ასტრო-გასტრონომია

ასტრო-გასტრონომია

ამას გარდა, სამედიცინო ასტროლოგიის ჭრილში პირადი კოსმოგრამის დეტალურად განხილვა, ასტროლოგს საშუალებას აძლევს გაცილებით უფრო დეტალურად იმსჯელოს იმაზე, თუ რა სახის საკვების მიღება ან არ მიღება ესაჭიროება ამა თუ იმ პიროვნებას. ამ კუთხით, უპირველეს სიგნიფიკატორად როგორც წესი, მთვარე ( კუჭი, კვების სისტემა) და მისი მდებარეობა განიხილება, ასევე გასათვალისწინებელია მეექვსე სახლის (ჯანმრთელობა, საჭმლის მომნელებელი სისტემა) ასპექტები და მისი მმართველის დამოკიდებულება კონკრეტულ პლანეტებთან. ზოგადად, ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე, არა ერთი და ორი, არამედ მთელი რიგი პლანეტები და მათი ურთიერთკავშირი ახდენს გავლენას, თუმცა კონკრეტული მზის ზოდიაქოს მიხედვითაც არის შესაძლებელი ამა თუ იმ ადამიანის გასტრონომიულ მიდრეკილებებზე მსჯელობა.

ვერძი

ვერძების უმრავლესობა, საკუთარი დინამიური ხასიათიდან და აქტიური ცხოვრების წესიდან გამომდინარე ხშირადაა სწრაფი კვების ობიექტების სტუმარი. ვერძისთვის კვება სასიცოცხლო ენერგეტიკული მარაგის შევსებისთვის აუცილებელი საშუალებაა, აქედან გამომდინარე ამ ადამიანებს იშვიათად ახასიათებთ კვების პროცესზე ხანგრძლივი დროის დახარჯვა.

იდელური სადილი-მადკონალდსის ქსელის რომელიმე რესტორანი

კურო

აი რაც შეეხება კუროს, მისთვის საკვები და ზოგადად კვების რიტუალი, მთელი ფილოსოფიაა. ამიტომ კუროების უმრავლესობა იშვიათად იკვებება გარეთ და უჩევნია საკუთარი ხელით მომზადებული, ოჯახური სადილით გაინებივროს თავი. კუროებს ხორციანი საკვები უყვართ, აქედან გამომდინარე იშვიათად შეხვდებით ჭეშმარიტ კუროს, რომელიც ბოსტნეულის სალათი ურჩევნია, შებოლილ ლორს ან ჩაქაფულს.

იდეალური სადილი- ოჯახური ცხელი კერძი, მყუდრო საღამო ბუხრის პირას

ტყუპები

ტყუპებს, ვერძების მსგავსად არასოდეს ყოფნით დრო საიმისოდ, რომ იგი სრულფასოვან კვებაში დახარჯონ, ამიტომ ბევრი ტყუპი აღმერთებს ე. წ ”პირის საცმაცუნო” სასუსნავებს - ჩიპსებს, მიწის თხილს, კრეკერებს და ა.შ ამასთან ერთად, თუკი მის პირად რუკაში კირჩხიბის ან კუროს გავლენა შეინიშნება, მოქნილობა რომლითაც მერკურით მართული ზოდიაქოს ეს ნიშანია დაჯილდოვებული, ხშირად აძლევს მას იმის საშუალებას, რომ თავადაც წამის უსწრაფესად მოამზადოს ნებისმიერი სახის საკვები ( ნუ დაგავიწყდებათ, მოქნილი ხელების გამო არაერთი მეფოკუსე და ილუზიონისტია დაბადებული ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით)

იდეალური სადილი- ლანჩი მეგობრებთან ერთად ან ფეხბურთის მატჩის ყურება ლუდის და ჩიპსების თანხლებით

კირჩხიბი

რაც შეეხება კირჩხიბს, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ კირჩხიბის ზოდიაქოს მართვის სფერო სამედიცინო ასტროლოგიის თვალსაზრისით კუჭია, გასაკვირი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ კირჩხიბებისთვის საკვების თემა და ზოგადად სამზარეულო წმინდათა წმინდა რამაა, ამიტომ კიბო როგორც წესი არასოდეს მოიწამლავს თავს სხვისი მომზადებული კერძით. კირჩხიბებს ძირითადად თხიერი საკვები უყვართ, აქედან გამომდინარე, ისინი ხშირად ანიჭებენ უპირატესობას ყოველგვარი სახის სუპებს და ბულიონებს.

