გაეცანით მარტის ტაროპროგნოზს, დაგეგმეთ მომავალი თვე გონივრულად და მზად დაუხვდით მოახლოებულ მოვლენებს.
ტარო გაფრთხილებთ, ნუ შეეცდებით სხვის ხარჯზე ცხოვრების შეცვლას. თქვენივე დაგებულ მახეში გაებმებით. შეწყვიტეთ სხვისი დადანაშაულება იმაში, რომ თქვენი ცხოვრება ისე ვერ აეწყო, როგორც გსურდათ. ბრაზი, რომელსაც ანთხევთ არ მოაგვარებს თქვენს პრობლემებს. ვარსკვლავები გირჩევენ უფრო დააფასოთ გარშემო მყოფთა შრომა და თქვენზე ზრუნვა.
მთელ თავისუფალ დროს "მეს" შეცნობას დაუთმობთ. შესაძლოა აღმოჩნდეთ სიტუაციაში, რომელშიც გამოსავლის პოვნა რთული მოგეჩვენებათ. მიმართეთ მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც საკმარისად აქვს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილება, ან ასაკთან შეუფერებლად გონიერია. თუ ეჭვობთ, რომ რომელიმე მეგობარს შურს თქვენი ან ბოლო დროს ღვარძლით აივსო, მოერიდეთ. მარტში მან შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. აღმოჩნდებით დილემის წინაშე, რომელიც თქვენგან სამართლიანობის დაცვას მოითხოვს.
ტყუპის ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. მარტი მოგცემთ შანსს, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც წერტილს დაუსვამთ სიდუხჭირეს. ზოგიერთი ტყუპი, რომელიც კმაყოფილი არ იყო სამსახურით, ახალ შემოთავაზებას მიიღებს. ისინი კი, ვინც სამსახურს ეძებდნენ, ბოლოს და ბოლოს დასაქმდებიან.
კირჩხიბები დაეხმარებიან ადამიანს, რომელსაც ძალიან სჭირდება მათი გვერდში დგომა. გონივრული ქმედებების შემთხვევაში, ამ ნიშნით დაბადებულებმა შესაძლოა ხელში ოქროს გასაღები ჩაიგდონ. მოსალოდნელია შემოსავალი, რომელიც ვალების გასტუმრების ან ბიზნესის წამოწყების საშუალებას მოგცემთ. მარტში კირჩხიბი საბოლოოდ გადაწყვეტს რჩება თუ არა პარტნიორის გვერდით. ამ ნიშნით დაბადებული ზოგიერთი ადამიანი საზღვარგარეთ სამუშაოდ/სასწავლებლად წასვლას დაგეგმავს. ბევრი კირჩხიბი უცხო ენის ან პროფესიული გამოცდისთვის დაიწყებს მომზადებას.
ლომებს დიდი ნახტომი ელოდებათ ამ წელს. მარტი ის თვეა, როცა ძირფესვიანი მომზადება უნდა დაიწყონ. დაფიქრდით, რა დადებითი თვისებები გაქვთ? განავითარეთ ისინი. ჩაუღრმავდით უარყოფით მხარეს და ნაკლოვანებების დაძლევა სცადეთ. შესაძლოა ადამიანებს მარტივად ვერ გააგებინოთ რას ელოდებით მათგან და რამდენჯერმე გამეორება დაგჭირდეთ. მოთმიანება გამოიჩინეთ. ყურადღებით დააკვირდით გარშემო მყოფებსა და სამყაროს მინიშნებებს, სწორი გზიდან რომ არ გადაუხვიოთ.
სასწორი
სიფრთხილე და გონიერება გმართებთ. სასწორებს კარიერული ზრდის შესაძლებლობა ეძლევათ. დროა, თქვენი იდეების რეალიზება შეძლოთ. სამსახურში გააჟღერეთ ახალი იდეები, დაანახებთ უფროსებს, რომ ინიციატორი ხართ და არა ჩრდილში მდგომი თანამშრომელი. კოლეგებს უყვარხართ, ამიტომ გამოიჩინეთ გუნდურობა. ყველა წამოწყებულ საქმეს წარმატებულად დაასრულებთ მარტში.
მორიელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ზოგიერთი სურვილი არასდროს ასრულდება, მაგრამ დეპრესიაში ჩავარდნის ნაცვლად, ახალი მიზანი უნდა აირჩიოს და მისკენ გაემართოს. შეწყვიტეთ ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე ფიქრი და პრაქტიკული გახდით. ის მორიელები, რომლებსაც დანაშაულის გრძნობა ტანჯავთ, უნდა გათავისუფლდნენ. მარტი იძლევა შანსს დაალაგოთ არეული ურთიერთობები, მიუტევოთ სხვებსაც და საკუთარ თავსაც. მოიკრიბეთ ძალები და კარგად იმეცადინეთ, თუ ჯერ კიდევ სწავლობთ.
ერთი სული გაქვთ წარმატების მწვერვალზე როდის მოექცევით? ლოდინი მოგიწევთ, მშვილდოსნებო. მარტში ხშირად აღმოჩნდებით გამოუვალ სიტუაციებში და მოგეჩვენებათ, რომ კუთხეში მიგიმწყვდიეს. ყური უგდეთ ინტუიციას, ის გამარჯვებამდე მიგიყვანთ. თუ სირთულეებს არ შეუშინდებით, მარტის ბოლო კვირაში გათავისუფლდებით დამღლელი პრობლემებისგან, დადგება ნანატრი ცვლილებების დრო და ცხოვრება კალაპოტს დაუბრუნდება
თხის რქები, რომლებსაც თებერვალში სოლიდური თანხის გადახდა მოუწიათ პრობლემების მოსაგვარებლად, შვებით ამოისუნთქავენ. ახლობელი ადამიანი დახმარების ხელს გაგიმართავთ. ასევე, დამოუკიდებლად შეძლებთ თანხის მოძიებას. გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა დაგამშვიდებთ და შიშს გაგიქრობთ.
მარტში ბედი გიღიმით. ტაროს მიხედვით, მერწყული მნიშვნელოვან ბიზნესიდეას განახორციელებს. ამისთვის კი თითოეული ნაბიჯის კარგად გაანალიზება მართებს. კარგი თვეა იმ მერწყულებისთვის, რომლებსაც ინდივიდუალურად მუშაობა შეუძლიათ და პასუხისმგებლობა არ აშინებთ. ყურადღება მიაქციეთ შვილს, დააკვირდით მის ქცევას, შესაძლოა რაიმე უცნაურობა შენიშნოთ.
დაგიბრუნდებათ მონატრებული ადამიანი. ყველა სირთულე გადაიჭრება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. აქტიურად დაიწყეთ კითხვა, მეცადინეობა. მეტი დრო დაუთმეთ სამსახურსა და კარიერას. არ იზარმაცოთ, თორემ მომავალში ინანებთ. შესაძლოა ადამიანი, რომელიც მტერი გეგონათ, დაგიმეგობრდეთ. ნუ ცდილობთ პირადი ინტერესებისთვის მარიონეტებივით გამოიყენოთ კოლეგები ან მეგობრები. იპოვეთ ახალი ჰობი, განტვირთვა გჭირდებათ.
სტატია მოამზადა თამარ ბოკუჩავამ.