ავტორი:

რა გელით მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, მთვარის კალენდროს მიხედვით? - პროგნოზი ყველა ნიშნისთის

რა გელით მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, მთვარის კალენდროს მიხედვით? - პროგნოზი ყველა ნიშნისთის

მარტის ახალმთვარეობაზე სტატია უკვე მოგიმზადეთ. ახლა კი გაეცანით ახალმთვარეობის პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთის. რა გელით მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, მთვარის კალენდროს მიხედვით? პირველ რიგში, წაიკითხეთ პროგნოზი თქვენი მზისა და ასცენდენტისა ნიშნის მიხედვით. დამატებით შეგიძლიათ წაიკითხოთ მთვარის ნიშნის მიხედვითაც.

ვერძი

მოგინდებათ განმარტოება, დასვენება და საკუთარი თავის ახლებურად აღმოჩენა. კარგი პერიოდია მედიტაციისა და ლოცვისთვის. ზოგიერთი შეიძლება საზღვარგარეთ გაემგზავროს საცხოვრებლად და ან სამკურნალოდ. საქმეებს შეასრულებთ ჯერ ყველასგან ფარულად, რათა უკეთ გაერკვეთ რა გსურთ და როგორ უნდა მიაღწიოთ მას. გამორიცხული არაა, რომ შემოქმედებით პროექტებზე იმუშაოთ და მომდევნო თვეში, ვერძში, თქვენს ნიშანში, ახალმთვარეობის შემდეგ გამოამზეუროთ.

კურო

გამარჯვება, აღიარება და მოგება გელით. ეს თქვენი საქმიანობით დაიმსახურეთ. მიიღებთ პასუხს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე. გაგიუმჯობესდებათ სამუშაო პირობები. განსაკუთრებით, თუ დიდ კოლექტივთან ან თანამოაზრეებთან ერთად გიწევთ პროექტზე მუშაობა. კარგ შედეგს მოგიტანთ ინტერნეტმუშაობა, ონლაინმაღაზიის გახსნა. აგრეთვე, სხვადასხვა სასწავლო ვებინარზე დასწრება. გირჩევთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი ნიჭი, ითნამშრომლეთ საინტერესო ადამიანებთან.

ტყუპი

კარიერული საკითხები გახდება მნიშვნელოვანი. დაგავიწყდებათ ნებისმიერი დეპრესია და უხასიათობა, მოგემატებათ ამბიცია, რომ წარმატებული გახდეთ. მოგინდებათ, იდეების განახორციელება. ზოგიერთმა შეიძლება პირადი ბიზნესიც კი დაიწყოს. გამორიცხული არაა, რომ ოჯახი შექმნათ. ზოგი პრესტიჟულ უბანში გადავა საცხოვრებლად ან ოფისს უფრო პრესტიჟულ ადგილას გადაიტანთ. გაგიმართლებთ სამსახურში. შეიძლება უფროსი შეგეცვალოთ, რაც თქვენთვის უკეთესი გახდება. იაქტიურეთ, გეძლევათ ყველა შანსი, რომ მწვერვალი დაიპყროთ.

კირჩხიბი

მოაგვარებთ იურიდიულ, სასამართლო საქმეებს, თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება უმაღლეს სასწავლებლებში, დოკუმენტებთან დაკავშირებული თემები. თუ პედაგოგი ხართ, შეიძლება ლექციების ჩატარება დაიწყოთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან (შეიძლება ახლა გაიჩინოთ), გადაწყვიტოთ უცხო ენის შესწავლა ან საზღვარგარეთ გამგზავრება.

ლომი

სხვების, თუნდაც პარტნიორის ფული გახდება თქვენთვის მნიშვნელოვანი. შეიძლება დაგჭირდეთ ბანკიდან სესხის აღება. ან მიიღოთ ფული ადრე შესრულებული სამუშაოსთვის, დაზღვევისგან, ალიმენტი, დივიდენდი. გამორიცხული არაა, რომ მიიღოთ მემკვიდრეობა. ზოგიერთი გადაწყვეტს, მეტი დრო დაუთმოს ეზოტერიკულ განათლებას, ჩასწვდეს საიდუმლოებებს. დააკვირდით სიზმრებს.

ქალწული

13 მარტის შემდეგ გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება პარტნიორებთან. თუ აქამდე ვერ ახერხებდით მათთან საერთო ენის გამონახვას, გამონახავთ. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს. გამონახეთ კომპრომისი, იყავით დიპლომატიური. გაერკვიეთ საკუთარ თავშიც, ვისი პარტნიორობა გსურთ, ვინაა თქვენით სერიოზულად დაინტერესებული. თუ ადრე ადამიანთან კონფლიქტი გქონდათ, ახლა შერიგდებით. ერთი სიტყვით, პირად და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა დაგირეგულირდებათ.

სასწორი

ყოველდღიური ვალდებულებების მიმართ მეტად დაკვირვებული უნდა იყოთ. ცვლილებები გელით სამსახურში, შეიძლება ან თავად შეიცვალოთ (გადახვიდეთ სხვა სამსახურში) ან ახალი კოლეგები გამოგიჩნდნენ. შეიძლება ძველი სამსახური იმის გამო მიატოვოთ, რომ სხვა, ახალ სფეროში რეალიზდეთ. გამორიცხული არაა, რომ შეგეცვალოთ მკურნალობის კურსი, მკურნალი ექიმი ან მოგინდეთ სრული სამედიცინო კვლევის ჩატარება. კარგი თვეა შინაური ცხოველის გაჩენითვის. კარგი იქნება თუ სასარგებლო თვისებებს დანერგავთ თქვენს ცხოვრებაში: დილაობით ვარჯიში, ზომიერება კვებაში.

მორიელი

გართობის, მხიარულების, სიყვარულის დრო დაგიდგათ. აკეთეთ მხოლოდ თქვენთვის სასიამოვნო საქმე. გამონახეთ დრო ბავშვებისთვის. შეიძლება მათ გაგახარონ სასიამოვნო სიახლეებით. თუ არ გყავთ, შეიძლება დაფიქრდეთ, რომ დროა, იყოლიოთ. მარტოხელებს გელით რომანტიკული შეხვედრები. უკვე შეყვარებულებს - რომანტიკული თავგადასვლები. კარგ შედეგს მოგიტანთ ჰობი, მეგობრებთან შეხვედრები, ბუნებაში სეირნობა. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. წაიკითხეთ სრულად

რომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარი

27 თებერვლის სავსემთვარეობის პროგნოზი: "ეს იქნება შედეგის მიღების, რაღაცის დასრულების პერიოდი" - ვის რა ელოდება

როგორი იქნება მარტი მშვილდოსნებისთვის - გაზაფხულის პირველი თვის ასტროლოგიური პროგნოზი