იდელაური სადილი -ტრადიციული საოჯახო სადილი მრგვალ მაგიდასთან, ბებიის ნაქონი სერვიზით და სამოვარით

ლომი

ზოდიაქოს ყველაზე მეფურ ნიშანს ლომს საკვებიც მეფური და პომპეზური ესაჭიროება. ამიტომ გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ ძვირადღირებული რესტორნებისა და კვების ობიექტების ყველაზე ხშირი კლიენტების რიცხვს, სწორედ ლომები შეადგენენ. ლომებისთვის ამგვარ დაწესებულებებში საკვების მირთმევის რიტუალი, სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი მიზეზი ე.წ ”სელფ-პიარის” მოსაწყობად. ამიტომ ისინი, მონდომებით ითვისებენ ფეშენებელური რესტორნების არსენალში არსებული ხიზილალის, იშვიათი სახეობის ზღვის პროდუქტების, ზეთისხილისა და ხორცეულის მარაგს..

იდელური სადილი- სადილი ქალაქის ფეშენებელურ რესტორანში, რამოდენმე რესპექტაბელურ კომპანიონთან ერთად

ქალწული

ქალწული იმ იშვიათ გამონაკლისთა რიცხვშია ზოდიაქოს ნიშნებს შორის, რომელსაც თამამად შეუძლია დისერტაციაც კი დაწეროს ჯანსაღი კვების საკითხებზე. ნებისმიერმა ქალწულმა, ზუსტად იცის რას ჭამს, როდის და რა დოზით. აქედან გამომდინარე, სამსახურში ფაფით სავსე რეზერვუარებით მოსიარულე თანამშრომლებს შორის, როგორც წესი 90% ქალწულია. ასევე ბევრია ზოდიაქოს ან ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შორის ვეგეტარიანელი და არატრადიციული მედიცინის მიმდევარი.

იდელური სადილი - ვეგეტარიანულ რესტორანში, სადაც სიმყუდროვეა და საკვებსაც მის თვალწინ ამზადებენ

სასწორი

სასწორების უმრავლესობა, ტკბილეულის სიყვარულით გამოირჩევა. პლანეტა ვენერა, რომელიც ზოგადად სილამაზის და ჰარმონიის მფარველია, სასწორებს დახვეწილი საკვების მიმართ სიყვარულს ანიჭებს. ამიტომ, ამ ადამიანებს როგორც წესი, ჯერ კერძის ვიზუალური იმიჯი აინტერესებთ და უკე მერე მისი გემოვნური თვისებები. ამასთან ერთად, სასწორის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება, საკვებთან მიმართებაში არის ის, რომ იგი არასოდეს მიირთმევს საჭმელს ულამაზო თეფშით ან მოუხერხებელ, არაჰიგიენურ გარემოში.

იდეალური სადილი- რომელიმე საკონდიტრო ჭიქა ლატე და დიდი, ფერადი ტორტის ნაჭერი

მორიელი

მძაფრი შეგრძნებების მოყვარულ მორიელებს, საკვებიც შესაბამისი კატეგორიის ესაჭიროებათ. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ყველაზე შესაფერისი ცხარე, მჟავე ან პიკანტური სანელებლებით შენელებული ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულო იქნება. ამასთან ერთად, ნუ დაგვავიწყდება ისიც რომ მორიელი წყლის სტიქიის ნიშანია და სპირტიანი სასმელების მიმართ სიყვარულითაც არანაკლებ გამოირჩევა. ვისკი, ხერესი, ჯეკ დენიელსი ეს მცირე ჩამონათვალია იმ მაღალალკოჰოლური სპირტიანი სასმელების სიიდან, რომლის მიღებაც მორიელებს საკვებთან ერთად მოსწონთ.

