კურო
ინტუიციურად ხვდებით სად უნდა დააბანდოთ ფული. ყველა გეგმას განახორციელებთ. ფულის დაგროვებასაც შეძლებთ და ძირად ღირებული ნივთის შეძენასაც. თუ თქვენს გეგმაში მოგზაურობა შედის, ჩაალაგეთ ჩემოდანი და დაგეგმეთ მარშრუტი.
ლომი
გრანდიოზული სტარტისთვის ამზადებთ საფუძველს. ცოტა ხანში დაწყებული საქმის შედეგებს მოიმკით. სექტემბრიდან საქმეები გაგიუმჯობესდებათ და ამოსუნთქვას შეძლებთ. ამასთანავე, სასურველია, მეტი გამოცდილება და ცოდნა შეიძინოთ. სხვათა შორის, გამდიდრების შანსი ჰობითაც გაქვთ.
მშვილდოსანი
გგონიათ, რომ ყველა და ყველაფერი თქვენ წინააღმდეგაა? ზაფხულში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. შეიცვლით სამსახურს, მუშაობისთვის აირჩევთ ახალ გუნდს, შეიძლება თქვენი ცხოვრების გზაზე გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვენს პროექტებს დააფინანსებს. მიიღეთ კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები.
თევზები
ისწავლეთ დროისა და ძალის სწორად გადანაწილება. ნუ მოცდებით წვრილმანებზე. გაუშვით არაფრისმომცემი შიში და შფოთი. წლის ბოლომდე ფულსაც მიიღებთ და წარმატებასაც. ბარაქა ულევი გექნებათ.
მორიელი
თუ კონკრეტული სამოქმედო გეგმა გაქვთ, არავის მისცეთ უფლება, რომ სწორი გზიდან გადაგახვევინონ, ყველა შანსი გაქვთ გამარჯვების მოსაპოვებლად. სიჯიუტე და შრომისმოყვარეობა ფულს გულუხვი ნაკადით გამოუშვებს თქვენკენ. ახალ წელს ან ახალ სახლში შეხვდებით, ან ახალ ქვეყანაში.
თუ სიაში ვერ მოხვდით, ნუ დანაღვლიანდებით, კიდევ უფრო მეტად გააქტიურდით. რომ მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწიოთ.
სტატია მოამზადა რუსუდან გელაშვილმა.