ავტორი:

2019 წლის დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - ვის ელის ბობოქარი თვე, ცვლილებები პირადში და წარმატება ფინანსებში

2019 წლის დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - ვის ელის ბობოქარი თვე, ცვლილებები პირადში და წარმატება ფინანსებში

აი, წლის ბოლო თვეც დადგა. საინტერესოა, რა ცვლილებებს გვპირდება იგი და მოვასწრებთ თუ არა დაწყებული საქმეების დასრულებას, გაწყვეტილი კავშირების აღდგენას, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, რომ 2020 წლის შემობრძანებას ღიმილიანები და ზურგ გამართულები შევხვდეთ.

21 დეკემბრამდე მზე მშვილდოსანში იმყოფება. აქვეა იუპიტერიც. ამ დროს დედამიწა ჰარმონიულ ზონაშია და ადამიანიც ენერგიის, პოზიტივის განსაკუთრებულ მომატებას იგრძნობს. აქტიურობის გამოვლენა განსაკუთრებით თვალნათელი ნოემბრის ბოლოდან 6 დეკემბრის ჩათვლით გახდება.

6-18 დეკემბერის შუალედში - სურვილი გაგიჩნდებათ გაიუმჯობესოთ პირადი დამოკიდებულება, ცხოვრება, საქმიანობა. ეს არის შეხვედრების (პირადი და პროფესიონალური) საუკეთესო პერიოდი. საშუალება მოგეცემათ დაარეგულიროთ ყველაზე რთული სიტუაციებიც, შეასრულოთ ყველაზე რთული დავალებები. დარეგულირდება სიტუაცია პოლიტიკასა და ეკონომიკაში.

წარმატება ელის მას, ვისაც არ შეეშინდება გარისკვის და ვინც გარშემო მყოფების ინტერესების დაცვაზეც ფიქრობს. კარგი პერიოდია მეცენატების, მფარველების მოსაზიდად აგრეთვე, ფულის დასაბანდებლად, პერსსპექტიული იდეებისა და პროექტების განსახორციელებლად.

15 დეკემბერიდან დედამიწის ბიოსფერო ნელ-ნელა დასუსტდება და მინიმუმს 18-22 დეკემბერს მიაღწევს, როცა მზე თხის რქის ზოდიაქში გადავა. ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილ გვმართებს. მოიმატებს ავარიების, კატასტროფების, გაურკვევლობების ალბათობა. ყურადღება გმართებთ მგზავრობისას, დოკუმენტებზე მუშაობისას.

დეკემბერში მაქსიმალურ აქტიურობას გამოვლენენ წყლისა ( კირჩხიბი , მორიელი , თევზები ) და მიწის ( კურო , ქალწული , თხის რქა ) სტიქიების წარმომადგენლები. მათი მიზანია გაიუმჯობესონ ფიზიკური მდგომარეობა და პროფესიული სფერო, პლუტონი ისევ პოზიტიურ კავშირშია მარსთან, რაც ფიზიკური აქტიურობის, შინაგანი ძალების ამოქმედებისთვისაა კარგი. ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები ( ვერძი , ლომი , მშვილდოსანი ) წარმატებას მიაღწევენ ბიზნესში. აგრეთვე, მატერიალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებენ.

სასიყვარულო სფეროში მიწისა და წყლის სტიქიები ახალ ჰორიზონტებს აღმოაჩენენ

ზოგიერთი ძველი კავშირის გაწყვეტას და ახლის დაწყებას გადაწყვეტს. ჰაერისა ( ტყუპი , სასწორი , მერწყული ) და ცეცხლის ნიშნები (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) არსებული კავშირის გაუმჯობესებას გადაწყვეტენ. ჰაერის ნიშნები ცოტა ენერგიის ნაკლებობას განიცდიან, ძალებს ახალ წლის შემდეგ აღიდგენენ. მანამდე კი დოკუმენტები უნდა მოაწესრიგონ, დაწყვებული საქმეები დაასრულონ. დეკემბერი კარგი თვეა გადასახადების გადასახდელად, ვალების დასაბრუნებლად. ეს ეხება ყველა ნიშანს, განსაკუთრებით კი ყოველი თვის მესამე დეკადაში დაბადებულებს.

