2019 წელს ფენ-შუის დახმარებით, როგორ მოვიზიდოთ ბედნიერება და სიყვარული პირად ცხოვრებაში?

2019 წელს ფენ-შუის დახმარებით, როგორ მოვიზიდოთ ბედნიერება და სიყვარული პირად ცხოვრებაში?

გამოათავისუფლეთ სახლი

გასაგებია, რომ ნივთებში ფული გაქვთ გადახდილი, ზოგიერთი კი საჩუქრად მიიღეთ, მაგრამ სანამ სახლს ამოსუნთქვის საშუალებას არ მისცემთ, თქვენს პირად ცხოვრებაში მზის სხივის გამონათებას არ უნდა ელოდოთ. გადაყარეთ ნივთები, რომლებიც დიდი ხანია დაძველდა, აღარ იყენებთ ან დიდ ადგილს იკავებს. სივრცე სწორედ ის არის, რაც ახლა გჭირდებათ! ასევე, თავიდან მოიშორეთ ისეთი საგნები, რომლებიც ღრმა წარსულთან გაკავშირებთ.

წაშალეთ არშემდგარი ურთიერთობების კვალი

თუ თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც ყოფილი შეყვარებულის ნაჩუქარ ყელსაბამს ინახავს, ან ერთად გადაღებული ფოტოებით სავსე ალბომს, ეს პუნქტი სწორედ თქვენ გეხებათ! ისწავლეთ ადამიანების წარსულში ჩატოვება. შესაძლოა თავს იმართლებთ და ამბობთ, რომ ყოფილი შეყვარებული/მეუღლე ან დაკარგული მეგობარი თქვენთვის აღარაფერს ნიშნავს, მაგრამ თუ თავს არ იტყუებთ, რაში გჭირდებათ მასთან დაკავშირებული ნივთი? გულწრფელად უპასუხეთ ამ შეკითხვას, შემდეგ კი დაუფიქრებლად ადექით და ნაგვის ყუთში მოისროლეთ ყველაფერი.

დაეხმარეთ ”ჩი" ენერგიას

თქვენი სახლის სადარბაზოში გამავალი კარიდან თქვენი საძინებლის კარამდე ნელი ნაბიჯებით მიდით. დახუჭეთ თვალები და ხელით შეიგრძენით ყველაფერი, რისი გავლაც მოგიწევთ, თუნდაც მხოლოდ კედლები იყოს. ამ პროცესში მაქსიმალურად კონცენტრირდით ”ჩი" ენერგიაზე. ოთახებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ბნელოდეს, ამიტომ გაანათეთ მთელი სახლი. ნუ დაზოგავთ ელექტროენერგიას, რადგან სიძუნწე ”ჩი" ენერგიაზე მუშაობისას, ცუდად დაგიბრუნდებათ უკან.

გადააადგილეთ საწოლი

თუ საწოლის ერთ-ერთი მხარე მაინც მიბჯენილია კედელზე, ადამიანს ”ბედის კარი" ეკეტება. საწოლი აუცილებლად ისე დადგით, რომ მხოლოდ თავით ეხებოდეს კედელს.

არ ივარჯიშოთ საძნებელში

ნუ დააწყობთ საძინებელში სპორტულ ნივთებს და ნურც ფიზიკური აქტივობით დაკავდებით მასში.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"