2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ვერძებისთვის, რომლებმაც უკვე გაარკვიეს რა სურთ ცხოვრებისგან, არაჩვეულებრივად წარიმართება 2019 წელი. პირად ცხოვრებაშიცა და საქმიანობაშიც,  წარმატება ამ ნიშნით დაბადებულის თანმდევი იქნება. მარსი, რომელიც ვერძის მფარველი პლანეტაა, აქტიურ ფაზაში გადაინაცვლებს, ისევე როგორც მზე, და ვერძში აგრესიას გაზრდის. სწორედ ამიტომ,  განსაკუთღებული სიფრთხილე მართებთ ემოციების მართვისას. თუ არ გაცხარდებით, ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ, ახალ, საიმედო კავშირებს დაამყარებთ და გარშემომყოფებშიც მეტ პატივისცემას დაიმსახურებთ. მზის დახმარებით, ვერძებში მთელი წლის განმავლობაში იტრიალებს პოზიტიური ენერგია. თავადაც გაოცდებით, როცა აღმოაჩენთ როგორი დაუღალვი გამხდარხართ. მართალია, 2019 წელსაც შეგხვდებათ სანერვიულო, მაგრამ სტრესს ძალიან მარტივად გაუმკლავდებით. ის არც თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება და არც ყოველდღიურობაზე. ზოგიერ ვერძს საპირისპირო სქესის წარმომადგენელი აცდუნებს. ამ ზოდიაქოს ნიშანში გაიღვიძებს ჯანსაღი ცხოვრების სურვილი. ამიტომ დიდი ალბათობით ვარჯიშს დაიწყებს. წლის ბოლომდე უამრავი იდეა მოგივათ თავში და მათი განხორციელების საშუალებაც მოგეცემათ, მნიშვნელოვანია, სურვილებში არ აიბლანდოთ. შეადგინეთ გეგმა და გონივრულად მიჰყევით მას.

კურო

2019 წელს საქმეზე მაქსიმალურ კონცენტრაციას მოახერხებთ, ახალ გარემოში გამოავლენთ თქვენს ფარულ ნიჭსა და კარგად გავარჯიშებულ უნარ-ჩვევებს. ღორის წელს კურო იმხელა თავისუფლებას იგრძნობს, როგორიც უწინ არასდროს ჰქონია. ამ ნიშნით დაბადებული დილემის წინაშე აღმოჩნდება, მიღებული გადაწყვეტილება კი მის ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის და შესაძლოა სრულიად ახალი კალაპოტიც გაუკვალოს. კუროებო, გახსოვდეთ, ღორის წელს ყველაფერი მოგეცემათ, რასაც კი ცხოვრებისგან მოითხოვთ, ამიტომ თამამად იფიქრეთ, დაგეგმეთ, იოცნებეთ. თვალშიაცემი გახდება თქვენი სწრაფი გონებრივი განვითარება, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება სამსახურსა და ბიზნესზე. დიდი ნახტომით წინ წაიწევთ კარიერულ კიბეზე.

სამწუხაროდ, სიტუაცია შეიცვლება მაშინ, როცა მთვარე თქვენთვის არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამ პერიოდში კუროში იმძლავრებს აგრესია და ჩხუბის სურვილი, ამიტომ ჩაერთვება კონფლიქტებში,

შესაძლოა ახლო მეგობარი დაკარგოს ან მეუღლეს დაშორდეს. ზოგიერთი სახლიდან წასვლასაც განიზრახავს. რამდენიმე კონკურენტი უსამართლოდ მოგექცევათ, რაც დიდ პროტესტს გამოიწვევს თქვენში

და დიდი ალბათობით მდგომარეობიდანაც გამოგიყვანთ. გამორიცხული არ არის მასთან გრძელვადიანი ომის წამოწყება. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ.

ტყუპი

2019 წელს ღორი ტყუპის დაჯილდოებას გადაწყვეტს. უეცრად, ძალიან საჭირო აღმოჩნდება თქვენი კომუნიკაციის უნარი. ადამიანები მთელი გულისყურით მოგისმენენ და დაგიჯერებენ. მთელი წლის განმავლობაში გაიცნობთ უამრავ საინტერესო ადამიანს. ზოგიერთმა მათგამა შესაძლოა ერთად მუშაობა შემოგთავაზოთ, ხოლო დანარჩენები რაღაც სარგებელს მაინც მოგიტანენ - ფინანსურს, მორალურს ან სტრატეგიულს. გამოგიჩნდებათ მფარველი პროფესიულ სფეროში, რაც გარანტიად იქცევა, რომ ვეღარავინ მოგექცევათ უსამართლოდ. თუ ჯერაც არ გაქვთ პასუხი კითხვაზე ,,რა გაგიკეთებია ცხოვრებაში ისეთო, რითაც ამაყობ?" - სწორედ 2019 წელს მოიპოვებთ. ძვირფასო ტყუპო, მოგიწევთ მოერგოთ თქვეთვის უჩვეულო, ახალ სიტუაციას. თუ ამ წელს რაიმე არ გამოგივათ, ნუ დახარჯავთ მასზე ზედმეტ დროსა და ენერგიას, დროებით შეეშვით და სხვა საქმით დაკავდით. ღორის წელს ვარსკვლავები უფლებას გაძლევენ, რომ ეგოისტები იყოთ, ამიტომ გააკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით - იფიქრეთ საკუთარ კეთილდღეობაზე.

კირჩხიბი

კირჩხიბი საინტერესო სიტუაციაში აღმოჩნდება, რომელიც მის წისქვილს დაასხამს წყალს.  ადრე მხოლოდ იცდიდით და მოთმინებით ელოდით თქვენი "აღზევების პერიოდს", ღორის წელს კი ცხოვრების ნანატრი პერიოდი გიდგებათ! აღარც ლოდინია საჭირო და აღარც მოთმინება. 2019 წელს კირჩხიბები თამამად უნდა გამოტყდნენ გრძნობებში, გადადგით პირველი ნაბიჯი, პასუხად სიყვარულს შემოგაგებებენ და ლამაზ ურთიერთობას ჩაეყრება საფუძველი.

ამ წელს ვერავინ მოგატყუებთ. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე! აღარ მოგიწევთ სიტყვების მოზომვა და წინასწარ აწონ-დაწონვა, თქვენ მიერ ნათქვამ თითოეულ ფრაზას გარშემო მყოფები სწორად გაიგებენ. ბევრი კირჩხიბი უჩვეულო შინაგან თავისუფლებას იგრძნობს და მიხვდება, რომ საზოგადოებრივი აზრი არ აინტერესებს. წელს თქვენზე საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ნადირობას დაიწყებენ. კირჩხიბებს, რომლებსაც პარტნიორი ჰყავთ, დაუვიწყარი სქესობრივი ცხოვრება ელოდებათ, სიყვარულთან ერთად თქვენში ვნება იფეთქებს! ის კირჩხიბები, რომლებიც დღემდე მეორე ნახევარს ეძებდნენ, თავიანთ ბედს შეხვდებიან და შესაძლოა მალევე დაინიშნონ კიდეც. აუცილებლად ჩაერთეთ ღონისძიებებსა და აქტივობებში, მოაწყვეთ წვეულებები. ყოველივე ეს მომავალში დადებით შედეგს მოგიტანთ.

ლომი

2019 წელს ლომის გავლენა და ძალაუფლება გაიზრდება. თავიდან ბოლომდე ხელში აიღებთ სიტუაციის მართვის სადავეებს. დიდი ხანია თავში ერთი იდეა გიტრიალებთ, რომლის განსახორციელებლად ადამიანთა ჯგუფი დაგჭირდებათ, ამიტომ იპოვეთ ძლიერი, შრომსიმოყვარე და მიზანდასახული პარტნიორები, რომლებიც თქვენს ნდობას იმსახურებენ. წლის შუა პერიოდში მოვლენების უცნაური სვლა შეგაშინებთ, სინამდვილეში შეშფოთება არ ღირს, ყეელა წინააღმდეგობას გადალახავთ. გადაწყვეტილების მიღებამდე ან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგამდე, სრულად შეისწავლეთ მოცემულობა, არ გამოგეპაროთ რომელიმე დეტალი, რადგან სწორედ უყურადრებოდ დატოვებული წვრილმანი იქცევა დიდ პრობლემად. 2019 წლის ბოლომდე ემიგრაციაში მყოფი  ლომები მოახერხებენ სასურველი თანხის დაგროვებას და ბიზნესის წამოწყებას.

ქალწული

2019 წლის დასაწყისიდანვე ახალი ენერგიით შეუდგებით საქმეს. ღორის წელი თქვენთვის ჰარმონიის, ბალანსის, შფოთის დამარცხების და ინტელექტუალური ზრდა-განვითარების პერიოდია. ზოგიერთი ქალწულის საქმიანობა დიდ გავლენას მოახდენს მთელ კაცობრიობაზე, მოსალოდნელია მენციერული ან ტექნოლოგიური სენსაცია. წელს გადაწყვიტავთ "რუტინა" დაარღვიოთ! გახდებით მოულოდნელობებით სავსე, რაც ძალიან გააკვირვებთ თქვენს მეგობრებსა და პარტნიორს. ზოგიერთი ქალწული არ დაზოგავს თავს, გვერდზე გადადებს ჯანმრთელობას და თავით გადაეშვება სამუშაოში, რაც საუკეთესო არჩვენაი ნამდვილად არ არის. ქალწულებო, 2019 წელს საჭირო არ არის უფროსების ინსტრუქციებს ზედმიწევნით მისდიოთ, სცადეთ ახალი, ორიგინალური და თქვენთვის უფრო პრაქტიკული გზები იპოვოთ.

სასწორი

სასწორისთვის საკმაოდ საშიში პერიოდი დგება, რადგან 2019 წელს წამყვანი პლანეტები მზე და მარსი იქნებიან. ხელფეხშეკრულად იგრძნობთ თავს, გაგიჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება, ვერ გაერკვევით საკუთარ გრძნობებში, საქმეშიც კი მერყეობას გამოავლენთ. მიუხედავად ამისა, სასწორი მოახერხებს თავიდან აირიდოს აგრესია და კონფლიქტი. როგორ? საქმე ისაა, რომ მარსი ღორის წელს სუსტდება, მზის მდებარობა კი გლობალურ საკითხებზე მოახდენს გავლენას და არა პერსონებზე. ეს წელი წარიმართება ცოტათი რუტინულად, ნუ ელოდებით მკვეთრ ცვლილებებს. ასევე,  ნუ წახვალთ რისკზე, რადგან დიდი ალბათობით არ გაამართლებს.

მორიელი

მეტაფორულად მორელისთვის 2019 წელი დაემსგავსება დიდ ტალღებზე სერფინგს. მიუხედავად იმისა, მდგარხართ თუ არა ოდესმე სერფინგის დაფაზე, მაინც წარმატებით შეებრძოლებით ტალღებს. პრობლემის გაჩენისთანავე მოახერხებთ მის მოგვარებას. თუ დიდ პროექტში ხართ ჩართული ან უმაღლეს განათლებას იღებთ, ნუ შეეჭიდებით თემას, რომელსაც შესაძლოა თქვენი კომპეტენცია არ ეყოს.

საერთო ჯამში, ყველა კარიერული ნაბიჯი ცვლილებებთან მიგიყვანთ. შესაძლოა ზოგმა მორიელმა კოლეგასთან გააბას რომანი. ღორის წელს გაიზრდება თქვენი პოპულარულობა, თქვენით განსაკუთრებით დაინტერესდებიან საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, რომელიც ნამდვილად გიყვართ, მაქსიმალური დისტანციურობა გამოიჩინეთ სხვა ქალებთანკაცებთან მიმართებაში. არსებობს ალბათობა იმისა, რომ მესამე ადამიანმა თქვენი ურთიერთობის დანგრევა სცადოს.

მშვილდოსანი

თვითრეალიზებისთვის იმდენი შანსი მოგეცემათ, შეუძლებელია წარმატებას ვერ მიაღწიოთ 2019 წელს. მოიმატებს თქვენი თავდაჯერებულობა. ელოდეთ მატერიალურ სარგებელს. ვარსკვლავების წყალობით, ლატარეაში მოიგებთ ფულს, ანდერძით მიიღებთ ან უცხოელ პარტნიორთან ერთად ბიზნესს წამოიწყებთ, რომელიც მომგებიანი აღმოჩნდება. ძალიან დაკავებული იქნებით პროექტების განხორციელებით, რის გამოც შესაძლოა პირადი ცხოვრება გვერდზე დაგრჩეთ. ვერ ვიტყვით, რომ ეს დიდად შეგაწუხებთ.

თხის რქა

"გეგმიურობა, დისციპლინა, ენთუზიაზმი!" - სწორედ ეს იქნება თხის რქის დევიზი 2019 წელს. ზოგიერთის ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი, რაც თქვენი ხელმძღვანელობის სპონტანურ გადაწყვეტილებას უკავშირდება. თავიდან მოგეჩვენებათ, რომ საკითხს ერნაირად უყურებთ, მაგრამ მალევე გამოაშკარავდება, რომ რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები გაქვთ. ეს კი იმედებს გაგიცრუებთ. ნურაფერზე აღელდებით. რაც არ უნდა მოხდეს ამ წელს თქვენს ცხოვრებაში, ყველაფერი კარგად დაგვირგვინდება და საბოლოო ჯამში, იმას მიიღებთ, რაც გულით გსურთ.

მერწყული

წელს თქვენში ერთდროულად გააქტიურდებიან ანგელოზი და დემონი, ისინი ომს გამართავენ. ყოველთვის, როცა არჩევანის წინაშე დადგებით, ეშმაკი ბოროტებისკენ გიბიძგებთ და შესაშურ პერსპექტივას დაგიხატავთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ. 2019 წელს  ფორტუნას  რჩეული გახდებით. სწორედ მისი დახმარებით აღმოჩნდებით სიტუაციაში, რომელშიც ადამიანები მოგენდობიან და ლიდერად გაქცევენ. მოერიდეთ სიტუაციის არევ-დარევას იქ, სადაც სიმშვიდე სუფევს. გარდა ამისა, ნუ მოჭრით ტოტს, რომელზეც წამოსკუპულხართ.  მერწყულები, რომლებიც დიდი ხნაია ურთიერთობაში არიან, დაოჯახდებიან; ხოლო მარტოხელა  მერწყულებს მოკლევადიანი  კავშირები  ელით.

თევზები

თევზების გარდასახვის პერიოდი დგება. ბევრი თევზი მოინდომებს, რომ საქმიანობის სფერო შეიცვალოს.  სტუდენტი თევზები წარმატებით დახურავენ კურსს, მიუხედავად იმისა, რომ შუა სემესტრში შესაძლოა პრობლემები წარმოიშვას. აბიტურიენტ თევზებს განსაკუთრებით მოუწევთ შრომა, თუ სასურველი შედეგის მიღება სურთ. 2019 წელოს მოსალოდნელია იმედგაცრუებები და წყენა, რომელსაც მალევე ჩაანაცვლებს სიხარულით სავსე მომენტები. წელს დაისახავთ მიზანს, რომელიც მომავალში დიდ ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ და ცნობილს გაგხდით.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"