ავტორი:

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის

2020 წელს სიჯიუტე უნდა მოთოკოთ და გარშემო მყოფების მიმართ მეტად ლმობიერი გახდეთ. ჯიუტი და მიზნამიმართული მხოლოდ საქმეების შესრულებისას უნდა იყოთ. იყავით დაკვირვებული ფინანსური საკითხების მოგვარებისას და ეცადეთ, კონკურენტებსაც კი ღირსეულად გაუმკლავდეთ. მოსალოდნელია მივლინება, გავლენიან ადამიანებთან ნაცნობობა, რომელთა დახმარებითაც შეიძლება ბიზნესი დაიწყოთ/გააფართოვოთ.

ვირთხის წელიწადში ცოტა უნდა შეანელოთ მუშაობის ტემპი. რაც უფრო მსუბუქი და ლაღი იქნებით, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ. თუ ახალი რომანის დაწყებას აპირებთ, ეცადეთ, ადამიანს თქვენი საუკეთესო თვისებები დაანახოთ. ზოგჯერ სენტიმენტალური გრძნობებიც უნდა გამოავლინოთ. ამის გამო არავინ დაგძრახვათ. მორიელების უმეტესობას დაქორწინება და დღესასწაულის მდიდრულად აღნიშნვა ელის.

წლის დასაწყისშივე დაგეგმეთ ზაფხულის შვებულება. გათვალეთ ყოველი ნიუანსი და, რა თქმა უნდა, ფინანსური ხარჯისთვისაც მოემზადეთ. ყურადღება გმართებთ ახალგაცნობილებთან. იყავით ღიმილიანი, იხუმრეთ.

განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ჯანმრთელობა. გაიძლიერეთ იმუნიტეტი. დაიცავით კვებისა და ძილის რეჟიმი. ხშირად ისეირნეთ ფეხით სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ მავნე საკვების ჭამას. აგრეთვე, გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან.

მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. განსაკუთრებით, როცა საქმე იურიდიული საკითხების მოგვარებას ეხება. ნოემბერში მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ და თავს უფრო ოპტიმისტურად და თავდაჯერებულად იგრძნობთ.

სიყვარულისა და ოჯახური ცხოვრების პროგნოზი 2020 წლისთვის

თუ ადრე ოჯახური ცხოვრების წინააღმდეგი იყავით, წელს დაოჯახებისა და შვილების ყოლის სურვილი გაგიჩნდებათ. ალბათ მოგბეზრდათ ხანმოკლე რომანები და ფლირტი. შეიძლება უკვე შეხვდით ისეთ ადამიანს, ვის გვერდითაც ყოველდღე გინდათ იყოთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გაზაფხულზე ელით. შეიძლება ეს ადამიანი ზუსტად ისეთი იყოს, როგორზეც ოცნებობდით. ერთი სიტყვით, პოზიტიური ემოციებით იქნებით აღსავსე.

დაქორწინებულებმა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. ყველამ ისედაც იცის, რომ ლიდერი ხართ, ძალაუფლების ზედმეტი დემონსტრირება საჭირო არაა. თუმცა, ლიდერის თვისებები შეგიძლიათ სხვა სფეროში გამოავლინოთ, ოჯახში - არა! მეუღლესთან ერთად ხშირად გაემართეთ ბუნებაში, კინოსა და თეატრში. არც საწოლში გაწყენთ ექსპერიმენტები.

შემოდგმაზე შორეულ ნათესავებს უმასპინძლებთ. აიღეთ შვებულება, რათა ახლობლებთან ურთიერთობაში არაფერმა შეგიშალოთ ხელი. მარტოხელებმა იფიქრეთ თქვენს მომავალზე. თუ თავიუფლებას იქნებით ჩაჭიდებული, კიდევ დიდხანს მოგიწევთ მარტო ყოფნა.

შეყვარებულები ბუდის აშენებას გადაწყვეტენ. მცირე უთანხმოების გამო, ნუ გაიფუჭებთ დამოკიდბულებას საყვარელ ადამიანთან. რჩევისთვის გამოცდილ მეგობრებს მიმართეთ. თუ დაჭირდათ, ფსიქოლოგსაც მიაკითხეთ კონსულტაციისთვის, ან საჭირო ლიტერატურას გაეცანით. მთავარია, გრძნობა და ადამიანთან კარგი დამოკიდებულება შეინარჩუნოთ.

ზაფხულსა და შემოდგომაზე ყველაფრის მიტოვება და შორს გამგზავრება მოგინდებათ. კარგი მიზეზია მოგზაურობისთვის. უმჯობესია, ისეთი ადგილები შეარჩიოთ, სადაც ცურვასაც შეძლებთ და ცხელ ქვიშაზე გათბობასაც.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი მორიელებისთვის

იყავით მეტად ორიენტირებული მიზნების განხორციელებაზე. შურმა და უხეშად ნათქვამმა შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. ნაკლები იფიქრეთ წარსულზე. მეტი - პროფესიულ განვითარებაზე. ეცადეთ აიმაღლოთ თვითშეფასება გარშემო მყოფებში.

მარტოხელებს, რომლებსაც ბედნიერების მოპოვება სურთ, გავახარებთ, გაზაფხულსა და ზაფხულის ბოლოს რომანტიკული ნაცნობობა გელით

ერთად დასვენება, საზღვარგარეთ მოგზაურობა თუ მცირე რომანტიკული სიურპრიზები კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს კავშირს.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალბატონი მორიელებისთვის

იყავით მეტად კრეატიული და შემოქმედებითი. ხშირად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. ფეხი აუწყვეთ თანამედროვეობას. იყავით მზად ახალი ნაცნობობისა და ურთიერთობისთვის. ნუ მოგერიდებათ, პარტნიორს დაანახოთ თქვენი ტემპერამენტი.

