ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპებისთვის - "სიყვარულისა და ვნების თვე დაგიდგათ"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპებისთვის - "სიყვარულისა და ვნების თვე დაგიდგათ"

თვის ძირითადი საზრუნავი ფული და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება გახდება. ზოგიერთს მოუნდებათ მეტად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობა, მათზე მეტმა ადამიანმა გაიგოს, გაზარდონ საკუთარი მომსახურების ფასი. სანამ რამეს მოიმოქმედებდეთ, წინასწარ დაგეგმეთ, გათვალეთ, რათა მცირე უსიამოვნებებიც კი აირიდოთ თავიდან. ძირითადი პრობლემა ისაა, რომ ძალიან ბევრი გსურთ და უპირატესობა მნიშვნელოვანს უნდა მიანიჭოთ. აგრეთვე, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სირთულეების დაძლევაც მოგიწევთ და მაქსიმალურად დაკვირვებული უნდა იყოთ. ნუ ენდობით ყველას, გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

გაუმჯობესდება კონტაქტები, ადვილად შეძლებთ ახალი კავშირების დამყარებას. შეიძლება სარფიანად გაიყიდოს თქვენი ცოდნა-გამოცდილება ან ფული მოგიტანოთ თქვენმა საქმიანობამ. ზოგი სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებს. მარტივად შეძლებთ თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის კომფორტის შექმნას. ადვილად შეძლებთ ბიზნეს იდეების განხორციელებას. კარგი თვე ელით ლიტერატურის, ჟურნალისტიკის, სარეკლამო, პიარის სფეროს წარმომადგენლებს. აგრეთვე მათ, ვინც ყიდვა-გაყიდვითაა დაკავებული ან ადამიანებთან მუდმივი კონტაქტით (მომსახურების სფერო).

  • ფული და სიყვარული

მოიმატებს თქვენი შარმი გარშემო მყოფების თვალში. განსაკუთრებით, - საწინააღმდეგო სქესის. ივლისში შეიძლება სიყვარულის თვედაც კი გადააქციოთ, თუ მოინდომებთ. ერთადერთი სირთულე ისაა, რომ სასიყვარულო სფეროში არჩევანი მოიმატებს და ერთი ადამიანისთვის ერთგულება გაგიჭირდებათ. ერთდროულად შეიძლება რამდენიმე რომანიც კი გაითამაშოთ. დაქორწინებულემა მაქსიმალურად უნდა მოინდომოთ, რომ შეინარჩუნოთ ქორწინება. არ მისცეთ მეუღლეს ეჭვიანობის საშუალება. ერთი სიტყვით, ივლისი სიყვარულისა და ვნების თვეა. რაც შეეხება ფინანსებს, ფული ყველაფრისთვის საკმარისად გექნებათ. ზოგიერთმა შეიძლება მისთვის აუცილებელი ნივთები შეიძინოს, ან ფული საკუთარ განვითარებაში, იმიჯის შეცვლაში დააბანდოს.

  • ჯანმრთელობა

გახშირდება თქვენი სოციალური ცხოვრება, ხშირად შეხვდებით მეგობრებს, თანამოაზრეებს. გამორიცხული არაა ივლისში მოხვდეთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ადრე არასდროს ყოფილხართ. მეგობრებთან ერთად მოგიწევთ ახალი პროექტების განხორციელება. ფიზიკურად ჯანმრთელი და აქტიური ხართ. არანაირი დაავადების საფრთხე არ გელით. ერთადერთი, გადაჭარბებულმა სექსუალურმა კავშირება ვენეროლოგის პაციენტი არ გაგხადოთ.

  • ქალებისთვის

ივლისი სასიამოვნო და მოულოდნელი დამთხვევებით გაგახარებთ. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან და გააქტიურდით სამსახურშიც, პირად ცხოვრებაშიც. მეგობრები დაგეხმარებიან რთული საკითხების მოგვარებაში. გაგიფართოვდებათ ინტერესთა სფერო. გაიჩენთ ახალ ნაცნობებს, რომლებისგანც ბევრს ისწავლით. თვის მეორე ნახევარში სასურველი ნივთების შეძენას შეძლებთ.

  • მამაკაცებისთვის

მნიშვნელოვანი და საჭირო საქმეების მოგვარების თვეა. დაგროვილ საქმეებს, კოლეგებთან შედარებით, სწრაფად და მარტივად გაუმკლავდებით. ზოგიერთმა სასურველის მისაღწევად შეიძლება წესები დაარღვიოს. გაფრთხილდით! თუ დარწმუნებული არ ხართ, ნუ გარისკავთ. თვის ბოლოს გამონახეთ დრო ოჯახისთვის, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - როგორი თვე ექნებათ ზოდიაქოს ამ ნიშნებს

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - "ზოგიერთმა შეიძლება ერთდროულად რამდენიმე რომანი გააბას"

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - "გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო"