიაქოს ნიშნებმა  ბედნიერებისა და წარმატების მოსაზიდად

"პრობლემები ურთიერთობაშიც ალაგდება და სხვა სფეროებშიც, გამოჩნდება ახალი სტაბილური ფულის წყარო" - ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო ერთ კვირაზე

როგორი იქნება თებერვალი ზოდიაქოს ნიშნების ფინანსებისა და ჯანმრთელობისთვის - თვის ჰოროსკოპი