ნიშანი ძალიან ხშირად განაპირობებს იმას, თუ რამდენად გააჩნია ქალს გემოვნება და დახვეწილად ჩაცმა-დახურვის ნიჭი. თუმცა, უფრო კონკრეტულად რომ ვიმსჯელოთ ამა თუ იმ ინდივიდის გემოვნებაზე, საბოლოო ჯამში, მაინც ყველაფერი პირდი რუკის ასპექტებზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, ალბათ საინტერესო იქნება გავეცნოთ ზოდიაქოს ნიშნით ყველაზე გემოვნებიან ქალთა ხუთეულს რომელიც "ფეშენ-ასტროლოგებმა" შეადგინეს:
ვერძი
ვერძ ქალს ექსპერიმენტები უყვარს, როგორც ჩაცმა-დახურვის ისე ვარცხნილობის კუთხით. ნუ დაგვავიწყდება, ვერძი თავით იმართება. აქედან გამომდინარე, მისი სისუსტე თმა და თმასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი შეიძლება იყოს. შესაბამისად, თმის ფერის, ფორმისა და სტრუქტურის ცვლაში ქალ ვერძს ვერავინ გაეჯიბრება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, ძალზე ოსტატურად ირგებენ ულტრათანამედროვე სამოსსა და აქსესუარებს. ვერძს არ აშინებს "პიონერის" როლი ცხოვრების არც ერთ სფეროში. მით უმეტეს, თუ ეს მოდასა და გლამურს ეხება. მას მოსწონს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა და ხშირად თავად გვევლინება სტილისა და მოდის კანონმდებლად. თუმცა, მმართველი პლანეტა მარსის გავლენით, ქალი ვერძის იმიჯი ზოგჯერ ცოტა აგრესიული და ზედმეტად თამამია, რის გამოც მას ხშირად აკრიტიკებენ სუსტი სქესის წარმომადგენლები. სამაგიეროდ, მამაკაცებს პირიქით, ხიბლავს ვერძის ამგვარი იმიჯი.
ტყუპი
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, კაცმა რომ თქვას განსაკუთრებული კოპწიაობით არ გამოირჩევიან. თუმცა, ქალურობა და შარმი მათში იმდენად დიდი დოზითაა, რომ ისინი ყველაზე უბრალო სამოსშიც კი ახერხებენ გამოიყურებოდნენ უზადოდ, მომხიბვლელად და სექსუალურად. ტყუპ ქალს უყვარს კომფორტული და მარტივი სამოსი. ამიტომ უპირატესობას ანიჭებს მაისურებს, მოკლე ქვედაბოლოებს, ტრიკოტაჟის სამოსს, კედებსა და ა.შ. იგი იშვიათად ხმარობს ზედმეტ კოსმეტიკას და ვარცხნილობის მხრივაც დაუდევარი დამოკიდებულებით გამოირჩევა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მას აქვს ქარიზმა რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ სამოსში გამოწყობილი მამაკაცს თავბრუს ახვევს.
ლომი
ქალი ლომი ეპატაჟის დედოფალია. არ აქვს მნიშვნელობა ბუნებამ იდეალური სხეულის ფორმებითა და სახის კანით დააჯილდოვა თუ ტანმორჩილი აღნაგობა და არცთუ პროპორციული ნაკვთები არგუნა. იგი ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებს მონახოს საკუთარი, განუმეორებელი სტილი, რომლითაც სამომავლოდ არამხოლოდ თავად მოიწონებს საზოგადოების წინაშე თავს, არამედ მიმდევრებიც ეყოლება ამ მხრივ. ლომები გრაციოზულები, დახვეწილები და ელეგანტურები არიან. მათ უყვართ ოქროს სამკაული, თუმცა, არასოდეს შეიმჩნევა ამ მხრივ ზედმეტობა მათ ვიზუალში. ისინი ყოველთვის დოზირებულად იყენებენ ოქროს სიდიადეს. ჩალისფერი და ოქროსფერიც ლომის საყვარელი ფერია. შესაბამისად, ხშირად შეხვდებით ქალ ლომს გამოწყობილს მსგავს ტონალობებში. მათ უყვართ ძვირფასი საათების, გულსაკიდებისა და ბროშების ტარება. რომელიც არათვალშისაცემად, მაგრამ მაინც მკვეთრად უსვამს ხაზს მათ დახვეწილ გემოვნებას.
სასწორი
სასწორი ქალი ქალურობის, გლამურის და დახვეწილობის განსახიერებაა. სხვაგვარად როგორ? ამ ზოდიაქოს ხომ სილამაზისა და ჰარმონიის პლანეტა ვენერა მფარველობს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ სასწორ ქალებს სტილისა და ფერის შეგრძნება ბავშვობის ასაკიდანვე თანდაყოლილი აქვთ. მათი უმრავლესობა აღმერთებს სხვადასხვა ტიპის პატარ-პატარა აქსესუარს, ფერად მძივებს და სამაჯურებს, ბაფთებსა და მაქმანებს. ქალი სასწორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფერთა გამას. ისინი იშვიათად სწყალობენ სუფთა ტონალობებს და ძირითადად პასტელური ფერების პალიტრით იმოსებიან. მათ სტილს შეგვიძლია ვუწოდოთ ერთდროულად გლამურული, პრაქტიკული და დახვეწილი.
თევზები
იგი დახვეწილი, ქალური, სათუთი და ნაზია. ზუსტად ისეთი როგორიც უნდა იყოს ჭეშმარიტი ქალი. არ აქვს მნიშვნელობა მსუქანია თუ გამხდარი, ქალი თევზი ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყურება ქალურად და მომხიბვლელად. მას ოსტატურად ეხერხება ერთი შეხედვით უბრალო აქსესუარების დახმარებით – იქნება ეს შარფი, ბროში, ყელსაბამი თუ სათვალე, შექმნას განუმეორებელი იმიჯი და სხვებისგან გამოირჩეოდეს საკუთარი ვიზუალით. თევზი ქალები ნებისმიერი ფაქტურის სამოსს ატარებენ, თუმცა განსაკუთრებულად უყვართ რბილი, სრიალა და დამყოლი მასალისგან შეკერილი კაბები. ამიტომ მათი ძირითადი ნაწილი აბრეშუმის, ტრიკოტაჟისა და მაქმანის დიდი მოტრფიალეა. ისინი არანაკლები ოსტატობით იხდენენ მამაკაცურ სამოსსა და აქსესუარებს, თანაც ისე, რომ ეს ყველაფერი საკუთარ უჩვეულოდ ქალურ იმიჯზე აქვთ მორგებული. ამასთან ერთად, თავად სამოსი არ კარგავს იდივიდუალიზმსა და გამომსახველობას.