ავტორი:

ბედნიერების პლანეტა იუპიტერი მერწყულში გადავიდა - ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელზეც ეს მოვლენა ყველაზე მეტად იმოქმედებს

ბედნიერების პლანეტა იუპიტერი მერწყულში გადავიდა - ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელზეც ეს მოვლენა ყველაზე მეტად იმოქმედებს

დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 19 დეკემბერს მერწყულის ზოდიაქოში გადავიდა და იქ დარჩება 2021 წლის 29 დეკემბრამდე. საინტერესოა, რას მოგვიტანს პლანეტის ეს მდგომარეობა თითოეულ ჩვენგანს. თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით 7 ნიშანზე იმოქმედებს.

თავიდან ორი სიტყვა ვთქვათ თავად პლანეტა იუპიტერზე. ის მშვილდოსნის მმართველია, მას ეძახიან "ჰოროსკოპის დიდ ბედნიერებას" და "მეფეების ვარსკვლავს". მას მოაქვს ჩვენთვის სიმდიდრე, პოპულარობა, წარმატება. გვეხმარება მსოფლმხედველობის გაფართოებაში, სულიერების მოპოვებაში. იუპიტერის თვისებებია: გულუხვობა, ოპტიმიზმი, კეთილშობილება, არისტოკრატიულობა, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის, ენის, ტრადიციებისადმი ინტერესი. მეგობრულობა, ფილოსოფიურობა, ავტორიტეტი, სითამამე, ქველმოქმედება და ა.შ. იუპიტერი გავლენას ახდენს საერთაშორისო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, დიპლომატიაზე, იურისპრუდენციაზე, საერთაშორისო ტურიზმზე. იუპიტერი გვიხსნის საზღვრებს, გვაძლევს შანსს, რომ გავიფართოოთ მსოფლმხედველობა, განვვითარდეთ. იუპიტერი დაგვეხმარება მოვიპოვოთ პოპულარობა, გავმდიდრეთ, გამოგვიგზავნის ადამიანებს, სპონსორებს, რომლებიც დაგვეხმარებიან სასურველის მიღწევაში. მთავარია, გვქონდეს ინიციატივა, ვიყოთ საქმის მცოდნეები და ენერგიულად ვიმოქმედოთ.

იუპიტერი მერწყულის ზოდიაქოში პირველად გადავიდა 2020 წლის 19 დეკემბერს და თითქმის მთელ ნიშანს გაივლის 2021 წლის 14 მაისამდე. შემდეგ მეორედ დაბრუნდა მერწყულში უკვე 28 ივლისს და აქ დარჩება 2021 წლის 29 დეკემბრამდე. იუპიტერი რეტროგრადული პერიოდი დაიწყება 20 ივნისიდან და დასრულდება 18 ოქტომბერს. პერიოდულად იუპიტერი გადავა თევზების ზოდიაქოში და საბოლოოდ, თავისი მეორე მმართველობის ნიშანში, გადავა 2021 წლის 29 დეკემბერს.

იუპიტერის მერწყულში გადასვლა განსაკუთრებით იმოქმედებს შემდეგი ზოდიაქოს ნიშნებზე: მერწყული, თხის რქა, კურო, ლომი, მორიელი, ტყუპი და სასწორი. ჰაერის ნიშნებს (მერწყულს, სასწორსა და ტყუპს) გეძლევათ შანსი და შესაძლებლობა, რომ რეალიზდეთ ამ პერიოდში; ლომმა უნდა დაარეგულიროთ დამოკიდებულება გავლენიან ადამიანებთან, ზემდგომებთან და ეცადოთ, შეინარჩუნოთ რეპუტაცია და პატივისცემა. კუროსა და მორიელს დამატებითი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ ჩრდილიდან გამოხვიდეთ და წარმატებას მიაღწიოთ. ნუ შეუშინდებით დაბრკოლებებს, თქვენ საკმარისი ძალა და ენერგია გაქვთ, რომ სასურველს მიაღწიოთ.

ახლა კი ვნახოთ, რას მოუტანს იუპიტერის მერწყულში გადასვლა თორმეტივე ნიშანს. პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნის მიხედვით. გარდა ამისა, თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, ნახეთ, რომელ სახლებს და რა სფეროებს მართავს იუპიტერი პირადად თქვენს რუკაში.

  • ვერძი

იუპიტერი მიზნებისა და იდეების განხორციელების შესაძლებლობას მოგცემთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება იმ მეგობრებთან, რომლებთანაც საერთო შეხედულებები გაქვთ, თანამოაზრეებთან, კოლეგებთან. თამამად განახორციელეთ ინტერნეტპროექტები, ისინი წარმატებას მოგიტანთ. დაიწყეთ ბლოგის წერა, საიტის განვითარება. თქვენ ლიდერი ხართ და ახლის დაწყება არ გაგიჭირდებათ, აქტიურად იმოქმედეთ. თქვენივე თავისთვის სასურველია, რომ ჩაერთეთ საზოგადო საქმიანობაშიც.

  • კურო

პროფესიასა და კარიერაში წარმატების მიღწევის შანსი გეძლევათ. დაისახეთ ამბიციური, გრანდიოზული მიზნები. კარგი იქნება, თუ აიმაღლებთ კვალიფიკაციას, გახდებით ექსტრაკლასის პროფესიონალი თქვენს საქმიანობაში. კუროები, როგორც წესი, შრომისმოყვარე ხალხი ხართ და ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლის შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდან (ვერავინ დაგპირდებათ, რომ ყველაფერი უშრომველად და ერთბაშად მოგეცემათ). გააფართოეთ თქვენი ბიზნესი; მეტად გამოიყენეთ თანამედროვე საშუალებები გამარჯვებისთვის.

  • ტყუპი

შანსი გეძლევათ, რომ მიიღოთ უმაღლესი (მეორე, მესამე) განათლება; მოიპოვოთ პოპულარობა თქვენს სფეროში; იმოგზაუროთ საზღვარგარეთ ან სულაც ემიგრაციაში წახვიდეთ. კარგ შედეგს მოგიტანთ სულიერი პრაქტიკები, მწერლობა, გიდობა. თუ მზად ხართ თქვენი ცოდნის გასაზიარებლად (კურსი, მასტერ-კლასები), რეალიზების შეანსიც გექნებათ. თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიული საკითხები. ზოგს შეიძლება შვილიშვილი შეგეძინოთ.

  • კირჩხიბი

სხვათა (საქმიანი ან სასიყვარულო პარტნიორის) ფულის განკარგვის შესაძლებლობა მოგეცემათ. ხოლო, თუ თავად გაქვთ ბიზნესი, - მისი გაფართოების, მისგან სარგებლის მიღების შესაძლებლობა. აგრეთვე, ადრე დაბანდებული ფულიდან მიიღებთ დივიდენდებს. წარმატებით გაართმევთ თავს საბანკო საქმეებს, კრედიტებსა და ვალებს, გაისტუმრებთ ან აიღებთ, რათა თქვენი საქმიანობა გააფართოოთ. შანსი მოგეცემათ, გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. სხვათა შორის, იუპიტერი დაგიცავთ ნებისმიერი კრიზისისგან და რაც უნდა ხდებოდეს, სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება.

  • ლომი

წარმატება გელით პარტნიორულ ურთიერთობებში. ეს შეიძლება იყოს საქმიანიც და სასიყვარულოც. გაიცნობთ საინტერესო, სტატუსის მქონე ადამიანებს და უმეტესობას ოფიციალურად დაქორწინების შანსი მიეცემა. დაქორწინებულებმა შეიძლება ფული დააბანდოთ საერთო საქმეში, საყიდლებში. იყავით მობილიზებული წარმატებაზე, გამარჯვებაზე. მონახეთ პარტნიორები, რომლებთან ერთადაც გრანდიოზულ პროექტებს განახორციელებთ. კარგი წელი ელით მათაც, ვინც მომსახურების სფეროში მუშაობს ან შეიძლება ახლა დაიწყოთ პირადი კონსულტირება და გაგიმართლოთ; შეიძენთ გავლენიან, შეძლებულ კლიენტებს.

  • ქალწული

იუპიტერი სასიამოვნო ცვლილებებს მოგიტანთ სამსახურში - წინსვლა, ხელფასის მომატება, აღიარება. როგორც წესი, ქალწულები საუკეთესო ოსტატები ხართ და გსურთ, სრულყოფილებას მიაღწიოთ თქვენს სფეროში. გამოიყენეთ ეს შანსი. თუ უფროსი ხართ და თანამშრომლები გყავთ, შეიძლება გააფართოოთ კადრი. გირჩევთ, მეტად გაიხალისოთ და გაიუმჯობესოთ ყოველდღიური ცხოვრება. ყურადღება მიაქციეთ დღის რეჟიმს, ძილსა და კვებას. გაინებივრეთ თავი მასაჟით, სანატორიუმში დასვენებით. თუ საკუთარ თავს მეტად გაუფრთხილდებით, ზოგიერთ, ახალშეძენილ დაავადებას მალევე დააღწევთ თავს.

  • სასწორი

შემოქმედებითი იდეების, პროექტების განხორციელებას შეძლებთ. გამოჩნდება ადამიანი, სახსრები, რათა მიაღწიოთ სასურველს. გამოხვალთ სცენაზე, მოიპოვებთ ახალ თაყვანისმცემლებს. შანსი მოგეცემათ პოპულარული, ავტორიტეტული გახდეთ ან გახადოთ თქვენი ბრენდი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება შვილებთან ან შეიძლება გაგიჩნდეთ შვილი. იუპიტერი მოგიმატებთ რომანებსა და სასიყვარულო თავგადასავლებს. შეძლებისდაგვარად ჩაერთეთ სოციალურ ცხოვრებაში, ხშირად დაესწარით წვეულებებს; მუდამ იყავით ყურადღების ცენტრში. მოგეცემათ ცხოვრებით ტკბობის საშუალება. როგორც კი გული გიგრძნობთ, რომ გაიმარჯვებთ, შეიძინეთ ლატარიის ბილეთი. წაიკითხეთ სრულად

ახალმთავრეობისა და მზის დაბნელების პროგნოზი - როგორი იქნება მომდევნო 2 კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - რას მოგიტანთ წლის ბოლო თვე

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - რა ცვლილებები გელით სწავლის, ფინანსების, სიყვარულისა და ჯანმრთელობის კუთხით