ავტორი:

"ხალხი "ენას ამოიდგამს" და ოჯახურ სკანდალებსაც კი გაასაჯაროებს... მეტად მოვიზიდავთ იმას, რისიც გვეშინია" - რა საფრთხეს მოგვიტანს ლილიტი მომდევნო 9 თვეს

"ხალხი "ენას ამოიდგამს" და ოჯახურ სკანდალებსაც კი გაასაჯაროებს... მეტად მოვიზიდავთ იმას, რისიც გვეშინია" - რა საფრთხეს მოგვიტანს ლილიტი მომდევნო 9 თვეს

შავი მთვარე, მას ლილიტსაც ეძახიან, ნიშანს იცვლის და 19 ივლისს, 9 თვით კუროდან ტყუპის ზოდიაქოში გადადის (ლილიტი ტყუპში დარჩება 2022 წლის 20 აპრილამდე) . კუროებო, გილოცავთ, ამოისუნთქავთ და უფრო მშვიდად მოქმედების შესაძლებლობა მოგეცემათ. შავი მთვარე არის ფიქტიური წერტილი, მთვარის უკიდურესი წერტილი, მაგრამ უდიდესი გავლენა აქვს ადამიანებზე, რადგან წარმოადგენს შიშს და სანამ რამის გვეშინია, ის მოქმედებს ჩვენზე და ვიზიდავთ კიდეც ასეთ სიტუაციებს. როცა კრიტიკულ, ნეგატიურ სიტუაციებს, მოვლენებს გავივლით და გამოცდილებას შევიძენთ, მივხვდებით, რომ შიშების გადალახვა შეგვძლებია. თუ შავ მთვარეს დავიმეგობრებთ, ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება.

პირადი რუკის მიხედვით, იმ ნიშანსა და სახლში, სადაც ლილიტი გვყავს, ყველაზე მეტი ცდუნება და შიში გველის. სასურველია, იცოდეთ მისი მდებარეობა, საიდან, სად გელით საფრთხე, რათა უფრო თავდაჯერებულად იმოქმედოთ. ტყუპში ლილიტის გადასვლის შემდეგ ნუ აჰყვებით ცდუნებას. მოერიდეთ მეტყველებაში ცუდი სიტყვების გამოყენებას, არ გირჩევთ ვინმეს განხილვას, ტყუილ ლაპარაკზე დროის კარგვას. ტყუპი ჰაერის ნიშანია და გირჩევთ, ხშირად ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, გაანიავოთ ჰაერი შენობაში. გამორიცხული არაა, ლილიტმა გაააქტიუროს არსებული ვირუსები ან გაჩნდეს ახალი, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გავრცელდება.

ლილიტის ტყუპში (ტყუპი არის ჟურნალისტების, მედიის სიმბოლო, კონტაქტები, გადაადგილება, წერა და მეტყველება) გადასვლის შემდეგ გახშირდება ცრუ ინფორმაციების გავრცელება. ამიტომ, მაქსიმალურად დაკვირვებული უნდა ვიყოთ, გადავამოწმოთ დეტალები. ნუ გაგვიკვირდება, თუ ამ 9 თვის განმავლობაში გამჟღავნდება საიდუმლო ინფორმაციები, ხალხი "ენას ამოიდგამს" და ოჯახურ სკანდალებსაც კი გაასაჯაროებს . მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოთ დოკუმენტების შედგენისას. მილიონჯერ დაფიქრდით და სამჯერ წაიკითხეთ ხელშეკრულება, სანამ ხელს მოაწერთ. საიმედო ადგილას შეინახეთ მნიშვნელოვანი საბუთები.

გარდა ამისა, ლილიტის ტყუპში ყოფნის დროს გააქტიურდებიან აფერისტები, დამსმენები. მოიმატებს წვრილ-წვრილი ქურდობა, ინტრიგები, მაქინაციები . ადამიანებმა შეიძლება არ შეასრულონ დანაპირები. გაფრთხილდით ვაჭრობისას, არ მოტყუვდეთ ნივთში, ხურდაში. შეიძლება თქვენთვის სრულიად მულოდნელად გაეხვეთ ჭორებში. გაფრთხილდით, რომ ის, რაც თქვენ თქვით, მოსაუბრემ სწორად გაიგო. გახსოვდეთ, აღმოსავლური სიბრძნე: ღმერთმა ადამიანს ორი ყური და ერთი პირი იმიტომ მისცა, რომ ორჯერ მეტი მოისმინოს და ორჯერ ნაკლები ილაპარაკოს. გადახედეთ კონტაქტებს, ნუ დაიმეგობრებთ აფერისტ ადამიანებს და ნურც მეგობრებთან შეიქმნით სირთულეებს ცუდად ნათქვამის გამო. ნუ გაგიკვირდებათ, თუ სოციალურ ქსელებში რაიმეს გამორჩენის მიზნით (ძირითადად, ფულადი დახმარების) "დაგიმეგობრდებიან" ადამიანები.

ლილიტი თავის ნიშანში 9 წელიწადში ერთხელ ბრუნდება და გამოცდებს გვიწყობს. რომელ წელს ხართ დაბადებული? წაიკითხეთ სრულად

"ქრისტიანი, შესაძლოა სულის სიღრმეში განუვითარებელი იყოს, რადგან ღმერთს "გარეთ" განიცდის" - იუნგი ადამიანების შესახებ

"ნუ ისაუბრებ პირად პრობლემებზე... აღიარე, როდესაც ვინმე გაჯობებს... თუ ჯერ კიდევ არ გაქვს რწმენა, მისი იმიტაცია გააკეთე..." - გურჯიევის გენიალური რჩევები ქალიშვილს

"მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი..." - ბრიტანელი სულიერი მასწავლებლის გენიალური წერილი, რომელიც თვითრწმენას შეგმატებთ