ოპტიმიზმით შეუდექით სამსახურის საქმეების მოგვარებას. ფინანსური საკითხები განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. 2020 წელს გამოჩნდება შანსი, რომელიც მატერიალური მდგომარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. არ ინერვიულოთ, ხშირად შეხვდით საქმიან ხალხს და მიიღეთ რჩევები კომპეტენტური პირებისგან.

2020 წლის ფინანსური პროგნოზი

თუ გამდიდრება გადაწყვიტეთ, ხელს ვერაფერი შეგიშლით. ყოველ შემთხვევაში, იმ სურვილებს მაინც აისრულებთ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. მოიმატებს ხარჯიც, რემონტის, ან გლობალური საყიდლებისთვის.

ფულთან მიმართებაში მაქსიმალურად დაკვირვებული უნდა იყოთ გაზაფხულსა და შემოდგომაზე. იყავით პრაქტიკული და ფული ეკონომიურად ხარჯეთ. ვირთხის წელიწადში გააფორმებთ ხელშეკრულებას, რაც უკვე დეკემბერში შემოსავალს მოგიტანთ.

კარგ შედეგს მოგიტანთ კერძო ბიზნესის დაწყება. კომერციულ საქმეებს ნუ შეუშინდებით. დანაკარგი თუ იქნება, ძალიან უმნიშვნელო. უარი არ თქვათ მივლინებაზე, ახალი პარტნიორების მიმართ მეტად ლოიალური უნდა იყოთ. თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ სპონსორი მოძებნოთ. ფული მხოლოდ მომგებიან საქმიანობაში დააბანდეთ. ზოგიერთი ჰობის ან შემოქმედებითი იდეების განხორციელებით იშოვის ფულს.

2020 წლის კარიერის პროგნოზი

მცირე უსიამოვნებები უნდა მოაგვაროთ. წლის მმართველი მკვეთრ კარიერულ წინსვლას გპირდებათ. დააკვირდით გარემოცვას. მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებთან კონტაქტს. თუ უფროსი გენდობათ, ეცადეთ, არ დააღალატოთ.

გაზაფხული მეტად მნიშველოვანი სეზონია. შეიძლება ბევრს დაგპირდნენ, მაგრამ მხოლოდ მინიმუმი დააკმაყოფილონ. იყავით ფრთხილი ახალგაცნობილებთან. თანამშრომლებმა შეიძლება ნაეგატიური თვისებები გამოავლინონ. კონკურენტებთან სამართლიანი, მაგრამ რთული ბრძოლა გელით.

2020 წლის ჯანმრთელობის პროგნოზი

ყურადღება მიაქციეთ ქრონიკულ დაავადებებს. დროულად იმკურნალეთ, საქმეების გამო ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ. არ არსებობს ისეთი ვალდებულება, რომელიც თქვენს ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანია. დაიცავით ბალანსი დასვენებას, ვარჯიშს, მუშაობასა და კვებაში. გამონახეთ დრო და ესტუმრეთ სტომატოლოგს. განსაკუთრებულ დაკვირვებას ითხოვს კუჭი, გული, ღვიძლი.

ჩაეწერეთ აუზზე, ფიქტნესზე, მიიღეთ მზის აბაზანები. ჯანმრთელობაზე ფული და დრო არ უნდა დაინანოთ. გათავისუფლდით ნეგატიური ენერგიისგან. კარგია იოგა, მედიტაცია, სუნთქვითი პრაქტიკა. კარგ შედეგს მოგიტანთ ხალხური მეთოდებით მკურნალობა. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. ეს ყველაზე მთავარია!

რა გელით მორიელებს თვეების მიხედვით

იანვარი - ოპტიმიზმით აღიჭურვეთ, ბევრს მიაღწევთ.

თებერვალი - მეტად მობილიზებული და დაკვირვებული უნდა იყოთ.

მარტი - ხშირად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა, იყავით რომანტიკულიც. გაიუმჯობესეთ განწყობა, შეიცვალეთ იმიჯი.

აპრილი - არ დააგდოთ მუშაობის ტემპი. იყავით ყურადღებით, რათა არ დაუშვათ შეცდომები.

მაისი - გაიუმჯობესეთ ურთობერთობა მეგობრებთან და საქმიან პარტნიორებთან.

ივნისი - კარგი თვეა სწავლისა და კავლიფიკაციის ასამაღლებლად.

ივლისი - ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში, კარიერასა და ფინანსებში.

აგვისტო - მოთმინებით აღიჭურვეთ და მეტად ოპტიმისტურად განეწყვეთ.

სექტემბერი - სექტემბერი რთული სკაითხების მოგვარების თვეა.

ოქტომბერი - ყველაზე რთული თვე გელით. იყავით ძლიერი მორალურად.

ნოემბერი - უამრავ დაბრკოლებას გადალახავთ და გამარჯვებას მოიპოვებთ.

დეკემბერი - რომანტიკული ნაცნობობის, საჩუქების ყიდვისა და გართობის თვეა.

"ლოცვა და საკურთხის გაკეთება სწორედ ახლაა კარგი" - რას გვირჩევს ასტროლოგი 9 და 10 ნოემბერს

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მერწყულებისთვის

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის