ვერძი - გამოცდებისა და გამძლეობის წელი დაგიდგათ
სიჯიუტითა და მიწოლით ვერაფერს მიაღწევთ და ამას წლის დასაწყისშივე მიხვდებით. უნდა იყოთ მეტად რბილი და მოქნილი, უხეშობა კი დიპლომატიით ჩაანაცვლოთ. მოთმინებითაც აღიჭურვეთ, თუ გსურთ, პოზიტიურ ტალღაზე იყოთ და მინუსებზე მეტი პლუსები გქონდეთ.
რაც უფრო მეტად იქნებით მიზანმიმართული, მით უკეთესია თქვენთვის. იყავით შედეგზე, გამარჯვებაზე ორიენტირებული. წარმატება მოვა, მაგრამ ცოტა უნდა გააქტიურდეთ. ზოგიერთი ცხოვრების კარდინალურად შეცვლას გადაწყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ ვენერას შვილიკოებს ცვლილებები არ უყვართ.
ახალ ნაცნობობასა და საინტერესო წინადადებას გპირდებათ. შეიძლება შეიცვალოს თქვენი ოჯახური სტატუსი. მსუბუქი წელი გელით. სასურველს მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღებთ. სამყაროსგან სასიამოვნო სიუპრიზებიც გელით.
ლომი - გამოცდების წელი დაგიდგათ
მზად იყავით მოვლენების მოულოდნელი განვითარებისთვის. ძალიან ბევრი რამ თქვენს მონდომებასა და სიძლიერეზე იქნება დამოკიდებული. ნუ ეცდებით ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარებას. მეტი დრო დაუთმეთ დეტალებს, რათა არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი წვრილმანები.
თამამად შეგვიძლია გითხრათ, რომ მერკურის მმართველობის ქვეშ მყოფებს ფანტასტიკური პერიოდი დაგიდგათ. წლის დასაწყისში აღმაფრენას იგრძნობთ და "მთების გადასადგმელი" ძალაც აღმოგაჩნდებათ. იყავით მეტად თამამი.
განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს საოჯახო საკითხები. გარშემო მყოფებს თქვენი ყურადღება სჭირდებათ. გაერკვიეთ საკუთარ გრძნობებში და მიიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. წლის მეორე ნახევარში ან საბედისწერო ადამიანს გაიცნობთ, ან გაიგებთ, რომ მალე შვილი გეყოლებათ.
გარშემო მყოფების ქცევა ხშირად გახდება აწეული წნევის მიზეზი. გამორიცხული არაა, რომ საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება მოგიწიოთ. იყავით მაქსიმალურად თავშეკავებული ყველა სფეროსა და სიტუაციაში. ერთმა მკვეთრმა ქმედებამ შეიძლება სერიოზულად დაგაზიანოთ.
იუპიტერის შვილებს მნიშვნელოვანი წელი დაუდგათ. მას შეგვიძლია განწმენდის წელიც ვუწოდოთ. უნდა გათავისუფლდეთ იმ მარწუხებისგან, რაც განვითარებაში გიშლით ხელს და დეგრადაციისკენ გექაჩებათ. თეთრი ვირთხის წელი პოზიტიურ ცვლილებებს გთავაზობთ ბიზნესში. მთავარია, გართობას გადაყოლილმა შანსი არ გაუშვათ ხელიდან.