ავტორი:

"შედეგების დღე... გაიხსენეთ, რა ხდებოდა 6 თვის წინ" - ვინ იგრძნობს ყველაზე მეტად სავსემთვარეობას, რომელსაც 27 თებერვალსაა

"შედეგების დღე... გაიხსენეთ, რა ხდებოდა 6 თვის წინ" - ვინ იგრძნობს ყველაზე მეტად სავსემთვარეობას, რომელსაც 27 თებერვალსაა

27 თებერვალს, ქალწულის ზოდიაქოს 9 გრადუსში სავსემთავრეობას ველოდებით თბილისის დროით 12:17-ზე. სავსემთვარეობა ეს არის შედეგების მიღება, დასრულება თუნდაც იმ საქმეების, რაც თებერვლის ახალმთავრეობაზე დაიწყეთ. ხანდახან სავსემთვარეობაზე სრულდება ის საქმეები, რაც 6 თვის წინ (დაახლოებით, 2020 წლის 17 სექტემბერს) გვქონდა დაწყებული. გაიხსენეთ.

სავსემთავრეობაზე ემოციურობა მომატებულია. ინტუიცია გამძაფრებულია. სხვათა შორის, გირჩევთ, ამ დღეს თქვენს გარშემო მყოფებს დააკვირდეთ. ამ დღეს ისინი თავიანთ რეალურ შინაგან სამყაროს გამოავლნენ. შეიძლება მათი საიდუმლოებებიც კი ამოიცნოთ და გაიგოთ მათი რეალური დამოკიდებულება თქვენ მიმართ და თქვენი - მათ მიმართ. ეს არის შედეგების დღე. თუ კონკრეტული საქმის არა, იმ მიმართულების მაინც იქნება, როგორ უნდა წარმართოთ თქვენი ცხოვრება ამ დღის შემდეგ.

27-ში სავსემთვარეობა იქნება ქალწულში. ქალწული არის მიწის სტიქიის წარმომადგენელი . მას სჭირდება კონკრეტიკა, სიმყარე, სტაბილურობა. მას არ უყვარს ცვლილებები, უფრო კონსერვატიულია. ქალწული არის ნიშანი, რომელიც დაკვირვებულია დეტალებზე, აქვს გამოცდილება და ზუსტი დასკვნის გამოტანა შეუძლია. მას შეუძლია მშვიდად, აკურატულად აკეთოს მონოტონური საქმე, კარგად გამოსდის წვრილ დეტალებთან მუშაობა. აქვს კარგი ტვინი და მის თვალს უმნიშვნელო დეტალიც კი არ გამოეპარება.

სავსემთავრეობაზე ყველას გირჩევთ, რომ აკონტროლოთ შინაგანი სამყარო, შეგრძნებები და ეგოიზმი. ნუ გაგიკვირდებათ თუ დაგეძაბებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ან შეიძლება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებამ მოგიწიოთ სიყვარულის სფეროში. ან სულაც წერტილი დაუსვათ იმ ურთიერთობას, რომელმაც ამოწურა საკუთარი თავი. გირჩევთ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, მოუსმინით პარტნიორს. ეს ეხება საქმიან პარტნიორებსაც. განსაკუთრებით, ვისთანაც ფინანსური თემები გაკავშირებთ. 27-ში გაერკვევით თქვენს გრძნობებში, ფინანსურ საკითხებშიც და გაარკვევთ, რას ფიქრობენ თქვენზე თქვენი პარტნორები.

  • ვინ იგრძნობს სავსემთვარეობას ყველაზე მეტად

რა თქმა უნდა, ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, ანუ მზით ქალწულები . აგრეთვე ისინი, ვისი პროფესიაც დაკავშირებულია ბუღალტერიასთან, მედიცინასთან, ბიბლიოთეკარები, კრიტიკოსები, მაკონტროლებელი (არა პოლიციის სფერო) სისტემის თანამშრომლები. ამ დღეს გირჩევთ, დაკვირვებულად იმუშაოთ. განსაკუთრებით, თუ ფულთან გაქვთ შეხება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გარშემო მყოფები მეტად კრიტიკულები იქნებიან თქვენ მიმართ. მიაქციეთ ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას, დააკვირდით, რას მიირთმევთ. უმჯობესია, ჯანსაღ პროდუქტებს მიანიჭოთ ყურადღება, დაფიქრდეთ დიეტაზე, რაციონის შეცვლაზე.

სავსემთვარეობას, როგორც უკვე ვთქვით, ყველაზე მეტად იგრძნობენ მზით ქალწულები, უფრო კონკრეტულად კი 27 აგვისტოდან 6 სექტემბრის შუალედში დაბადებულები. ყურადღება მიაქციეთ საკუთარი თავის გამოხატვას, თქვენს საქმეებს, ჯანმრთელობას. მიიღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან პასუხს, შედეგს. თუ ავადობდით, გამოჯანმრთელდებით. თუ გიჭირდათ გადაწყვეტილებების მიღება ახლა შეძლებთ თქვენი ნიჭის სწორი მიმართულებით განვითარებას.

ქალწულებზე არანაკლებ იგრძნობენ სავსემთვარეობას მზით თევზები და უფრო მძაფრად ისინი, რომლებიც დაიბადნენ 22 თებერვლიდან 4 მარტის შუალედში. სავსემთვარეობამ შეიძლება დაგანახოთ ის გზა, რომელიც რთული, ჩაკეტილი სიტუაციიდან გამოგიყვანთ. მიიღებთ შედეგს წარსულში შესრულებული საქმეებისგან. თქვენ გაქვთ მხარდაჭერა საყვარელი ადამიანის ან გავლენიანი პიროვნების. დააკვირდით თქვენ გარშემო მომხდარ მოვლენებს, გარშემო მყოფებს, იმ შემოთავაზებებს, რასაც მიიღებთ ან უკვე მიიღეთ, გადაწყვეტილებებს, რაც უნდა მიიღოთ სხვებთან მიმართებაში.

სავსემთვარეობას შედარებით მშვიდად გადაიტანენ კუროები (დაბადებულები 24 აპრილიდან 4 მაისამდე) და თხის რქები (25 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით). თქვენ უკვე მზად ხართ შედეგის მისაღებად, რათა მომდევნო ნაბიჯი გადადგათ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. რაღაცაში უნდა გაერკვეთ, ლოგიკიურ დასასრულამდე მიხვიდეთ.

გაუთვალისწინებელი მოვლენები ელით 27 თებერვალს (+/- 2-3 დღე) მშვილდოსნებისა (26 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე) და ტყუპის (25 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით) ზოდიაქოს წარმომადგენლებს. თქვენ არ იქნებით მზად გადაწყვეტილებების მისაღებად; პროექტების, ურთიერთობების დასასრულებლად. მაგრამ თქვენს გეგმებს რაღაცის ან ვიღაცის გავლენის შედეგად შეცვლით. თუმცა, ნუ შეშინდებით, თუ გონივრულად იმოქმედებთ, თქვენთვის უკეთესი ცვლილებებიც კი შეიძლება მოხდეს.

ბედნიერ და მშვიდ სავსემთვარეობას გისურვებთ!

11 თებერვალს ახალმთვარეობაა - რატომ არის 12 თებერვალი წლის განსაკუთრებული დღე და რა უნდა ქნან ზოდიაქოს ნიშნებმა  ბედნიერებისა და წარმატების მოსაზიდად

"პრობლემები ურთიერთობაშიც ალაგდება და სხვა სფეროებშიც, გამოჩნდება ახალი სტაბილური ფულის წყარო" - ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო ერთ კვირაზე

როგორი იქნება თებერვალი ზოდიაქოს ნიშნების ფინანსებისა და ჯანმრთელობისთვის - თვის ჰოროსკოპი