ავტორი:

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის -  "საბედისწერო შეხვედრა გელით"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის -  "საბედისწერო შეხვედრა გელით"

2020 წელს ყურადღება აქტიურად მხოლოდ სამსახურს კი არა, შინაგან განწყობასაც უნდა მიაქციოთ. ხშირი ემოციური აფეთქებები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჰარმონიას დაგირღვევთ. მეტად გამოავლინეთ პოზიტივი და უარყოფით მოვლენებზე ყურადღება არ გაამახვილოთ. მარტოხელები ჭირვეულები და პრეტენზიულები ნუ იქნებით. სწორედ წელს მოგეცემათ შანსი შეხვდეთ "თქვენს" ადამიანს, ვისთან ერთადაც ხელჩაკიდებული გაატარებთ სიცოცხლის წლებს. ზამთრში შეიძლება მიიღოთ სარფიანი შემოთავაზებები კომერციული თვალსაზრისით ან გაგიუმჯობესდეთ ფინანსური მდგომარეობა.

წლის დასაწყისში მოსალოდნელია მივლინებები, შეხვედრები, გადაადგილებები, საცხოვრებელი მისამართის ცვლა. მოსალოდნელია დროებითი ფინანსური კრიზისი. ნუ იქნებით ზედმეტად ამბიციური, დააკვირდით გარშემო მომხდარ მოვლენებს და გამოიტანეთ სწორი დასკვნები. მხოლოდ სათქვენო არა, ობიექტური. პირად ცხოვრებაში სერიოზული განხეთქილება არ გელით, მაგარმ თქვენი მოუცლელობის გამო საყვარელი ადამიანი ხშირად გისაყვედურებთ. დაოჯახებულებმა ერთად მოაგვარეთ საბინაო და საყოფაცხოვრებო საკითხები. თუმცა, ქორწინება ან საერთო ბინის შეძენა დეკემბამდე გადაიდება.

გადახედეთ წარსულში შესრულებულ საქმეებს. ეს დაგეხმარებათ გაითვალისწინოთ შეცდომები და დასახოთ მომავალი პროექტები უშეცდომოდ. ახალი იდეები კოლეგებთან, საჭირო ადამიანებთნ ერთად განიხილეთ. შემოდგომაზე განახორციელებთ ისეთ პროექტებს, რაც მატერიალურად მოგაძლიერებთ. მოგზაურობისთვის კარგი პერიოდია ნოემბერი, შეგიძლიათ, შვებულებაც ამ თვისთვის დაგეგმოთ. ჯანმრთელობა სტაბილური გაქვთ. აი, ნერვები კი აშლილ-მოშლილი. შეეხმიანეთ ფსიქოლოგს, ნევროლოგს თუ მარტოს გიჭირთ დეპრესიასთან გამკლავება.

  • სიყვარულისა და ოჯახური ცხოვრების პროგნოზი 2020 წლისთვის

ვირთხის წელიწადში ფანტაზიებით ხართ აღსავსე. აქტიურად დაიწყებთ ისეთი პარტნიორის მოძიებას, რომელიც სურვილების რეალიზებაში დაგეხმარებათ. თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ზოგიერთი ექსპერიმენტი შეიძლება ზედმეტად ექსპრესიული გამოდგეს. გაფრთხილდით, ნუ გამოავლენთ ზედმეტ ვნებიანობას იქ, სადაც უადგილოა. თუ გსურთ ჭკვიან ადამიანთან გააბათ რომანი, ხშირად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. მეგობრებთან ერთად გართობა ისე დაგეგმეთ, რომ სამსახურის საქმეები და სწავლის, ჯანმრთელობის სფერო არ დაიზიანოთ.

დაქორწინებულ წყვილებს სტაბილურობა ელით. კონფლიქტები მხოლოდ წვრილმანების გამო იქნება მოსალოდნელი. შეიძლება, ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებითაც. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ საყვარელი ადამიანის გვერდით. ერთად დაისვენოთ, იმხიარულოთ, ისეინოთ. მოერიდეთ ნათესავებთან დაპირისპირებას, აგრეთვე, უხეშ გამონათქვამებს მათი მისამართით.

შეყვარებული სასწორების ცხოვრებაში ბედნიერება და ურთიერთგაგება დაისადგურებს. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად გამოავლინეთ სინაზე და გრძნობები.

