ზოდიაქო 5 ნიშანი, რომელიც აზარტულ თამაშებს არ უნდა გაეკაროს, თორემ ცხოვრებას დაინგრევს

ზოდიაქო 5 ნიშანი, რომელიც აზარტულ თამაშებს არ უნდა გაეკაროს, თორემ ცხოვრებას დაინგრევს

ვერძი

ვერძი ამ სიაში იმიტომ არ მომხვდარა, რომ უნებისყოფოა. მას სხვა პრობლემა აქვს - იმდენად შეპყრობილია პირველობის, მუდმივად გამარჯვებისა და მიზნის მიღწევის სურვილით, რომ დამარცხებას არ ეგუება - ხარჯავს და ხარჯავს, აღარც უყურებს ბანკის ანგარიშზე ან საფულეში რა დარჩა. ან მოიგებს და კაზინოს გააკოტრებს, ან თავს დაიღუპავს. შესაძლოა მიზნისთვის თავის შეწირვა ძალიან რომანტიკულად ეჩვენებოდეს რომელიმე ვერძს, მაგრამ სინამდვილეში ეს უბრალო ახირებაა და სხვა არაფერი.

ტყუპი

როცა ტყუპს საქმე არ აქვს და ფინანსურადაც უჭირს, ბოლო თეთრებს ონლაინ კაზინოში რიცხავს ხოლმე და ძალიან სულელურადაც იქცევა. შესაძლო მან ლოგიკური მსჯელობით, ალბათობების დაშვებით, გამოთვლებითა და თამაშისთვის საჭირო ცოდნით თანხა მოიგოს, მაგრამ მხოლოდ პოკერში. ამ შემთხვევაში აქტიურად უნდა ჩართოს ინტელექტუალური უნარ-ჩვევები, მაგრამ რადგან ტყუპი ხშირად ძალიან ზარმაცია - და  კაზინოებსაც  გასამდიდრებლად იმიტომ მიმართავს, რომ მუშაობითა და გონების დაძაბვით თავი ზედმეტად არ შეიწუხოს - რა თქმა უნდა, თამაშსაც არასერიოზულად მოეკიდება და ბოლო თეთრებსაც დაკარგავს.

მშვილდოსანი

მშვილდისანი გასართობად და დროის მოსაკლავად თამაშობს. მისთვის ფულის მოგება მთავარი მოტივი არ არის. მშვილდოსანს თანხა არ ენანება, როცა თვით სიამოვნებაზე მიდგება ჯერი... იმდენადაც კი შეუძლია როლებში შეჭრა, რომ როცა თავის "ხაზინას" დააცარიელებს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მისდგეს. ბოლოს კი ყელამდე ვალებში ჩაფლული აღმოჩნდეს.

მერწყული

ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ნებისყოფა არ აქვთ, სწორედ ამიტომ ვერ ახერხებენ იმ უამრავი იდეის განხორციელებას, რომლითაც

ახალ სამყაროში ამოჰყოფდნენ თავს და საკუთარ სახელსაც უკვდაყოფნდნენ. მერწყული ცოტა ზარმაციცაა, მოსწონს ღრმა, ფილოსოფიური საუბრები, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, უბრალო ფილოსოფოსადვე რჩება, რომელსაც ფულის გამოუშავების  უნარი ნაკლებად აქვს - თუ რომელიმე პლანეტისა ან ნიშნის: თხის რქის, ქალწულის, ვერძის, კირჩხიბის გავლენას არ განიცდის. უნებისყოფობა მერწყულებს ხელს უშლით დროულად გაჩერდნენ, როცა თანხას იგებენ და საბოლოოდ ყოველთვის ჯიბეცარიელი გამოდიან კაზინოდან თუ საიტიდან.

თევზები

თევზები იშვიათად ახერხებენ სურვილების კონტროლს და ხშირად საკუთარი თავის ტყვეები  ხდებიან. ამ ნიშნით დაბადებული კაცები გაცილებით უფრო სუსტები არიან, ვიდრე ამავე ნიშნის ქალები. მათ საკუთარი თავისთვის უარის თქმა არც სასმელზე შეუძლიათ, არც ნარკოტიკსა და აზარტულ თამაშებზე, ამიტომ ხშირად ცხოვრებას ტრაგიკულად ამთავრებენ. თუ არ გსურთ, რომ დეპრესიულ ღატაკად იქცეთ, რომელსაც ან შიმშილი მოკლავს და ან სუიციდი... თუ არ გსურთ, რომ ყველა მეგობარი დაკარგოთ და ადამიანების გასაკიცხ ობიექტად იქცეთ, თავი ხელში დროულად აიყვანეთ და შეეშვით აზარტულ თამაშებს.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"