ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. ენერგიული ხართ, ძველ საქმეებსაც დაასრულებთ და ახალ პროექტებშიც ჩაერთვებით. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. კარგად განახორციელებთ შემოქმედებით იდეებს. ყურადღებით გააფორმეთ დოკუმენტები. ნუ დაფრინავთ ღრუბლებში, ეცადეთ, მყარად იდგეთ მიწაზე. გახშირდება მივლინება, გაიჩენთ ერთგულ პარტნიორებს, გამოცდილებასაც შეიძენთ და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობაც მოგეცემათ. უსაფრთხო ადგილებში იმოგზაურეთ. სატურნის გადასვლა მერწყულში მომთმენსა და ბრძენს გაგხდით, და იუპიტერის - ბედნიერებას შეგმატებთ. შანსი მოგეცემათ, რომ დაწინაურდეთ, აჯობოთ კონკურენტებს. ნუ გამოეკიდებით წვრილმანებს, იყავით მობილიზებული მასშტაბურსა და მნიშვნელოვანზე. გაითვალისწინეთ გარშემო მყოფების ინტერესები.
შეიძლება მოგიწიოთ უცხოელებთან მუშაობამ, საზღვარგარეთ ან დისტანციურად. ნუ მიატოვებთ პროექტებს შუა გზაზე, განსაკუთრებით, თუ მათგან მატერიალურ შემოსავალს ელოდებით. ნუ უგულებელყოფთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. დაოჯახებულება უყურადღებოდ არ მიატოვოთ საყოფაცხოვრებო ვალდებულებები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. ნუ გადადებთ მომავლისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. მზად იყავით ცვლილებებისთვის. აკონტროლეთ განწყობა, პერიოდულად ეკონტაქტეთ მკურნალ ექიმს, თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ.
ჰარმონია დაისადგურებს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. მარტოხელები ნუ იქნებით მომართულები რაოდენობაზე, ერთსა და განუმეორებელს თუ შეხვდებით, აღარ გაუშვათ ხელიდან. მოერიდეთ დრამატულ სიტუაციებს. დაქორწინებულები შეიძლება მამა გახდეთ. რაც შეეხება ფულს, ნუ ნერვიულობთ, მთელი წელი საკმარისად გექნებათ. თუმცა, დაგროვებას ვერ შეძლებთ. სხვათა შორის, რამდენჯერმე მოგიწევთ ისეთი პროექტების შესრულება, რაც ფულს მოგიტანთ. სამსახურში იყავით დაკვირვებული, მიზანმიმართული და პრაგმატული.
პირად ცხოვრებაში სტაბილურობა არ გელით, ერთი რომანი მეორეს შეცვლის. ახალი მამაკაცების გაცნობა და დაშორება გახშირდება. თუმცა, ასეთი მდგომარეობა უფრო გაგახალისებთ და ენერგიას შეგმატებთ. 2021 ცვლილებების წელია, ნამდვილ სიყვარულს აგვისტოში შეხვდებით. ეცადეთ, შეინარჩუნოთ ეს მამაკაცი. მეგობრებთან ერთად ხშირად გადით ბუნებაში, მოაწყვეთ პიკნიკი, განსაკუთრებით, როცა დეპრესია შემოგიტევთ. ნუ გაეკიდებით წარსულს, გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას.
მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას. იყავით პოზიტიური. გამონახეთ დრო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ძირფესვიანად მოგიწევთ კვებისა და მუშაობის რეჟიმის შეცვლა. იყავით თავდაჯერებული და მიზნამიმართული. გააუმჯობესეთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვისთანაც გიწევთ მუშაობა. აგრეთვე მათთან, ვინც თქვენთვის ძვირფასია. კაპიტალდაბანდება თქვენგან დიდ დაკვირვებას მოითხოვს. ტყუპის უმეტესობა დაქორწინებას გადაწყვეტს. დაქორწინებულები იყავით მეტად რომანტიკულები მეუღლის მიმართ. გაანებივრეთ სიურპრიზებით, თუ ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ. ენერგია მუშაობაზეც გეყოფათ და გართობაზეც. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ მისამართის შეცვლა, პირადი ბიზნესის გახსნა. იყავით ყურადღებით წვრილმანებისადმი. გაგიუმჯობესდენათ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. გაიუმჯობესეთ უცხო ენა. ნუ დაიწყებთ ერთდროულად ასი საქმის კეთებას, იყავით თანმიმდევრული და დაასრულეთ ყველაფერი, რასაც დაიწყებთ, დაივიწყეთ “არ შემიძლია“ ,“მერე გავაკეთებ“. სასურველის მიღწევას მხოლოდ საიმედო პარტნიორებთან თავდაუზოგავი მუშაობით შეძლებთ. მარტოხელებს საინტერესო შეხვედრები გელით. იყავით ერთგული და არა ქარაფშუტა. ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოთ პროფესია ან დამატებით შეისწავლოთ რომელიმე სფერო. კარგ შედეგს მოგიტანთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. მოერიდეთ ავანტიურას, აკონტროლეთ ემოციები, დაიცავით საზოგადოებაში არსებული წესები და ნორმები.
