2018 წლის ოქტომბრის ჰოროსკოპი თხის რქისთვის

2018 წლის ოქტომბრის ჰოროსკოპი თხის რქისთვის

ამ თვეში მოგიწევთ დაემშვიდობოთ აზრს, რომ სამყარო შავ-თეთრია; რომ ადამიანი ან კარგია, ან ცუდი; რომ არ არსებობს გარდამავალი რგოლები და შუალედები. სინამდვილეში, ცხოვრება უამრავ ფერთა გრადაციაა - სწორედ ამას გიმტკიცებთ  თქვენს ქალაქში, სოფელსა თუ დაბაში ჩუმად შემოპარული შემოდგომაც, ხეები და ბუჩქები მარჯნისფრად  და ოქროსფრად რომ შეუღებავს. შესაძლოა, ადამიანებმა არასწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, მაგრამ სულაც არ იყვნენ ურჩხულები, ისევე როგორც, სწორი ნაბიჯი გადადგან, მაგრამ მომავალში ფეხი გადაუბრუნდეთ. ზოგიერთ თხის რქას სჯერა, რომ ძალა სისასტიკეშია, სინამდვილეში კი ყველას შეუძლია ბოღმის გულში ჩახვევა, მაგრამ მიტევება - მხოლოდ ზოგიერთს. გამოდის, სიძლიერე ვლინდება პატიებაში და არა სიძულვილში. აღნიშნულ  საკითხებზე თვის დასაწყისიდანვე დაიწყეთ ფიქრი, რადგან მოგვიანებით, რთული რეჟიმის გამო, დრო აღარ გექნებათ.

თვის მეორე ნაწილი იმ თხის რქებისთვის იქნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რომლებიც დიდ პროექტზე მუშაობდნენ, რადგან, როგორც იქნა, სასურველ შედეგს მიიღებენ. შანსი მოგეცემათ, ახალი ბიზნესკავშირები დაამყაროთ, ამიტომ  გამოავლინეთ მაქსიმალური პროფესიონალიზმი. გაითვალისწინეთ, ადამიანი, რომელიც თანამშრომლობას გთავაზობთ, პირველ ადგილას საკუთარ ინტერესებს დააყენებს, და არა - თქვენსას.

გილოცავთ, პირადი კონფლიქტები, რომელიც დიდი ხსნის განმავლობაში, ძალას გაცლიდათ, მოგვარდება.

...და ბოლოს, ამ თვეში დაოჯახებული თხის რქების ცხოვრება მშვიდად  და  ჰარმონიულად ჩაივლის, რასაც ვერ ვიტყვით მარტოხელებზე.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"