ვერძი
ვერძს უფლება აქვს გააკრიტიკოს თავისი ფინანსური მდგომარეობა, იშაყიროს მასზე სხვების გასაგონად, მაგრამ მეგობრები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეხუმრონ ამ საკითხზე. ამ ნიშნით დაბადებულს თავმოყვარეობა ელახება და მისი სიამაყის კოეფიციენტიც მაღლა იწევს. ვერძს ჯერ გუნება წაუხდება და ნეგატიურ ფიქრებთან ბრძოლა მოუწევს, შემდეგ კი მანქანასავით დაიქოქება და იქამდე გაამტვრევს შუბლით ყველა წინააღმდეგობას, სანამ არ გამდიდრდება.
ლომი
ლომისთვის მნიშვნელოვანია გრძნობდეს, რომ პრივილეგიას ფლობს; უფლება აქვს სხვებს ზემოდან გადმოხედოს; ჭკუა დაარიგოს; ამას კი ფინანსების გარეშე ვერ მოახერხებს. თუ ოდესმე ლომს აგრძნობინეს, ნუ ”ბლატაობ", არც ისეთი მაგარი ხარ, როგორადაც თავი მოგაქვსო, აუცილებლად დაისახვს მიზნად გამდიდრებას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.
მორიელი
ამ ნიშნით დაბადებული დიდხანს იმახსოვრებს ადამიანის სიტყვებს. თუ მის შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანეს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაანახვებს იმ პიროვნებას, როგორ შეცდა მორიელის შეფასებისას. თუ მაშინ დაუწყეს ალმაცერად ყურება, როცა ფეხი გადაუბრუნდა, ან დასცინეს, როდესაც სახით დაეხეთქა, აუცილებლად აღზევდებდა, გამდიდრდება და წარმატებას მიაღწევს. სწორედ ეს იქნება მორიელის შურისძიება - კერძი, რომელსაც ცივად მიირთმევს.
თხის რქა
თხის რქა ან პირველი იქნება ყველაფერში, რაშიც ჩაერთვება, ან საერთოდ განერიდება სიტუაციას. ამ ნიშნით დაბადებულს აკომპლექსებს უფულობა; ფიქრობს, რომ იმიჯი ელახება ან ადამიანები არასერიოზულად იწყებენ მის აღქმას. თუ ოდესმე უფულობაზე გაეხუმრებიან, იმ პიროვნებას ჯიბრში ჩაუდგება, კარიერულ კიბეზე მალევე წინ გაიჭრება ან ბიზნესს წამოიწყებს - მოკლედ, ძალასა და ღონეს არ დაიშურებს და მაინც გამდიდრდება, რომ სხვისი სამასხარაო აღარასდროს გახდეს.