სატურნი ნეპტუნის ასპექტის გამო ზოგიერთმა შეიძლება არსებული ვითარება შელამაზებულად წარმოგვიდგინოს. გაძლიერდეს სწრაფვა მისტიციზმისადმი. შეიძლება აღმაფრენა და სულიერება მეორეხარისხოვანი გახდეს. პრაქტიკულობის თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოირჩევიან: კურო, კირჩხიბი, ქალწული და რომანტიკული თევზებიც კი.

  • 2019 წლის დეკემბრის ფინანსები და კარიერა

დეკემბრის პირველ კვირას აქტიური მერკურის წყალობით, ზოდიაქის ნიშნები გაამახვილებენ ყურადღებას შემდეგ საკითხებზე: ფსიქოთერაპიის სწავლა და პრაქტიკა; ორგანიზაციებში კლიენტებთან მუშაობა და ბიზნესის გაკვეთილები ონლაინსკოლაში. ეს მიმართულებები განსაკუთრებით საინტერესო იქნება მიწის (კურო, ქალწული, თხის რქა) და წყლის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) მესამე დეკადის ნიშნებისთვის. ამბიციები და ფულის დაბანდება ყველა ნიშანს მოუნდება. ზოგიერთი ავეჯის განახლებას გადაწყვეტს, ზოგი - ბინის/აგარაკის შეძენას. ყველაზე სარფიანი სფეროებია: ბიზნესდაგეგმარება; ფინანსური კონსულტაცია; ობიექტების პროექტიება და ბირჟა. ამ სფეროებში განსაკუთრებულ ფინანსურ წარმატებას მიაღწევენ მიწის (კურო, ქალწული, თხის რქა), წყლისა (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) და ცეცხლის (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) სტიქიების წარმომადგენლები.

  • 2019 წლის დეკემბრის შემოქმედება

მარსი ნეტუნის ტრინი გააქტიურებს კინოხელოვნების სფეროს. შეიძლება ადამიანები უფრო ხშირად ესტუმრონ კინოთეატრებს. შემოქმედებითი აქტიურობა ელით რეჟისორებსა და სცენარისტებს. არაპროფესიონალებმა კი შეიძლება თანამედროვე აპლიკაციების დახმარებით, ვიდეოების გადაღება და მონტაჟი შეძლონ. აგრეთვე, მოიმატებს მუსიკალური კონკურსებისადმი ინტერესი. სულიერი ადამიანები მეტ დროს დაუთმობენ ენერგიის შენარჩუნებას. შემოქმედებით ინტერესს განსაკუთრებით გამოავლენენ კირჩხიბი, მორიელი, თხის რქა (მეორე დეკადაში დაბადებული), თევზები და კუროები.

  • 2019 წლის დეკემბრის ჯანმრთელობა და ენერგეტიკა

ენერგიის მოზღვავებას ზოდიაქის ყველა ნიშანი იგრძნობს. ვერ შეძლებთ ერთ ადგილზე გაჩერებას, თავს უფრო მხნედ იგრძნობთ. უმეტესობა ზამთრის სპორტში (თხილამურები, სნოუბორდი, ფიგურული სრიალი) გამოსცდის თავის შესაძლებლობას. ფიზიკური გააქტიურება კირჩხიბს, კუროს და პასიურ თევზებსაც კი მოუნდებათ.