მთავარი მოვლენა რომანტიკული ურთიერთობა იქნება. მოსალოდნელია ხან დაშორება, ხან ისევ შერიგება, ახალი გატაცება. იყავით გულახდილი და ერთგული. ერთდროულად რამდენიმე რომანს ნუ გააბამთ. შეიძლება ახალი საქმიანი პარტნიორები გაიჩინოთ - უცხოელები ან კვალიფიციურები. ყურადღებით გააფორმეთ ხელშეკრულებები. ხშირად მოგიწევთ კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან და მივლინებები. ბიზნესმენებმა დაკვირვებით გააფორმეთ დოკუმენტები. ახალი იდეები მხოლოდ ერთგულ პარტნიორებთან ერთად განიხილეთ. დელიკატურად მოექეცით საკუთარ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავის სისტემას. მოერიდეთ კვებით მოწამვლას. მიირთვით ბალახეული ჩაი. სეზონური ხილი და ბოსტნეული. გახსოვდეთ, რომ ზამთარში თქვენი მთავარი მტერი გადაცივება, ტრავმები და ფიზიკური დატვირთვაა.
შეყვარებულები დაქორწინებას მოინდომებთ, როგორც ზღაპრებშია “ისინი ცხოვრობდნენ ერთად და ბედნიერად“. გაუფრთხილდით ერთმანეთის გრძნობებს. აპრილში მაქსიმალურად დაკვირვებული უნდა იყოთ სამსახურში, შეიძლება კოლეგების შეცდომების გამოსწორებაც თქვენ მოგიწიოთ. დააკვირდით, რას გეუბნებიან ისინი და რას პასუხობთ თქვენ. მცირე კამათიც კი შეიძლება დაუსრულებელ კონფლიქტში გადაიზარდოს. მაისი ნაყოფიერი თვეა. არ დაკარგოთ არც ერთი წუთი, იმუშავეთ საკუთარი მიზნების განხორციელებაზე. ნუ დააგვიანებთ საქმიან შეხვედრებზე. თუ შესაძლებლობა გაქვთ, უქმეები ქალაქგარეთ, მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. მეუღლესთან დაძაბულობა მშვიდად მოაგვარეთ. ბავშვებთან გამონახეთ საერთო ენა. გამონახეთ დრო მათთან ერთად გართობისა და სეირნობისთვის. ნერვები მოსაფრთხილებელია. საჭესთან და ექსტრემალურ სპორტთან სიფრთხილე გმართებთ.
თუ მეუღლესთან მუდმივად კონფლიქტი გაქვთ, რაღაც უნდა შეცვალოთ. შეიძლება ოჯახის ფსიქოლოგთანაც კი დაგჭირდეთ კონსულტაციის გავლა. ურთიერთობის დარეგულირებას რამდენიმე დღით ზღვაზე გამგზავრებით უშველით. იყავით მოსიყვარულე და მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ. თუ ოჯახში ბავშვები გყავთ, მათზეც იზრუნეთ. ზაფხული იდეალური დროა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ნაყოფიერი პერიოდი გელით მხატვრებს, ჟურნალისტებს, ლიტერატორებს, კინოსა და თეატრის წარმომადგენლებს. ფულს იდეების, პროექტების განხორციელებით მიიღებთ. დაიცავით დღის რეჟიმი. შეამცირეთ გაზიანი სასმელებისა და მარილიანი საკვების მიღება. მოერიდეთ თვითმკურნალობას, გაესინჯეთ სპეციალიტს.
სასიამოვნო მოვლენებით დატვირთული პერიოდი დაგიდგათ. პოზიტიური ცვლილებები მოსალოდნელია პირად ცხოვრებაშიც და კარიერაშიც. საყვარელი ადამიანი თუ პასიურობს, თქვენ იაქტიურეთ, მოაწყვეთ ქალაქგარეთ გასვლები, მეგობრული და რომანტიკული შეხვედრები. მარტოხელებს საბედისწერო შეხვედრა გელოდებათ. რომანი განვითარდება სწრაფად და ლამაზად. უკვე ნოემბერ-დეკემბერში კი დაქორწინებისთვის იქნებით მზად. დაქორწინებულებმა უმნიშვნელო მიზეზიც კი გამოიყენეთ, რომ მოაწყოთ ოჯახური დღესასწაული და გაიუმჯობესოთ ერთმანეთთან ურთიერთობა. სამსახურში ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება მოგიწევთ. შეიძლება ზოგიერთი პროექტის განსახორციელებლად სპეციალისტის კონსულტაცია დაგჭირდეთ. ბიზნესმენებმა დააბანდეთ ფული მშენებლობაში, საქონელში. ოქტომბერში ფული ყურადღებით დათვალეთ. წლის ბოლო საუკეთესო დროა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. გაიძლიერეთ იმუნიტეტი. განსაკუთრებით, თუ ქრონიკული დაავადებები გაქვთ. მიიღეთ სეზონური ვიტამინები, ზომიერად ივარჯიშეთ. ნუ უგულებელყოფთ ექიმის რჩევებს, დროულად მიიღეთ დანიშნული მედიკამენტები.
თუ 2021 წელს აქტიურად არ იმოგზაურებთ და დაისვენებთ, ჭკუიდან შეიშლებით. როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემათ, გართობა და აქტიური კონტაქტები გაიხადეთ უმთავრეს მიზნად. შვებულება აიღეთ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში. აუცილებლად გაემგზავრეთ რამდენიმე დღით ზღვაზე, მთაში; გაეცანით აღმოსავლეთის ქვეყნებს. მეტად იყავით მომართული სულიერ განვითარებაზე; მედიტაცია, იოგა და რელაქსაცია საუკეთესოა დასვენებსითვის.