ავტორი:

5 ივლისს მთვარის დაბნელებაა - ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელზეც ის დიდ გავლენას მოახდენს

5 ივლისს მთვარის დაბნელებაა - ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელზეც ის დიდ გავლენას მოახდენს

5 ივლისს ზაფხულის მესამე დაბნელებას ველოდებით. წინა ორმა (5 და 21 ივნისის შეიძლება ზოგიერთზე ძალიან იმოქმედა, ზოგმა ვერც კი იგრძნო. ეს წელს მეოთხე დაბელებაა. კიდევ 2 გველოდება ერთი 30 ნოემბერს და მეორე - 12 დეკემბერს. ვნახოთ რას უნდა ველოდეთ და რას მოუტანს ივლისის მთვარის დაბნელება თითოულ ნიშანს. წინასწარ უნდა გითხრათ, რომ ზოდიაქოს 12 ნიშნიდან ყველაზე მძაფრად მთვარის დაბნელებას 6 ნიშანი იგრძნობს.

5 ივლისს, თხის რქის მეთოთხმეტე გრადუსზე, 8:44-ზე ბოლო დაბნელება იქნება კირჩხიბი-თხის რქის ღერძზე. გახსოვდეთ, რომ მთვარის დაბნელება ადამიანის ემოციებზე მოქმედებს და ეცადეთ, მოერიდეთ დაძაბულ სიტუაციებს. აგრეთვე შეიძლება ადამიანები არაადეკვატურები და იმპულსურები გახდნენ, დაუფიქრებელი ნაბიჯები გადადგან. თუმცა, პირადი ურთიერთობები შეიძლება გაუმჯობესდეს. ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დასრულდეს ერთი გარკვეული ეტაპი. წერტილი დაუსვათ რაღაც საქმეს, დაასრულოთ დიდხნიანი პროექტები. ზოგიერთს იდეების განხორციელების ახალი შესაძლებლობები მიეცემათ. ზაფხულის დაბნელებების დერეფანი სრულდება და უმეტესობა მიხვდება (შეიძლება საკუთარ თავზე იმუშაოს კიდეც), რომ გათავისუფლდნენ წყენის, შიშების, ზედმეტი წონის, მავნე ჩვევების, ნეგატიური ემოციების, ძველი კავშირებისგან, ოჯახური კარმის, რაღაცაზე ან ვიღაცაზე დამოკიდებულებისგან და ა.შ. იყავით მშვიდი, ეცადეთ, იმუშაოთ საკუთარ თავზე, არ დაიგროვოთ ნეგატივი და გათავისუფლდეთ იმისგან, რაც წინსვლისკენ მიმავალ გზაზე გიქმნით დაბრკოლებებს.

დაბნელებას ყველაზე მძაფრად იგრძნობენ თხის რქისა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნები. აგრეთვე, ზოდიაქოს ნიშნის შუა პერიოდში დაბადებული ვერძები, სასწორები, კუროები და ქალწულები . ეცადეთ, იყოთ მშვიდები და მაქსიმალურად ნეიტრალურად შეხედოთ მოვლენებს.

12 ივლისს პლანეტა მერკური რეტროგრადული სვლიდან გამოვა. რაც საშუალებას მოგვცემს სწორად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ფიქრები, სწორ გზას დავუბრუნდეთ.

გირჩევთ, 20 ივლისამდე მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგათ

ახლა კი ვნახოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენი ნიშნიდან გამომდინარე მთვარის ამ თვეში.

  • ვერძი

ბიზნესი, კარიერა და სამსახურის საქმეები ითხოვს ყურადღებას. გათავისუფლდით ნეგატივისგან, იმისგან, რაც გიშლით ხელს მიზნების განხორციელებაში. დაფიქრებულად და გააზრებულად იმოქმედეთ, შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, რათა მიაღწიოთ სასურველს. იყავით თავდაჯერებული, თუ ხვდებით, რომ წინსვლისთვის გარკვეული ცოდნა ან გამოცდილება გჭირდებათ, მიიღეთ და უკვე მხრებგაშლილმა მოითხოვეთ საკუთარი ადგილი, თანამდებობა. ნუ შეგეშინდებათ სტატუსის შეცვლის.

  • კურო

ეს დაბნელება მოგაცილებთ შიშებს, რომელიც დაკავშირებულია სამყაროს აღქმასთან. კარგად გამოჩნდება რა გიშლით ხელს, რომ მიიღოთ საუკეთესო შედეგი. კარგი იქნება, დაასრულოთ დაწყებული საქმეები, საბუთეების გაფორმება დიპლომის/სერტიფიკატის აღება. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოს საზღვარგარეთის ვიზა. შეიძლება სულიერი გზით განვითარება გადაწყვიტოთ და საკუთარი შინაგანი სამყარო სხვანაირად დაინახოთ. იყავით გაბედული და მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. თქვენ გაქვთ ყველა რესურსი, რომ დაფასებული ადამიანი გახდეთ.

  • ტყუპი

ეს დაბნელება საშუალებას მოგცემთ გათავისუფლდებით იმ შიშისგან, რომ ვერ განკარგავთ პარტნიორის ფულებს. საშუალება მოგეცემათ საერთო ან დიდ ფულთან გქონდეთ შეხება. უფრო მარტივად და სარფიანად შეძლებთ ფულის დაბანდებას. აგრეთვე, არ გაგიჭირდებათ კრედიტების დაფარვა და სამემკვიდრეო საკითხების მოგვარება. ხოლო, თუ ვალი უკვე დაფარეთ, ის თანხა, რასაც ბანკს უხდიდით, საკუთარ თავში დააბანდეთ ან დააგროვეთ რამე მნიშვნელოვანი საქმისთვის.

  • კირჩხიბი

პარტნიორული ურთიერთობები უნდა დაარეგულიროთ. ყველამ იცის, რომ კეთილი და გულისხმიერი ადამიანი ხართ და ამით ბევრი სარგებლოს. ვალდებული ხართ, პარტნიორული ურთიერთობა ისე დაალაგოთ, რომ თქვენც გცენ პატივი, გადანაწილებული იყოს საქმეები და თქვენც მიიღოთ შესაფერისი მხარდაჭერა, დაფასება. ეს ეხება როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო ურთიერთობებს.

  • ლომი

თქვენ გაქვთ საკმარისი ცოდნა, რომ სრულფასოვნად იმუშაოთ, წარმოაჩინოთ საუკეთესო შესაძლებლობები, აიმაღლოთ სტატუსი. სამსახური და ჯანმრთელობა ამ დაბნელების მთავარი თემებია. გირჩევთ, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან. ან იმ წესებისა და ჩარჩოებისგან, რაც ცხოვრებაში გიშლით ხელს. სამაგიეროდ, დაიწყეთ ჯანსაღი კვება, ვარჯიში. თუ უფროსი ხართ, სამსახურში პასუხისმგებლობა თანაბრად გადაანაწილეთ თანამშრომლებზე. ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის აღების და დაიწყეთ ახალი, პირადი საქმიანობა.

  • ქალწული

ნუ გეშინიათ სიყვარულის მიღების ან გაცემის, ნუ ეუბნებით საკუთარ თავს სიამოვნებაზე უარს. იყავით მეტად რომანტიკული, შემოქმედებითი. იყავით ბავშვური, ლაღი, დასვით კითხვები თქვენთვის საინტერესო თემებზე. არავინ დაგძრახავთ, თუ რაღაც არ იცით. იცხოვრეთ საკუთარი სიამოვნებისთვის. გაიხსენეთ ჰობი და გატაცება, რაც გაგაბედნიერებთ.

  • სასწორი

იმუშავეთ საკუთარ ემოციებზე, გააუმჯობესეთ ურთიერთობა დედასთან, ნათესავებთან. ყურადღებას ითხოვს ოჯახი, წინაპრები. გამოიკითხეთ იმფორმაციები ბებია-ბაბუებზე, მათ მშობლებზე და გააცანით ისინი თქვენს შვილებს. გათავისუფლდით იმ შიშებისგან, რაც ხელს გიშლით საკუთარი, მყუდრო და კომფორტული ოჯახის შექმნაში. სასურველია, საოჯახო საქმეები ოჯახის სხვა წევრებზეც გადაანაწილოთ.

  • მორიელი

უნდა გააუმჯობესოთ ურთიერთობა და-ძმებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან. აპატიეთ მათ. ნუ მისცემთ ნეგატიურ ემოციებს უფლებას, რომ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში ან კედელი აღმართოთ მათსა და თქვენ შორის. მშვენიერი ინტუიცია გაქვთ, მასზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ის გიკარნახებთ, ვის უნდა ენდოთ და ვის არა. ამ პერიოდში გაიჩენთ ახალ ნაცნობებს, რომლებიც მომავალში საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან; გაიგებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. შეიძლება გააგრძელოთ ან დაიწყოთ რაიმეს შესწავლა.

  • მშვილდოსანი

მნიშვნელოვანი ხდება ფულის თემა. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, თუ მოიცილებთ შიშებს და გააქტიურდებით. მეტად დააფასეთ თქვენი თავი, თუ მომსახურების სფეროს წარმომადგენელი ხართ, შეიძლება მეტად შეაფასოთ საკუთარი საქმიანობა.

  • თხის რქა

საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ. მოიცილეთ ყველა ის შიში, დაბრკოლება, შეზღუდვა და ნეგატივი, რაც განვითარებაში, წისვლაში გიშლით ხელს. ზოგიერთ შემთხვევაში უნდა გათავისუფლდეთ წარსულისგან, რათა აღმოაჩინოთ ახალი გზები, აკეთოთ ის საქმე, რაზეც ადრე წარმოდგენა არ გქონდათ, დაიწყოთ მნიშვნელოვანი და გლობალური პროექტები. სასურველია, შეიცვალოთ იმიჯი და გარეგნობა, თუ გლობალურად არა, მცირე კორექტივები მაინც შეიტანეთ, რომ მეტად თანამედროვე გახდეთ.

  • მერწყული

თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ საკუთარი შიშები და კომპლექსები სურვილების ასრულებაში გიშლით ხელს. მოიცილეთ ის ტვირთი, რაც თქვენს სულს ამძიმებს. კარგი იქნება ქველმოქმედება, გაჭირვებულების დახმარება. არა მარტო ფულით, არამედ მორალურად. ზოგიერთმა შეიძლება ფსიქოლოგის დახმარებით ისარგებლოს, რათა გაერკვეს საკუთარ თვში, შეზღუდვებში. კარგ შედეგს მოგიტანთ განმარტოება, წმინდა ადგილების მონახულება.

  • თევზები

წარსული წარსულში დატოვეთ და მოემზადეთ მომავალთან შესახვედრად. ჩამოწერეთ, როგორი გსურთ იყოთ მომავალში, რას მიაღწიოთ და იმოქმედეთ, ოღონდ 12 ივლისის შემდეგ. ზოგიერთი სოციალურად უნდა გააქტიურდეთ, იაქტიურეთ სოციალურ ქსელებშიც. გათავისუფლდით იმ მეგობრებისგან, რომლებიც გამძიმებენ თავიანთი წუწუნით. ნუ იქნებით ყველას უფასო ფსიქოლოგი. უმჯობესია, ეს დრო საკუთარი თავის განვითარებას მოახმაროთ. გვერდით კი ნამდვილი მეგობრები დაიყენეთ, ვინც მოქმედების ძალას გაძლევთ ან გეხმარებათ სასურველის მიღწევაში.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპებისთვის - "სიყვარულისა და ვნების თვე დაგიდგათ"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - როგორი თვე ექნებათ ზოდიაქოს ამ ნიშნებს

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - "ზოგიერთმა შეიძლება ერთდროულად რამდენიმე რომანი გააბას"