2020 წელს საოჯახო ფუსფუსი და ხანდაზმულ ნათესავებზე ზრუნვა გელით. გაზაფხულიდან შემოდგომამდე შეიძლება ისეთი საქმეების მოგვარებამ მოგიწიოთ, რომლებიც საერთოდ არაა თქვენთან კავშირში. მოსალოდნელია რემონტი, საცხოვრებელი მისამართის შეცვლა. ახალი უძრავი ქონებისა და ავეჯის შეძენა. წინასწარ დაგეგმეთ ფინანსური სქემა, რათა მინუსებში არ გადავარდეთ. ეცადეთ, კრედიტებისა და ვალების გარეშე გაძლოთ.

ზაფხულში აუცილებლად დაისვენეთ ზღვის სანაპიროზე, ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა და ნერვებისთვისაც.

  • 2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი სასწორებისთვის

თუ ერთი ადგილიდან მეორეში სირბილს არ მოეშვებით, მეტად სარფიან სიტუაციაში აღმოჩნდებით. ორიენტირებული უნდა იყოთ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, წარმატების მიღწევაზე. პირად ცხოვრებაში მოწყენისა და უგუნებობის მიზეზი არ მოგეცემათ. გარშემო უამრავი საინტერესო, სიმპათიური და ემოციური გოგონა ტრიალებს. არჩევანი თქვენზეა.

2020 წელს საბედისწერო შეხვედრა გელით. მიუხედავად შრომისა/სწავლისა პაემნებზე სირბილისა, გართობისთვის მაინც გამონახავთ დროს. გირჩევთ, ყოველი კვირის გრაფიკი გქონდეთ შედგენილი. შვებულება აიღეთ ზაფხულის ბოლოს და დრო საზღვარგარეთ გაატარეთ. ან ზღვაზე გაემგზავრეთ. დაივიწყებთ საქმიანი ზარები და მოლაპარაკებები თუ საყვარელ ადამიანთან ერთად დაისვენებთ.

  • 2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალბატონი სასწორებისთვის

2020 წელს განსაკუთრებულად მიმზიდველად უნდა გამოიყურებოდეთ. შეიცვალეთ იმიჯი, თმის ფერი, განაახლეთ გარდერობი. ჩაეწერეთ კოსმეტოლოგთან ვიზიტზე. შეიყვარეთ თქვენი თავი და კიდევ უფრო მიმზიდველი გახდით მხოლოდ მამაკაცების გულის მოსაგებად კი არა, საკუთარი სიამოვნებისთვის.

მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, მაგრამ ისე სწრაფად არა, როგორც ეს თქვენ გსურთ. ვალდებულებებისა და საქმეებისგან მოგაცდენთ რომანზე ფიქრი, რომელიც ზაფხულის დასაწყისში დაიწყება. ეს სამსახურის/სწავლის მიტოვების მიზეზი არაა. მეტი ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტების გაფორმებას. იყავით მეტად საიმედო და მობილიზებული ბიზნესთანამშრომლობისთვის.

  • 2020 წლის ფინანსური პროგნოზი

როგორც იმუშავებთ, ისეც გაილაღებთ - ეს ფრაზა 2020 წლის დევიზად აქციეთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, ჩაერთეთ შემოქმედებითი პროექტების განხორციელებაში. ფული მდინარესავით ვერ ჩაედინება თქვენს საფულეში, მაგრამ მათ არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვებაზე ფიქრიც კი გეკრძალებათ. აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, გაუფრთხილდით საფულეს. განსაკუთრებით, მგზავრობისას და გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებისას.

ვირთხის წელიწადში შეიძლება დამატებითი სამუშაო გამოგიჩნდეთ, ეს გასავლის გადაფარვაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია ფულის ხარჯვა ოჯახში, ბინაზე, აგრეთვე გაზაფხულზე - მკურნალობაზე. ფინანსურ სფეროში გახშირდება მერყევი სიტუაციები, მაგრამ ეს ყურაბის ჩმოყრის მიზეზი არ უნდა გახდეს. პირიქით, იყავით მეტად მომჭირნე, აკონტროლეთ ყოველი თეთრი.

ზაფხულში მატერიალურ დახმარებას მეგობრისგან ან ნათესავისგან მიიღებთ. შეიძლება სამსახურში პრემიაც კი გამოგიწერონ. სარფიან შემოთავაზებას მიიღებთ ადამიანისგან, რომელთან ერთადაც ადრე საერთო პროექტზე მუშაობდით. კერძო ბიზნესის დაწყება ადვილი საქმე არაა, მაგრამ თუ გრძნობთ, რომ მზად ხართ, აღარ დააყოვნოთ.

2020 წელს უნდა დაივიწყოთ აზარტული თამაშები და აფერისტობა. კარგად გაიაზრეთ რაში აბანდებთ ფულს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვირთხის წელიწადი სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნით.

  • 2020 წლის კარიერის პროგნოზი

წარმატება გელით ბიზნესში. მოსალოცად გექნებათ საქმე, რადგან ის, რაც ადრე დაგეგმეთ, წელს დაიწყებს ამუშავებას. უფრო სწორად, თქვენი სწორი ფინანსური გათვლების, შრომისუნარიანობისა და სიბეჯითის წყალობით გახდება მომგებიანი. გაზაფხულზე ახალი ვალდებულებები დაგემატებათ, თუ უფროსის სავარძელს დაიკავებთ. გახსოვდეთ, რომ ყველა სირთულე დროებითია.

ვირთხის წელიწადში სასწორების უმეტესობას საზღვარგარეთ გამგზავრებისა და იქ მუშაობის შესაძლებლობა მიეცემა. ნათესავებს თქვენთან განშორება რამდენიმე თვითაც კი ძალიან გაუჭირდებათ. ეს ცვლილება თქვენს ფსიქოლოგიურ ხასიათზეც აისახება.

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც ბედს დაუკავშირებთ და შეიძლება, საქმიანი პარტნიორებიც კი გახდეთ. თქვენ ერთმანეთს უსიტყვოდაც კი გაუგებთ, საინტერესო პროეტებს განახორციელებთ და ერთმანეთისთვის საიმედოები იქნებით

  • 2020 წლის ჯანმრთელობის პროგნოზი

ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები რომ აიცილოთ, პოზიტივი და ვიტამინები უნდა მოიმარაგოთ. თუ გრძნობთ, რომ იმუნიტეტი დასუსტებული გაქვთ, გრიპზე აიცერით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საავადმყოფოში შეიძლება მრავლობითი გართულებით მოხვდეთ.

იმისათვის, რომ ჯანმრთელობა გაიუმჯობესოთ, ორგანიზმი უნდა გაიკაჟოთ. ეს შეიძლება იყოს წყლის პროცედურები, მზის აბაზანები, სირბილი დილაობით, რაც უფრო მაღალი იქნება ენერგიულობა, მით უფრო შორს იქნება თქვენგან ავადმყოფობა. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. თევზაობა, სოკოების მოგროვება და პიკნიკებიც კი ყოველ კვირა უნდა დაგეგმოთ. თუ საშუალება გაქვთ, რომ ქალაქის ბინიდან აგარაკზე გადახვიდეთ საცხოვრებლად, აღარ დააყოვნოთ.

2020 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს შარდსასქესო სისტემა, გული და თირკმელები. არტერიულმა წნევამ შეიძლება ითმაშოს და გარკვეული ზომები უნდა მიიღოთ. გახსოვდეთ, რომ ყველა დაავადების მიზეზი ნერვები და ფსიქოლოგიური წნეხია. რაც უფრო მეტს გაიღიმებთ, პოზიტიური იქნებით და მოვლენებს მსუბიუქად შეხედავთ, მით მეტად ჯანმრთელი იქნებით.

ვირთხის წელიწადში უნდა დაიწყოთ ვარჯიში და ცურვა. განსაკუთრებით, თუ ხერხემალი გაწუხებთ და ზედმეტი კილოგრამებიც აკრიფეთ. კვება უნდა იყოს რეჟიმით და ნაკლებკალორიული.

  • რა გელით სასწორებს თვეების მიხედვით

იანვარი მშვიდად და ნერვილობის გარეშე უნდა გაატაროთ.

თებერვალში მკვეთრი ცვლილებები, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, ნაცნობობა და ავტორიტეტის ამაღლება გელოდებათ.

მარტში ძალები უნდა მოიკრიბოთ და მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ საქმეებს.

აპრილში კამათი და კონფლიქტები მოიმატებს. ნუ იქნებით გარშემო მყოფების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი.

მაისში დასვენება და პრობლემებზე თვალების დახუჭვა გმართებთ.

ივნისში ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები.

ივლისი ამოსუნთქვის, ოცნებებისა და გაანალიზების საშუალება მოგეცემათ.

აგვისტოში უნდა გააგრძელოთ აქტიურად მუშაობა და ჩამოიშოროთ კონკურენტები.

სექტემბერში იყავით მეტად მიზანმიმართული და ენერგიული საქმეების მოგვარებისას.

ნოემბერი რთული და სანერვიულო თვეა, არ გადაამეტოთ ამბიციები.

დეკემბერში თქვენსას მიიღებთ. გამოცდილ კონკურენტებსაც კი გაუსწრებთ.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "მოულოდნელობებით აღსავსე წელი გელით"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მშვილდოსნებისთვის - "ფინანსური საკითხების მოგვარების წელია"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი ქალწულებისთვის - "რომანტიკული თავგადასავლებისგან თავბრუ დაგეხვევათ"