ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"

ეს არ არის დღე, როდესაც უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები ან განვახორციელოთ დიდი ფინანსური ოპერაციები. ამ დღის ენერგიის გამოყენება შეგვიძლია, ისევ და ისევ, მხოლოდ გეგმების შესადგენად და გონების ახალ, პოზიტიურ და ოპტიმისტურ განწყობაზე გადასართავად. ამ დროს რეკომენდებულია ხალხის მასებთან ურთიერთობისგან თავის შეკავება და მარტო დარჩენა. განსაკუთრებით სასიკეთოა ბუნებასთან კონტაქტი. ახალი მთვარის დღეს ნაკლებად სასურველია კამათი და საქმის გარჩევა. ჯობია, ენერგია დავზოგოთ და მხოლოდ პოზიტიურისკენ მივმართოთ.

წლის განმავლობაში, როგორც წესი, 12 ახალი მთვარე გვაქვს, 12 სხვადასხვა ნიშანში. თითოეული ნიშანი თავისი უნიკალური თვისებებით გამოირჩევა და ჩვენს ჰოროსკოპებშიც აუცილებლად ააქტიურებენ რომელიღაც სფეროს ან სფეროებს, კონკრეტულ საკითხებს და გვინდა თუ არა, ჩვენი ყურადღებაც სწორედ ამ თემებზე გადადის. ახალი მთვარის გავლენა განსაკუთრებით საგრძნობია მაშინ, როდესაც ის ჩვენს რომელიმე პლანეტასთან ან/და კუთხოვან სახლებთან ქმნის ასპექტებს. მართალია, ახალი მთვარე მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ინარჩუნებს თავის გავლენას, მაგრამ ამ დროის განმავლობაში პლანეტარული ენერგიის სწორად გამოყენების შემთხვევაში, შეგვიძლია, ისეთი საქმეები შევასრულოთ, რომელიც მთელ ჩვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.

ამჯერად მზე და მთვარე მორიელს სტუმრობს. ახალი მთვარის დროს მორიელშია მერკური და ვენერაც. შესაბამისად, მორიელის პოზიტიური თვისებებისა და მიდგომების სწორად გამოყენების შემთხვევაში, მომდევნო ერთი თვე (და არა მარტო) ბევრი საჭირო ცვლილებისა და სასიამოვნო სიახლის მომტანი იქნება.

მორიელის მმართველი პლანეტა ქვესკნელის ღმერთად წოდებული პლუტონია, რომელიც ასტროლოგიაში ტრანსფორმაციასა და ქვეცნობიერის უმაღლეს ძალას უკავშირდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის მართავს ყველაფერს, რაც ზედაპირის მიღმა, სიღრმეშია დამალული. პლუტონი ყველაზე ახლოსაა განახლებისა და ხელახლა დაბადების თემასთან. მისთვის ყველაზე მეტადაა მისაღები ნგრევისა და განადგურების იდეა, როგორც ახლის შექმნის წინაპირობა.

იმისათვის, რომ ახლიდან დავიბადოთ, ჯერ უნდა მოვკვდეთ. რა თქმა უნდა, სიკვდილი - გადატანითი მნიშვნელობით. მორიელი სწორედ ის ნიშანია, რომელიც არ უშინდება სიღრმეებსა და ყველაზე მტკივნეულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას. ის მზადაა ჩაძვრეს სულის სიღრმეებში, გააცნობიეროს შიშები და ბოლომდე გაათავისუფლოს საკუთარი თავი იმ შეზღუდვებისგან, რომელიც განვითარებაში უშლის ხელს (ეს, რა თქმა უნდა, კარგ შემთხვევაში). გვეშინია სიახლეების, ცვლილებების, სიყვარულის, პასუხისმგებლობის, ერთგულებისაც კი… და ამ დროს ბედნიერება არ არის კომფორტის ზონაში. ზრდისა და განვითარების შანსი ყოველთვის კომფორტის ზონის მიღმაა. ასეთი ნაბიჯების გადადგმა კი გამბედაობას, საკუთარი თავის რწმენასა და მიზანდასახულობას მოითხოვს. მორიელს შეუძლია იყოს უბრალოდ მორიელი, თავდაცვის დროს გამოჩნდეს, უკბინოს და მოშხამოს თავდასხმის ობიექტი ან იყოს ფენიქსი, რომელსაც შეუძლია საკუთარი ფერფლისგან ხელახლა დაბადება და ყველაფრის თავიდან დაწყება. ამ ნიშანს უკავშირდება არწივიც, რომელიც სიმბოლურად ყველაფერზე მაღლაა, ხედავს და აფასებს მთლიან სურათს, აანალიზებს, აკვირდება და ყველა შესაძლებლობას ჭკვიანურად და სტრატეგიულად იყენებს. არჩევანი არის ჩვენზე: დავრჩეთ უბრალო შხამიან მორიელად თუ ავიდეთ არწივის სიმაღლეზე.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

2020 წლის მფარ­ვე­ლია მთვა­რე: "ცვლი­ლე­ბე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი სიყ­ვა­რულ­ში, სამ­სა­ხურ­ში, ემო­ცი­ურ სფე­რო­ში"