ასტროლოგიური დიაგნოზი: რამდენი წელი იცოცხლებთ და რომელი დაავადება შეგაწუხებთ?

ასტროლოგიური დიაგნოზი: რამდენი წელი იცოცხლებთ და რომელი დაავადება შეგაწუხებთ?

ვერძი - ქალები დაახლოებით 78 წელი ცოცხლობენ, მამაკაცები - 79. მათ აწუხებთ ემოციურობა, თავის ტკივილი, უძილობა. ჭაღარაშეპარულ მამაკაცებს სიქაჩლე ემუქრებათ.

Astrologia

კურო - ქალები დაახლოებით 79 წელი ცოცხლობენ, მამაკაცები - 81. ფარისებრ ჯირკვალსა და ყელს უნდა გაუფრთხილდნენ. ზედმეტი წონა კი ღვიძლსა და სასქესო ორგანოებს ვნებს.

Astrologia

ტყუპი - ქალები დაახლოებით 85 წელი ცოცხლობენ, მამაკაცები - 78. სასუნთქი სისტემას უნდა გაუფრთხილდნენ. დიეტის გარეშეც კი ინარჩუნებენ მოხდენილ სხეულს. შეიძლება ართრიტი განუვითრდეთ.

Astrologia

კირჩხიბი - ქალები დაახლოებით 73 წელი ცოცხლობენ, მამაკაცები - 68. ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და ვენების გაფართოებაა მათი დაავადება. იტანჯებიან კუჭის გადატვირთვითა და მოწამვლით.

Astrologia

ლომი - ქალებიც და მამაკაცებიც დაახლოებით 74 წელი ცოცხლობენ. ხერხემლის, გულისა და კაპილარების დაავადებები აწუხებთ. შეიძლება სოლიდურ ასაკამდე არ გაჭაღარავდნენ. ასაკში ზედმეტი კილოგრამები უჩნდებათ.

Astrologia

ქალწული - ქალები დაახლოებით 81 წელი ცოცხლობენ, მამაკაცები - 77. მუშაობა და საოჯახო ვალდებულებები მათი სიცოცხლის სტიმულია. ასაკის მატებასთან ერთად შორსმხედველები ხდებიან. უნდა გაუფრთხილდნენ წელს მიდამოს და საჭმლის მომნელებელ სისტემას.

Astrologia

სასწორი - ქალები დაახლოებით 77 წელი ცოცხლობენ, მამაკაცები - 73. გაცივება, კუჭქვეშა ჯირკვალი, სისხლის მიმოქცევის სისტემაა მათი რთული წერტილი. იტანჯებიან კანის დაავადებით. თუმცა, ღრმა მოხუცებულობამდე ნაოჭები არ უჩნდებათ.

Astrologia

მორიელი - ქალები დაახლოებით 62 წელი ცოცხლობენ, მამაკაცები - 63. სიჯიუტის გამო ბოლო მომენტამდე არ მიდიან ექიმთან. აწუხებთ ღვიძლი, საშარდე სისტემა, ინფექციები.

Astrologia

მშვილდოსანი - ქალები დაახლოებით 73 წელი ცოცხლობენ, მამაკაცები - 69. გული, კაპილარები, ხერხემალი. უნდა მიიღონ ვიტამინები რათა დიდი ხნით შეინარჩუნონ ჯანმრთელი კანი და თმა.

Astrologia

თხის რქა - ქალები დაახლოებით 80 წელი ცოცხლობენ, მამაკაცები - 77. ტრავმულობისა და ავარიულობის მსხვერპლია, საჭესთან სიფრთხილ მართებს. ასაკის მატებასთან ერთად ემატება სოლიდურობა და მოხდენილობა.

Astrologia

მერწყული - ქალებიც და მამაკაცებიც საშუალოდ 71 წელი. ვენების გაგანიერება, ღრძილებისა და კბილების დაავადება აწუხებთ. ასაკის მატებასთან ერთად იმატებენ ზედმეტ კილოგრამებს.

Astrologia

თევზები - ქალები დაახლოებით 75 წელი ცოცხლობენ, მამაკაცები - 71. ბავშვობიდან იტანჯებიან სხვადასხვა დაავადებით: გაცივება, ალერგია, ინფექციები, ფილტვებისა და კანის დაავადებები, ანემია. თუმცა, ღრმა მოხუცებულობამდე ინარჩუნებენ ფიზიკურ და გონებრივ აქტიურობას.

Astrologia

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"