იდეალური სადილი-აღმოსავლური რესტორანი, სადილი პირდაპირ მის თვალწინ შემწვარი  მწვადით და ცხარე საწებლით

მშვილდოსანი

მშვილდოსანს ყველაფერი იზიდავს რაც უცხო და ეგზოტიკურია. ამიტომ ახალ-ახალი თავგადასავლების მიმართ სიყვარულს ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, საკვებთან მიმართებაშიც არანაკლები ინტენსივობით ამჟღავნებენ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მშვილდოსანი სიამოვნებით დასთანხმდება კულინარიული კურსის გავლას, სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოს შესწავლის კუთხით და ამა თუ იმ კერძის მზადებაში თავადაც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

იდეალური სადილი- სიამოვენით ისადილებდა ტაილანდურ ნავზე, ღია ცის ქვეშ, რაღა თქმა უნდა მეგობრების გარემოცვაში

თხის რქა

მმართველი პლანეტა სატურნი, თხის რქების უმრავლესობას, დაბადებისთანავე კონსერვატორული აზროვნებით და წესიგის უზომო სიყვარულით აჯილდოვებს, აქედან გამომდინარე თხის რქების უმრავლესობას, საკვებთან მიმართებაში საკმაოდ პრეტენზიული მიდგომა გააჩნია, რაც იმაში ვლინდება, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ დაიცვან რეჟიმი კვებისას, ჭამონ ყოველთვის ტრადიციული (მათთვის ნაცნობი ინგრედიენტებით მომზადებული) კერძები და იშვიათად გაინებივრონ თავი ალკოჰოლით ან თამბაქოს აქტიური მოხმარებით.

იდეალური სადილი- ოჯახის წევრებთან ერთად, ტრადიციული პირველი, მეორე, მესამე - დესერტის გათვალისწინებით

მერწყული

მერწყულებს ორიგინალურ აზროვნებასთან ერთად, ექსცენტრულობით გამორჩეული მმართველი პლანეტა ურანი კვებასთან დაკავშირებული უცნაური მიდრეკილებებითაც აჯილდოვებს, აქედან გამომდინარე ნებისმიერი სტანდარტული მერწყული აღფრთოვანებული დარჩება თუ მას ვინმე ეგზოტიკური კერძის დასაგემოვნებლად დაპატიჟებს, ასეთივე ეგზოტიკური გარემოთი გამორჩეულ რომელიმე რესტორანში, სადაც მას მეგობრულ უშუალო გარემოში, თურქულად ფეხმორთხმულს საშუალება ექნება მიირთვას სხვადასხვა სახის აღმოსავლური ტკბილეული, ჩირი და თხილეულის ასორტი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ასე ძალიან უყვართ.

იდეალური სადილი- ინდური რესტორანი, აღმოსავლური ტკბილეული, ჩაი, ჩილიმი- საინტერესო საუბრები ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე მეგობრებთან ერთად

თევზები

თევზების ყველაზე დიდი სისუსტე, მმართველი პლანეტა ნეპტუნის ხასიათიდან გამომდინარე სასმელია. არ აქვს მნიშვნელობა ეს ვისკი იქნება, ლუდი, კონიაკი თუ უბრალოდ მაგარი ჩაი ლიმონით, თევზები ყველაფერს ერთნაირი სიამოვნებით მიირთმევენ და არც თუ იშვიათად ხდება ისე, რომ ზომა-წონის შეგრძნება ეკარგებათ როცა საქმე სასმელს ეხება. რაც შეეხება საკვებს, ამ მხრივ თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, როგორც წესი ნაკლებადპრეტენზიულთა კატეგორიას განეკუთვნებიან და ხშირად გარემოცვას უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ სადილობისას, ვიდრე თავად კერძის გემოს ან ხარისხს.

იდეალური სადილი- ჭიქა ჩაი, ყავა ან აბსენტი გულითადი მეგობრების გარემოცვაში

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"