ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - როგორი თვე გელით

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - როგორი თვე გელით

აპრილი ის თვეა, როცა უნდა მოაგვაროთ ფინანსური და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. იყავით მომართული მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. გამორიცხული არაა, მიიღოთ ფულადი სარგებელი - დახმარება ან ადრე შესრულებული საქმის ანაზღაურება. ვერ გეტყვით, რომ გამდიდრდებით, მაგრამ ფინანსურად უზრუნველყოფილი გახდებით. აპრილი კარგი თვეა ფულის ძვირად ღირებულ ნივთებში დასაბანდებლად.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის პირველ ნახევარი საკუთარი თავის განვითარებას, წარმოჩენას დაუთმეთ. ნუ გააკეთებთ ისეთ საქმეებს, რაც ფულს არ მოგიტანთ. თვის ბოლოსკენ მოიმატებს თქვენი აქტიურობა. მოგინდებათ და-ძმებთან უფრო მეტი დროის გატარება, ქალაქგარეთ მგზავრობა. ზოგიერთმა საქმიანი შეხვედრებიც კი შეიძლება მეგობრულად წარმართოთ. ეცადეთ, ფაქტებზე დაყრდნობით ისაუბროთ. და ნურც სხვას ენდობით სიტყვაზე, თუ სათანადო დოკუმენტაციას არ წარმოადგენს.

ფული და სიყვარული

ლამაზი და ძვირად ღირებული ნივთების შეძენა მოგინდებათ. აგრეთვე, - ფინანსური თემების მოგვარება. იყავით დაკვირვებული, რათა სხვათა უპასუხისმგებლობის გამო არ გაიფუჭოთ საქმეები. აპრილის მეორე ნახევრიდან მოიმატებს ცვლილებებისა და სიახლეების სურვილი. მოგინდებათ ფლირტი საწინააღმდეგ სქესის წარმომადგენლებთან. შეიძლება თავადაც კი იყოთ აქტიური, რომ გააბათ რომანი მიმოწერით. გირჩევთ, ისე იმოქმედოთ, რომ არ შეილახოთ რეპუტაცია.

ჯანმრთელობა

მოიმატებს საოჯახო ვალდებულებების შესრულების სურვილი. შეიძლება შეცვალოთ სახლში ინტერიერი ან დაიწყოთ რემონტი. სასურველია, შინ დაიწყოთ ვარჯიში. ან ჩაეწეროთ აუზზე. მოერიდეთ დაპირისპირებას ოჯახის წევრებთან. მოუფრთხილდით კუჭ-ნაწლავის სისტემას. ზედმეტმა მჟავიანობამ ქრონიკული გასტრიტი არ ჩამოგიყალიბოთ.

12 აპრილის შემდეგ გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. გამოგიჩნდებათ შემოავლის ახალი წყარო. მიიღებთ ძვირფას საჩუქრებს ან თავად მოგინდებათ ძვირად ღირებული ნივთების შეძენა. კარგი იქნება, თუ გადახედავთ პირად ნივთებს, პირად მფლობელობაში მქონე უძრავ და მოძრავ ქონებას, რათა გაარკვიოთ, რისგან შეიძლება მიიღოთ სარგებელი. თუ თქვენი საქმიანობა მომსახურების სფეროსთანაა კავშირში, სავარაუდოდ, გააძვირებთ მომსახურების საფასურს.

27 აპრილის შემდეგ სასიამოვნო ამბავს მიიღებთ საზღვარგარეთიდან. თქვენს სასიკეთოდ მოგვარდება იურიდიული თემები. შანსი მოგეცემათ, რომ გაემგზავროთ საზღვარგარეთ, მიიღებთ საჭირო დოკუმენტებს. გამოვლინდება თემები და საკითხები, რასაც ადრე ყურადღებას არ აქცევდით.

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - რა გელით გაზაფხულის მეორე თვეს

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - რას რეკომენდაციებს გაძლევენ ასტროლოგები

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა...