რა უნდა ვიცოდეთ კურდღელზე?
კურდღლის (კატის) წელში დაბადებული ადამიანი, სხვა დანარჩენებისგან ქუდბედიანობითა და იღბლიანობით გამოირჩევა. ამ ადამიანს თანდაყოლილი სიფრთხილე, კარგი ფინანსური ალღო და კომფორტის დიდი სიყვარული ახასიათებს. კატა-კურდღელი ისევე როგორც ჩვეულებრივი კატა, ყოველთვის ეცემა თათებზე. იგი იღბლიანი, ნიჭიერი და პატივმოყვარეა. რასაც ოსტატურად იყენებს საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. თუმცა, კატების უმრავლესობა, განსაკუთრებული სიღრმითა და სულიერებით იშვიათად გამოირჩევა.
კატა-კურდღელი შინაური სიმყუდროვის მოყვარული ადამიანია. მას უყვარს სტუმრების მიღება-გამასპინძლება, ლამაზი საღამოების ორგანიზება ბუხრის პირას. მისი სახლი ყოველთვის დახვეწილი გემოვნებითაა მოწყობილი და გაფორმებული. ამ ადამიანებში ღრმადაა გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული. შეიძლება ითქვას, რომ კატა-კურდღელი რაღაც დოზით სნობიც კია. თუმცა, კომფორტისა და ფუფუნების სიყვარული ამად უღირს. ამიტომ განათლება და ერუდიცია, რომელსაც კატა-კურდღელი დიდ ყურადღებას აქცევს, სწორედ რომ მაღალ საზოგადოებაში თავის გამოსაჩენად და ადგილის დასამკვიდრებლად სჭირდება.
ეს ადამიანი იშვიათად გამოდის წყობიდან, მას არ ახასიათებს აფექტური ქმედებები. უფრო მეტიც, რაც ყველაზე მეტად ეზიზღება კატა-კურდღელს ეს სკანდალი და ხმაურიანი გარჩევებია. ამიტომ ასეთი სიტუაციები მის ცხოვრებაში ძალზე იშვიათია. საჭიროების შემთხვევაში მას სენტიმენტალურობისა და თანაგრძნობის გამოჩენაც ეხერხება სხვების მიმართ, მაგრამ პირველ პლანზე იგი მაინც საკუთარ პრიორიტეტებს აყენებს.
მიუხედავად გარეგნულად ჯანსაღი იერისა, კატა-კურდღელის წელში დაბადებული ადამიანები, ძალზე რთულად იტანენ ნებისმიერი სახის მორალურ ან სოციალურ გასაჭირს. ამგვარ სიტუაციაში ჩავარდნილი ბევრი კატა, ხშირად ნერვული აშლილობის ან ფსიქოზის მსხვერპლიც კი ხდება. თუმცა, თანდაყოლილი სიფრთხილისა და წინდახედულების გამო, ეს ადამიანები ასეთ გამოუვალ და რადიკალურ მდგომარეობაში იშვიათად ვარდებიან.