6-11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

6-11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ამაზე ცოტა მოგვიანებით. მანამდე არანაკლებ მნიშვნელოვან მოვლენებზე გავამახვილოთ ყურადღება.
კვირის დასაწყისში ადამიანებში მოიმატებს ამბიციურობა, მაგრამ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებებს ნუ აიღებთ, ნუ გასცემთ დაპირებებს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მარსი და მერკური კვლავაც რეტროგრადულია (უკანმავალი). თუმცა, კარგი პერიოდია მოგზაურობის, უცხო კულტურის გაცნობისა და ზოგიერთი პრაქტიკის შესწავლისთვის.
8 აგვისტოს პლანეტა ვენერა სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. გაუმჯობესდება ურთიერთობა პარტნიორებს შორის, მოიმატებს კომუნიკაბელურობა, ჰარმონია კომუნიკაციებში. შეიძლება მიიღოთ ფინანსური მხარდაჭერა. გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.

მარსისა და ვენერას ჰარმონიული კავშირი დაგეხმარებათ მშვიდობიანად მოაგვაროთ თქვენთვის საჭირბოროტო საკითხები.
11 აგვისტო - ახალმთვარეობა და მზის დაბნელება. განსაკუთრებულად იმოქმედებს ფიქსირებულ ნიშნებზე: ლომი, მერწყული, კურო, მორიელი.
ეს დაბნელება მიმართულია წარსულის გაანალიზებაზე, მიტოვებული პროექტების დასრულება-მოგვარებაზე. შეიძლება ძველ საქმეებს მიბრუნებულს ახალი იდეები დაგებადოთ. მოსალოდნელია მოულოდნელი შეხვედრები ყოფილ პარტნიორებთან, მეგობრებთან. შეიძლება სწორედ მათ მიგთითონ, გაგახსენონ თქვენი ძველი იდეები, მისწრაფებები.
საინტერესო და მნიშვნელოვანი მზის დაბნელება გველის. ის მოიტანს ცხოვრების სტილის შეცვლას, რეფორმებს, შიშებისა და მუხრუჭებისგან გათავისუფლებას.
თავად ეს დაბნელება აგრესიული არაა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რეტროგრადული მარსისა და ურანის კვადრატურა. რაც მოულოდნელი უსიამოვნებებით შეიძლება გამოვლინდეს.
ნუ დაგვავიწყდება აგრეთვე, რომ მერკური 19 აგვისტომდე რეტროგრადულია. ამიტომ, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უმჯობესია 20 აგვისტომდე გადადოთ. ხოლო, ბიზნესთან, ინვესტიციებთან, აქტიურ ქმედებებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება - 28 აგვისტომდე, როცა მარსიც გაასწორებს მოძრაობას.
ახლა, როცა ინფორმირებული ხართ, შეგიძლიათ დააკვირდეთ მოვლენებს, ადამიანებს, რომლებიც ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან და გონივრული, გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოთ.
ბედნიერ დღეებს გისურვებთ.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"