უძველესი გამოცდილება, ამ მხრივაც საინტერესო გათვლებს გვთავაზობს. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი დაბადების ციფრი ხშირად ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ თუ კონკრეტულად რა სახის დაავადებებისკენაა მიდრეკილი ჩვენი ორგანიზმი.
ადამიანები, რომელთა დაბადების რიცხვიც უკავშირდება ექვსიანს – ანუ 6, 15 და 24 რიცხვში დაბადებული ხალხი, ძირითადად ყელის სისუსტით, ცხვირ-ხახის ვირუსული დაავადებებითა და ზოგადი გართულებებით, ფილტვებისა და სასუნთქი გზების პრობლემებით იტანჯებიან. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს საკმაოდ ძლიერი იმუნიტეტი და მდგრადი ორგანიზმი გააჩნიათ საიმისოდ, რომ დაავდებას სწრაფად გაუმკლავდნენ. ნუმეროლოგები ასეთ ხალხს ურჩევენ იცხოვრონ ქალაქგარეთ ან მაქსიმალური გამწვანების მქონე ადგილებში, რათა მათ ფილტვებს დიდი ოდენობით მიეწოდოს ჟანგბადი. ქალები, რომელთა დაბადების რიცხვიც ექვსიანთანაა კავშირში ხშირად მკერდის დაავადებებით, მასტიტითა ან მასტოპათიით ავადდებიან. მამაკაცებს სისხლის არასწორი ცირკულაციის გამო, ექმნებათ გულის პრობლემები.
ამ ადამიანებმა რაციონი უნდა გაამდიდრონ ისეთი პროდუქტით როგორიცაა; მუხუდო, პიტნა, ატამი, მიხაკ-დარიჩინი, თხილეული (განსაკუთრებით კაკალი) და ყველის ნაირსახეობა.
ჯანმრთელობისთვის კრიტიკული თვეებია – მაისი, ოქტომბერი და ნოემბერი.