მოიმატებს თქვენი შრომისუნარიანობა, შეიძლება საქმიანი კავშირი შექმნათ მეგობრებთან, გააქტიურდეთ სოციალურად. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას იყავით ღიმილიანი და კეთილი. კარგ შედეგს მოგიტანთ კოლეგებთან ერთად შესრულებული საქმეები. შეიძლება ახალი მეგობრები გაიჩინოთ. ეცადეთ, არ იყოთ ამაყი და მოერიდეთ ლიდერობას.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
ყველა მნიშვნელოვანი საქმე თვის დასაწყისში დაიწყეთ და მოაგვარეთ. შეიძლება გაიგოთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები. თვის მეორე ნახევარში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საქმეებში ვიღაც განზრახ გიშლით ხელს, გამოგიჩნდნენ ფარული მტრები. მეტი დაკვირვება გმართებთ მუშაობისას, განსაკუთრებით, თუ მიტოვებული პროექტების განახლებას გადაწყვეტთ. შეიძლება ძველ პარტნიორებთან, მეგობრებთანაც აღადგინოთ კავშირი. მივლინებები, თუ ძალიან მნიშვნელოვანი არ იქნება, არ მოცდეთ მათზე.
ფული და სიყვარული
აგვისტოში სამსახურისა და წარმატების სფერო გაგიაქტიურდებათ. ნუ დაელოდებით, როდის შეგამჩნევთ უფროსი, თავად უნდა გააქტიურდეთ. რაც უფრო მეტ ინიციატივას გამოავლენთ, მით უკეთესია თქვენთვის. შეიძლება რომანი გააბათ თანამდებობის პირთან ან სამსახურში. თუ დაქორწინებული ხართ, მოემზადეთ, რომ სამსახურში თქვენი დაკავებულობის გამო მოიმატეს უსიამოვნება ოჯახში. ეცადეთ, დრო თანაბრად გადაანაწილოთ. სხვათა შორის, სამსახურში წარმატება შეიძლება თქვენს მეუღლესაც ეწვიოს. რაც შეეხება ფინანსებს, საწუწუნოდ საქმე ნამდვილად არ გაქვთ. შანსი მოგეცემათ, რომ გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა.
ჯანმრთელობა
მარტოს გაგიჭირდებათ და ვარჯიში საყვარელ ადამიანთან ერთად დაიწყეთ. ერთად უფრო მხიარულად იქნებით. გაგიუმჯობესდებათ განწყობა, შეიძლება დაგიამდეთ ქრონიკული დაავადებები. ზოგიერთმა კი შეიძლება ქირურგიული ოპერაცია გაიკეთოს, არა სასწრაფო, არამედ, გეგმიური.
ქალებისთვის
კარგი თვეა ახალი საქმეების დასაწყებად. არ გაგიჭირდებათ რთული ვალდებულებების შესრულებაც. ზოგიერთმა შეიძლება მნიშვნელოვან პროექტებზე დაიწყოს მუშაობა ან სარფიანი ხელშეკრულებები გააფორმოს. მთავარია, თავად იყოთ დაკვირვებული. ზოგიერთი ტექნიკის ან მუშაობისთვის საჭირო მასალის ყიდვას გადაწყვეტს. აგვისტოს ბოლოსკენ ადვილად მოაგვარებთ საქმეებს, რომლებიც ადრე რთული გეჩვენებოდათ. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, მაგრამ ურთიერთობა ისე სწრაფად არ განვითარდება, როგორც ეს თქვენ გსურთ.
მამაკაცებისთვის
ახალი საქმეების დაწყებისთვის კარგი პერიოდია. იყავით თამამი და მიზანსწრაფული. სირთულეები ვერ შეგაშინებთ, უფრო საინტერსოდ მოგეჩვენებათ და საკუთარ ძალებსაც გამოცდით. კარგია კონფერენციებსა და პროფესიულ სემინარებზე დასწრება, სადაც კოლეგებს საკუთარ ცოდნა-გამოცდილებას გაუზიარებთ. ზოგიერთს სამსახურებრივი რომანის დაწყება ელის. რომანტიკით აღსავსე თვე ელით დაწყვილებულებს.