ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - რას გიმზადებთ გაზაფხულის მეორე თვე

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - რას გიმზადებთ გაზაფხულის მეორე თვე

თვის დასაწყისში მხოლოდ საკუთარი თავით იქნებით დაინტერესებული. ზოგიერთმა შეიძლება იმიჯი შეიცვალოთ - ჩაცმის სტილი, გარეგნობა. გამორიცხული არაა, ფიზიკური ცვლილებები მოგინდეთ და ვარჯიშს მიმართოთ, დიეტას, პლასტიკურ ოპერაციებს. მოგინდებათ ახალი ცხოვრების დაწყება და ყველა უსიამოვნების წარსულში დატოვება. მარტივად შეძლებთ ნებისმიერი სირთულის მოგვარებას. კარგი იქნება, თუ გამოავლენთ თქვენს საუკეთესო თვისებებს. იზრუნებთ, გარშემო მყოფებში ავტორიტეტის ამაღლებაზე.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თამამად შეძლებთ საკუთარი სურვილების, აზრების გამოთქმას. იყავით კორექტული, საქმიან პარტნიორებთან. მშვიდად და დაკვირვებულად მოაგვარეთ უსიამოვნებები. აპრილში საშუალება მოგეცემათ დაიწყოთ ახალი საქმეები, პროექტები. თვის მეორე ნახევრიდან გაგიუმჯობესდებათ მატერიალური დამოკიდებულება. შეიძლება მიიღოთ ძვირად ღირებული საჩუქრები ან თავად შეიძინოთ ძვირფასი ნივთები.

ფული და სიყვარული

მეტად მოგინდებათ საკუთარ თავზე, გარეგნობაზე ზრუნვა, საკუთარი თავის პოზიტიურად გამოვლენა. მოიმატებს თქვენი პოპულარობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში. იყავით მოწადინებული, რომ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, მარტოხელებმა კი იაქტიურეთ, რომ დაწყვილდეთ. შეიძლება გაგიუმჯობესდეთ ფინანსური მდგომარეობა ან ოჯახის რომელიმე წევრი დაგეხმაროთ მატერიალურად.

ჯანმრთელობა

ენერგია მხოლოდ პოზიტიური საქმეების მოგვარებისკენ მიმართეთ. გახშირდება საქმიანი შეხვედრები, მივლინება, მიმოწერა და ზარები. შეიძლება სრულიად მოულოდნელ ადგილას შეხვდეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანს. ეცადეთ, ამაღლებულ განწყობაზე იყოთ. გარშემო მხოლოდ პოზიტიური ადამიანები გყავდეთ. თქვენი ჯანმრთელობა მეტ წილად თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

12 აპრილის შემდეგ თვითგამოხატვის ახალი შესაძლებლობა მოგეცემათ. მოინდომეთ, რომ მეტად გამოხვიდეთ სცენაზე, გახდეთ ვარსკვლავი და მზესავით გაბრწყინდეთ. თუმცა, ნურც დიპლომატიურობას დავიწყებთ. სამყაროს მხოლოდ თქვენი საუკეთესო მხარე დაანახეთ.

27 აპრილის შემდეგ დაიცავით ბალანსი საკუთარ თავსა და სხვებს შორის. იყავით ფრთხილი, რათა არავინ და არაფერში არ შეგიქმნათ საშიშროება. არავის მისცეთ უფლება, რომ დაგირღვიოთ პირადი კომფორტი და არც სხვას შეუქმნათ უსიამოვნება. შანსი მოგეცემათ გადაიხადოთ ვალები, გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა პარტნიორების დახმარებით. შეიძლება გამოვლინდეს თქვენი ფარული შიშები ან გამომჟღავნდეს თქვენი საიდუმლო.

რა გელით მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, მთვარის კალენდროს მიხედვით? - პროგნოზი ყველა ნიშნისთის

რომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარი

27 თებერვლის სავსემთვარეობის პროგნოზი: "ეს იქნება შედეგის მიღების, რაღაცის დასრულების პერიოდი" - ვის რა ელოდება