წარმატების რამდენიმე შელოცვა და აფრიმაცია - რა სიტყვები უნდა წარმოთქვათ დილას, რომ დღემ წარმატებულად ჩაიაროს

წარმატების რამდენიმე შელოცვა და აფრიმაცია - რა სიტყვები უნდა წარმოთქვათ დილას, რომ დღემ წარმატებულად ჩაიაროს

გთავაზობთ დილის აფრიმაცია-შელოცვებს, რომლებიც მარტივი გასაკეთებელია და არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ხოლო გარანტირებულად ბედნიერ დღეს კი აუცილებლად მოგიტანთ.

არ დაგავიწყდეთ, გაღვიძებისთანავე გაიღიმოთ. ჩემი სლავი ბებია ხშირად იმეორებდა: "მფარველ ანგელოზს უყვარს, როდესაც მას ვუღიმით." აუცილებლად ადექით მარჯვენა ფეხზე, თან ჩაიჩურჩულეთ: "ვდგამ პირველ ნაბიჯს მარჯვენა ფეხით, იღბალი დღეს იქნება ჩემი".
Astrologia

სანამ სახლიდან გასასვლელად მოემზადებით, რამდენიმე წუთი შეჩერდით სარკის წინ. ანარეკლს ჩახედეთ თვალებში, გაუსწორეთ მზერა, სარკეს ხელი მიადეთ, შემდეგ კი ჩაილაპარაკეთ: " შენ ყველაფერს შეძლებ ! შენ ყველაფერი გამოგივა. დღეს შენ ულამაზესი ხარ!"

Astrologia

თუ სამსხურში, ლექციაზე ან უბრალოდ დღის ნებისმიერ მონაკვეთში დაღლილობა და თავის სუსტი ტკივილი იგრძენით, ნუ იჩქარებთ მიიღოთ წამალი. ჯერ ცივი წყალი დალიეთ . წყალი ენერგიაა, პირველი და უმნიშვნელოვანესი. წყალი კარგად იმახსოვრებს სიტყვების ენერგეტიკას.

Astrologia

ეს უკვე მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია. სანამ წყალს მოსვამთ, არ დაგავიწყდეთ, ჩაიჩურჩულოთ შემდეგი სიტყვები: "წყალი მომცემს ძალას , ვიყო კარგად; წყალი მომცემს ძალას, შევძლო ყველაფერი. მე გამომივა!" ასევე, როდესაც დილაობით ცივი წყლით პირს დაიბანთ, ჩაილაპარაკეთ: "სევდას და სიზმრებს გატან შენ, ახალ დღეს ახლიდან ვიწყებ". - ეს აფრიმაცია დაგეხმარებათ, დილიდან საბრძოლო განწყობაზე იყოთ, ლაღი და მხნე.

განაგრძეთ კითხვა marao.ge-ზე.

ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

13-14 აპრილი ასტროლოგიური "ამაღლების" დღეებია - რას ნიშნავს ეს და რისთვის უნდა გამოიყენოთ ეს 2 დღე

2021 წლის ყველაზე "ძლიერი" ახალმთვარეობა - ასტროლოგი რამაზ გიგაური განმარტავს, ვისთვის იქნება ურთულესი უახლოესი თვე და ვისთვის შეასრულებენ ვარსკვლავები "ზურგის ქარის" როლს