  • 2019 წლის დეკემბრის ცვლილებები ცხოვრებაში

ვერ ვიტყვით, რომ ზოდიაქის ყველა ნიშანს მშვიდი დეკემბერი ელის. დაძაბული ასპექტების გამო შეიძლება ზოგიერთმა წარსულში ჩადენილის გამო აგოს პასუხი. მოსალოდნელია დანაკარგიც. განსაკუთრებით ის გამოგეცლებათ, რაც არაკანონიერი გზით ჩაგივარდათ ხელში. მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოთ 10-30 დეკემბრის შუალედში. და განსაკუთრებით მესამე დეკადაში დაბადებული კურო, სასწორი, თევზები და მეორე დეკადის კირჩხიბი. კრისტალურ სამართლიანობას გამოავლენენ ქალწული და თხის რქა. უსიამოვნებას შეიძლება წარმოადგენდეს: უფროსის საყვედური, გაგდება, ურთიერთობის გაწყვეტა და უპასუხისმგებლობის გამო დასჯა.

ცვლილებები მეგობრულ და სასიყვარულო ურთიერთობაში ელით: მორიელს, მერწყულსა და ლომს . აგრეთვე პირველი დეკადის კუროს, კირჩხიბს, ქალწულს, თხის რქასა და თევზებს.

მშვილდოსნებს, კუროებსა და მერწყულებს ხშირად მოგაკითხავენ რჩევისთვის. განსაკუთრებით საზღვარგარეთ მოგზაურობასთან დაკავშირებით და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის თაობაზე. თუ დაქორწინებული ხართ, ეცადეთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მეუღლესთან შეთანხმების გარეშე არ მიიღოთ.

  • 2019 წლის დეკემბრის სასიყვარული თემა

დეკემბერში მეტად იგრძნობთ ერთგულების, ურთიერთობის გაღრმავების სურვილს. ზოგიერთ წყვილს ვნების ალი წაეკიდება. ასეთები არიან: ვერძი, ქალწული, თხის რქა, თევზები. მანდილოსნებმა განსაკუთრებით უნდა მოინდომოთ ურთიერთობის გაუმჯობესება მამაკაცებთან, მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა. მამაკაცებმა კი უნდა აუსრულოთ სურვილი საყვარელ მანდილოსანს და ხშირად დაეხმაროთ, თხოვნის გარეშეც.

1-10 დეკემბერი - სიახლეები პირად ცხოვრებაში ელის ზოდიაქის თითქმის ყველა ნიშნას, მაგრამ განსაკუთრებით პოზიტიური განწყობა და გმირობის ჩადების სურვილი ექნებათ მიწისა (კურო, ქალწული, თხის რქა) და წყლის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) პირველი დეკადის წარმომადგენლებს. მარტოხელა მამაკაცებსა და მანდილოსნებს, რომლებსაც პირად ცხოვრებაში ბედნიერები მიღწევა სურთ, უნდა შეიძინონ მინის ან ელექტრო ნივთი (მაგალითად, ჭაღი).

10-15 დეკემბერი - სექსუალურობა და გრძნობების გაღრმავება მოიმატებს. შეყვარებულებამა გამონახეთ დრო და დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. განსაკუთრებით კუროები, კირჩხიბები, თევზები და მეორე დეკადის მორიელები.

  • 2019 წლის დეკემბრის მისია

პლანეტების განლაგება კონკრეტულ ნიშნებში კონკრეტული მისიების შესრულებაზე მიგვითითებებს. ასე, მაგალითად:

მარსი მორიელში იმყოფება, ეს ნიშნავს, რომ ვერძებს, მორიელებსა და თხის რქებს ფიზიკური აქტიურობა მართებთ.

მერწყული და კურო მეტად პრაგმატულები გახდებიან. პირად შემოქმედებას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენენ, თუ სთხოვენ.

კურომ და სასწორმა უნდა შეინარჩუნონ არსებული სასიყვარულო ურთიერთობა.

ქალწულმა და ტყუპმა უნდა გააკონტროლონ ყველა დეტალი. განსაკუთრებით, თუ ფინანსურ სფეროში მუშაობენ.

ლომს, კირჩხიბსა და მშვილდოსანს საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობა, ქალაქგარეთ გამგზავრება და დროის სასიამოვნოდ გატარება ელის.

"ლოცვა და საკურთხის გაკეთება სწორედ ახლაა კარგი" - რას გვირჩევს ასტროლოგი 9 და 10 ნოემბერს

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მერწყულებისთვის

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის