საინტერესო გათვლებს გვთავაზობს. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი დაბადების ციფრი ხშირად ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ თუ კონკრეტულად რა სახის დაავადებებისკენაა მიდრეკილი ჩვენი ორგანიზმი.
ადამიანები, რომელთა დაბადების თარიღიც შვიდიანს უკავშირდება ანუ 7, 16 და 25 რიცხვში დაბადებულები, ყველაზე ხშირად სიფიცხით და გადამეტებული აგრესიულობით იტანჯებიან (ტანჯავენ სხვებს). მათთვის აუცილებელია ემოციების მართვას მიაჩვიონ საკუთარი თავი, იმიტომ რომ სწორედ ამაზეა დამოკიდებული არამხოლოდ მათი ჯანმრთელობა, ზოგადად იმის უნარიც თუ რამდენად პროდუქტიულნი იქნებიან საქმეში. ყველაზე დიდი პრობლემა, ამ ხალხის შემთხვევაში პესიმიზმისკენ მიდრეკილება და მელანქოლიის შემოტევებია. ამის მიზეზი კი ხშირად მათი მხრიდან აღებული ზედმეტი ვალდებულებებია გარშემომყოფების მიმართ. გამოირჩევიან რა მომატებული გონებრივი აქტივობით, ფიზიკურად ამ ადამიანებს საკმაოდ სუსტი ნერვული სისტემა და ენერგოველი გააჩნიათ. მათი უმრავლესობა ხშირად იტანჯება სხვადასხვა სახის ალერგიული გამონაყარით, ეგზემით ან ფსორიაზით. აღენიშნებათ ოფლიანობა.
ამ ადამიანებმა რაციონი უნდა გაამდიდრონ ისეთი საკვებით, როგორიცაა - კომბოსტო, კიტრი, სოკო, ვაშლი, ყურძენი და ატამი.
ჯანმრთელობისთვის კრიტიკული თვეებია - იანვარი, თებერვალი, ივლისი და აგვისტო