ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - რა გელით გაზაფხულის მეორე თვეს

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - რა გელით გაზაფხულის მეორე თვეს

თვის დასაწყისში აქტიურად ჩაერთეთ კარიერული საკითხების მოგვარებაში, თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებაში. მოგინდებათ გარშემო მყოფებში ავტორიტეტის ამაღლება. იმ საქმიანობის დაფასება, რასაც აკეთებთ. ზოგიერთმა შეიძლება სტატუსიც კი შეიცვალოთ. 19 აპრილიდან მეტად მოგინდებათ კოლექტიურ საქმიანობაში ჩართვა, სამომავლო პროექტების განხორციელება. სხვათა შორის, მეგობრები და მოკავშირეები დიდ როლს ითამაშებენ თქვენს ცხოვრებაში.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

სწრაფად შეიცვლება სიტუაცია და თავადაც უნდა ეცადოთ, რომ გააქტიურდეთ და არ ჩამორჩეთ მოვლენებს. ეს ეხება ცხოვრების ყველა სფეროს. განსაკუთრებით ბეჭდურ მედიას, ტელეკომუნიკაციებს, ლიტერატურას. თვის დასაწყისში გახშირდება კონტაქტები უცხოელებთან. მოგინდებათ პროექტების განვითარება. თვის ბოლოს გახშირდება საქმიანი შეხვედრები, თათბირები და კოლექტიური საქმიანობა.

ფული და სიყვარული

მთელი თვე რომანტიკულ განწყობაზე იქნებით. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოს რომანის გაბმა უფროსთან ან მაღალაჩინოსანთან . ან სულაც სტატუსის შეცვლა მოინდომოს და იქორწინოს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ასეთი ტრანზიტით ადამიანი თავისზე უფროს (ასაკით, თანამდებობით) ადამიანზე ქორწინდება. ან საყვარელი ადამიანის დახმარებით აღწევს კარიერაში წინსვლას. ზოგიერთი კი შეიძლება ანგარებიან ქორწინებას დათანხმდეს. თვის ბოლოს მარტოხელებმა შეიძლება რომანი გააბათ ადამიანთან, ვისთანაც ადრე მეგობრობდით.

ჯანმრთელობა

გაფრთხილდით, შეიძლება მოულოდნელად თავი იჩინოს ფარულმა დაავადებებმა გაგიმწვავდეთ ქრონიკული ავადმყოფობები. თვის დასაწყისში ჩაიტარეთ სრული სამედიცინო გამოკვლევა, რათა იცოდეთ, რასთან გექნებათ საქმე. აკონტროლეთ წნევა. მოერიდეთ პანიკაში ჩავარდნას, დეპრესიულ შემოტევებს.

12 აპრილის შემდეგ შანსი მოგეცემათ მიაღწიოთ იმ მწვერვალებს, რომლებისკენაც ისწრაფოდით. გამოვლინდება სიტუაციები, რაც რეპუტაციას აგიმაღებთ. ყურადღებით გააფორმეთ დოკუმენტები.

27 აპრილის შემდეგ დაფიქრდით, გყოფნით თუ არა დრო საკუთარ თავზე, გართობაზე, ჰობიზე, შვილებზე. ზოგიერთი შეიძლება მშობელი გახდეთ ამ გაიგოთ, რომ შვილს ელოდებით.

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - როგორი თვე გელით

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - რას რეკომენდაციებს გაძლევენ ასტროლოგები

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა...